ქვევით ჩასვლისას თავი შევიკავე,რომ პირი არ დამეღო,აქაურობა ულამაზესი იყო.უმშვენიერესი წვეულება,სადაც ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს მოეყარათ თავი.
აქ ბავშვებიც კი არ იყვნენ,მხოლოდ ახალგაზრდები,იმდენად თანაბარი ასაკით გეგონება სკოლის ერთი წლის გამოშვება ყოფილიყვნენო.
ერთმანეთში ირეოდნენ და "ღვინის?" წრუპვით ერთმანეთთან სიტყვებს ცვლიდნენ.
ზოგიც ცეკვავდა,ზოგიც კი უბრალოდ ამ სიტუაციით სიამოვნებას იღებდა.
ამდენ ხალხში ელიონორას მოძებნა გამიჭირდება!
ქვევით ჩავედი და ვცდილობდი დამსწრე საზოგადოების ყურადღება არ მიმექცია,ამისთვის მიმტანს ბოკალი ღვინოც გამოვართვი.
როცა ელიონორა ვერ ვნახე ერთ ადგილას დავდექი და ღვინის დალევა გადავწყვიტე,მწყუროდა.
მაგრამ,როგორც კი სითხე პირთან მიმაქს,ხელიდან მივარდება და მიწაზე ეხეთქება.
სისხლი იყო.
-რას აკეთებთ?-მეკითხება ვიღაც უხეში ხმით-ზევით ბოდიშის მოხდის მიზნით ვიხედები და ენა პირში მივარდება.
ჩემს წინ ჩემთვის ერთი ნაცნობი და ერთი უცნობი პიროვნება დგას.
-თავი დაანებე ლუციუს მოახლეები მიხედავენ-ჯონგუკი მხარზე ხელს ადებს მამაკაცს.
-თქვენო უდიდებულესობავ თქვენს შარვალზე სისხლი...
-არაუშავს გაიწმინდება-შემდეგ ჯონგუკი მე მიყურებს.
-რას ელოდები ბოდიში მოუხადე!-მეუბნება მის გვერდით მდგომი.
სულ რაღაც ათი წელია,რაც არ მინახავს ის კი ვეღარც მცნობს?ნუთუ ასე მარტივად დავავიწყდი?შესალოა ერთმანეთს დიდხანს არ ვხვდებოდით,მაგრამ ათ წელში ჩემი სახე და სახელიც კი დაავიწყდა?
წყენის გამო თვალებში ცრემლი მიდგება,მაგრამ მის წინაშე ტირილის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემ!
YOU ARE READING
ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)
Vampireვამპირები მარადიული არსებები არიან.შეუძლებელია რაღაც მარადიულს დასასრული ჰქონდეს.სრულდება ერთი ისტორია და იწყება ახალი.ახალი ისტორია ძველ პერსონაჟებზე და სრულიად უცნობი გმირები,რომლებიც ახალ ისტორიას ატრიალებენ.ყველაფერი იცვლება რადგან "ვამპირს ახალ...
9 თავი"დროში დაკარგულები"
Start from the beginning