* * *

მზე უკვე კარგახნის ჩასული იყო როდესაც გოგონა გამოერკვა და დაბლა ჩაბრუნდა.თავის მაგიდასთან ჯდება და საქმეებში ეფლობა.

ორ კვირაში უკვე ისევ ლონდონში იყო და ბანკის თანამშრომლის ფორმა ეცვა.კომპიუტერიდან რაღაცას იწერდა რა დროსაც კალამი გაუვარდა.
-ჯანდაბა.-ამოიოხრა და ასაღებად დაიხარა.როგორც კი გასწორდა კომპიუტერის გვერდით ნაცნობ მწვანე თვალებს წააწყდა.ჰარი.ბიჭს გოგოს სახის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.ქეროლაინ?
-გამარჯობა მე ლინდა პეინი ვარ.-გოგონამ გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
-სასიამოვნოა.-ბიჭმა დაბნეულმა დაიჩურჩულა.მის წინ მისი დის ასლი იდგა რომელიც თვალის მომჭრელად უღიმოდა.ჰარის უკან გაიხედა და სუნთქვა შეეკრა.თავის საყვარელ თაფლისფერი თვალებს შეეჩეხა.ვეც წარმოიდგენთ როგორ მოენატრა ეს თვალები,რომლებიც სიცილის დროს ეჭუტება,ენატრება რომ შეეხოს,მივიდეს და მისი წითელი ტკბილი ტუჩები დააგემოვნოს.დიდი ძალისხმევის შემდეგ მოაშორა თვალი ლიამის წითელ ბაგეებს და ისევ ჰარის შეხედა.მას თავისი გრძელი ხუჭუჭა თმა მოკლედ შეეჭრა...სხვა რა შეეცვალა?არაფერი გარდა ასაკისა.როგორ უნდა ისიც მთელი გულით ჩაიკრას და უთხრას რომ ძალიან უყვარს.არ შეუძლია,მას არ შეუძლია მისი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი მიწას მიაბაროს.შპრიცი რომელიც მაგიდის ქვეშ ხელში ეჭირა და ჰარიზე დასარტყმელად ამზადებდა უკან,პალტოს ჯიბეში დააბრუნა.რა თქმა უნდა ლიამს ეს არ გამოპარვია და გადაწყვიტა გოგონაზე ინფორმაცია მოეპოვებინა.
-უკაცრავად რა გვარი ბრძანდებით?-უეცარმა კითხვამ ის დააბნია მაგრამ მაინც შეძლო პასუხის გაცემა.
-პეინი.
-ოჰჰ მოგვარრები ვყოფილვართ.-ლიამმა გაუღიმა გოგო კი მზად იყო უკვე მის მკლავებში გაეთავებინა თავისი სიცოცხლე.გოგონა ნამდვილი ბანკის თანამშრომელივით იქცეოდა და მათი წასვლის შემდეგ ზუსტად ხუთ წუთში მანაც დატოვა ბანკი.ქუჩას სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მას აედევნენ.ის ადამიანი ნელი,კასტისებრი ნაბიჯებით მიყვებოდა ქეეოლაინს და ცდილობდა მას არ შეემჩნია.გოგონა ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში შევიდა,ბიჭიც უკან გაჰყვა და დაელოდა ლიფტის ზევით ციფერბლატზე რომელი სართული დაეწერებოდა. 23-ე სართულზე ლიფტი გაჩერდა და ბიჭი მიმღებში გაბრუნდა,პერსონალს ლამაზად გაუღიმა.
-გამარჯობა ლიდია პეინი რომელ ნომერში ცხოვრობს?
-1127-ე-გოგონამაც გაუღიმა.
