- მე...- ბუზღუნებს ჰოსოკი.

- სწორედაც. მანდარინების სურნელი უმეტესწილად ომეგებს აქვთ, ჩემს ომეგასაც მანდარინების სურნელი ჰქონდა, ამიტომაც მეგონე ომეგა.- იუნგის ლოყებ დაბერილ ჰოსოკზე გადააქვს მზერა და თავს ძლივს იკავებს, რომ არ შეეხოს, რადგან როგორც კი მისკენ ხელს იწვდის, ჰოსოკი ისე კრთება, რომ ჯიმინსაც კი აღვიძებს. ომეგა თვალებს ახელს, იუნგი კი სწრაფად წევს ხელს უკან, ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ ამჩნევს ჰოსოკი როგორ უჭერს ჯიმინს ხელებს.

- ჰოს?- იბნევა ჯიმინი და დაბნეული, ახლად გაღვიძებული თვალებით უყურებს მის ალფას, ჰოსოკი კი თავის მოთოკვას ახერხებს.

- უკვე გვიანია, წამოდი, საწოლში დავიძინოთ.- ჩუმად ამბობს ჰოსოკი, ფეხზე დგება და ნახევრად მძინარე ომეგას ხელს უწვდის. ომეგა ზოზინით დგება, მაგრამ აშკარად ისევ ნახევრად ძინავს, რადგან ჰოსოკისკენ ქანდება. ალფა მის დაჭერას ასწრებს, მაგრამ ომეგა ალფას რასაც ქვია ეკიდება და უკვე მის მკლავებში, მასზე მიხუტებული განაგრძობს ძილს.- ჯიმინ... ცოტა გამოფხიზლდი, საწოლამდე მივაღწიოთ.

- ხელში ამიყვანე.-ბურდღუნებს ნახევარად მძინარე, ჰოსოკი კი უკმაყოფილო იუნგის მზერას არიდებს და ომეგას იჭერს, რომ ჯიმინი  იატაკზე არ ჩაცურდეს. 

- მინ, მარტო არ ვართ...- ლუღლუღებს ალფა.

- არა?- იბნევა ომეგა და იქით-აქეთ იხედება, მაგრამ როგორც კი იუნგის ხედავს ისეთი სისწრაფით იხევს უკან, რომ სულ არ ახსენდება, უკან რომ დივანია და დივანს ეხეთქება, იუნგის გვერდით.- ჰიონ? აქ რას აკეთებ?

- ძილის შემდეგ ამნეზიებიც დაგეწყო?- ეცინება იუნგის, რაც არ უნდა იყოს, ჯიმინი წლებია მისი მეგობარია და ვიღაც ალფის გამო მათ მეგობრობის დანგრევას არ აპირებს. - საგანგებო სიტუაცია, გახსოვს?

- აჰ, ჰო, საგანგებო სიტუაცია.- იუნგის დანახვაზე მაშინვე ფხიზლდება ომეგა და ქვევიდან აჰყურებს ჰოსოკს. - ბოდიში.

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now