-მადლობა-მაგიდას მოსცილდა და ლიფტისკენ წავიდა.გოგონამ 1127-ე ნომრის ტელეფონი აიღო.
-მის პეინ თქვენთან არია.
-ვინ არის?-გოგოს ხმამ ყურმილში გაიჟღერა.
-კარგი აღნაგობის,თაფლისფერთვალება ბიჭი,დაბალი წვერით და...-ის გოგო ისე აღტაცებით ახასიათებდა ლიამს რომ ლიდიას ეჭვიანობის გრძნობამ შემოუტია,მაშინვე დაუკიდა ტელეფონი და დაიწყო იმაზე ფიქრი თუ როგორ მიაგნო ლიამმა.მალევე მიხვდა რომ მას უკან აედევნა,დავიწყებული ქონდა რომ ის ერთ დროს საუკეთესო ბანდის მეთაური იყო და ეს არ გაუჭირდებოდა.ლიდია მიხვდა რომ წასვლას აზრი არ ქონდა ამიტომაც ცხელი აბაზანა მოამზადა და ტანსაცმელი გაიხადა.კარებზე კაკუნის ხმაზე თხელი,შავი ხალათი მოიცვა და კარები გააღო,იქ კი რასაკვირველია ლიამი დაინახა.ლიამმა გოგო ჩაათვალიერა და ტუჩი მოიკვნიტა,"ჯანდაბა სხეულის ფორმებითაც როგორ ჰგავს"გაიფიქრა ბიჭმა და კიდევ ჩაათვალიერა.
-უკაცრავად რა გნებავთ?-ლიდიას ნაზმა ხმამ ლიამი გონს მოიყვანა და სახეზე შეხედა.ლიდიას სულ დაავიწყდა რომ ლინზები ამოღებული ქონდა და ლიამს პირდაპირ თვალებში უყურებდა.ბიჭს სუნთქვა შეეკრა ნაცნობი თვალების დანახვაზე.
-ქეროლაინ-ბიჭმა დაიჩურჩულა.ლიდია წამით შეკრთა და მის თვალებში შიში გაკრთა მიხვდა რომ შეიძლება ეცნოთ,უცებ დაიბრუნა ძველი იერი.
-მემგონი ვიღაცაში გეშლებათ მე ლიდია მქვია.
-ლიდიას ცისფერი თვალები აქვს შენ კიდევ მწვანე გაქვს ქეროლაინ.-ბიჭის სახეზე ანცმა ღიმილმა გადაურბინა რომელზეც ქეროალინი გიჟდებოდა.გოგომ მაშინვე სარკისკენ მიატრიალა თავი და თვალები გაუფართოვდა.თავის თავზე გაბრაზდა როგორ დაავიწყდა ლინზების ჩასმა მაგრამ მაინც არ აპირებდა გაჩერებულიყო.
-მე ლიდია მქვია მისტერ პეინს.-ჯიუტად გაუმეორა რამაც ლიამის ჩაცინება გამოიწვია.
-ისევ ისეთი ჯიუტი ხარ საყვარელო.-ლიამმა ღიმილით გააქნია თავი.-გიხდება ახალი იმიჯი თავიდან ვერ გიცანი.
-როგორ მიცანი?-იკითხა გოგომ და მაშინვე ინანა რადგან ახლა თავის თავი გაამჟღავნა.ლიამს გაეღიმა და მის სიყვარულთან უფრო ახლოს დადგა.
-ათას გოგოში გამოგარჩევ ქეროლაინ რამდენი ხანიც არ უნდა გამექცე ან რამდენადაც არ უნდა შეიცვალო...თან შპრიცი დაგინახე როგორ ჩაიდე ჯიბეში დამაინტერესა ვინ იყავი და უკან გამოგყევი.-ლიამი უკვე ქეროლაინის ლოყას ეფერებოდა.
-არასდროს შეიცვლები-დაიჩურჩულა თვალებდახუჭულმა გოგონამ.ლიამი გოგოს მოცილდა და ნომერში შევიდა.ქეროლაინი გამოერკვა,კარი დაკეტა და უკან შეჰყვა.ლიამმა ოთახი მოათვალიერა და ისევ ქეროლაინს შეხედა.

why are you driving me crazy?Where stories live. Discover now