− შეხვედრამდეე!!-მემშვიდობებიან და მეც ტელეფონს ვუთიშავ.
საღამომდე დიდი დრო მაქვს, ასე რომ ყველაფერს მოვასწრებ. პრველ რიგში, ის უნდა ავარჩიო რას ჩავიცვამ. დანარჩენს შემდეგ მოვხედოთ. კარადასთან მივდივარ და მის კარებებს ფართოდ ვხსნი. აქ იმდენი ტანსაცმელია. მუსიკაც ჩართულია და კარგად გავერთობი.
მთელი ერთი საათი, ტანსაცმელებს ვისინჯებდი. ხან რა ჩავიცვი, ხა რა. არაფერი არ მომწონდა. ბოლოს კი როგორც იქნა ავარჩიე. დაგახარებულმა, ტაში შემოვკარი. ტანსაცმელი საღამოსთვის მოვამზადე და ქვედა სართულზე ჩავედი.
*საღამოს*
ოთახში გიჟივით შევრბივარ, რადგან უკვე 5სთ-ია. არ მინდა დავაგვიანო. მაშინვე ვიცვამ, ჩემს არჩეულ ლურჯ, თეთრ კოპლებიან სარაფანს, თეთრ კეტებს და ხელზეც თეთრ საათს ვიკეთებ, რომელიც ოქროსფერებშია გაწყობილი. შემეგ მაკიაჟს ვიკეთებ. არ გეგონოთ, რომ მაკიაჟის მოყვარული. ვარ ჩემი გაკეთებული მაკიაჟი, თითქმის არც კი ჩანს ხოლმე, რადგან არ მიყვარს დიდად პრანჭიაობა.
თმას რათქმაუნდა ვიშლი და ტელეფონს ჩემს მოოქროსფერო-მოსტაფილოსფერო ხელჩანთაში ვიდებ. ბოლოს, ჩემს თავს სარკეში ვამოწმებ და ვუღიმი. აი უკვე მზად ვარ, ამიტომ საბოლოო შტრიხს, ცისფერ ჯინსის კურტკას ვიცვამ და სახლიდან გავდივარ.
გზას მხიარულად მივუყვები. მალე, პარკსაც ვუახლოვდები და ვხედავ ჩემს ორ ულამაზეს დაქალს. მართლაც ძალიან ლამაზებია არიან. მათ ვეხუტები და პარკში შევდივართ.
− აბა ქაჯებო, ხომ არ ნერვიულობთ?-ვამბობ, მათ შუაში ვდგები და ორივეს ჩემი მკლავების ვეშ ვაქცევ.
− არა, საერთოდ.-აუღელვებლად ამბობს ჰეილი.
− რავიცი აბა, ცოტა.-იკრიჭება ენი.
− კარგით რა, არაფერია სანერვიულო, ბიჭები ცოტახანში მოვლენ და აბა ჩვენ ვიცით, გამოვავლინოთ ჩვენი მომხიბლელობა!-ვეუბნები და მხრებზე ხელს ვარტყავ.
YOU ARE READING
What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)
Fanfictionკეიტი ბლექის და მისი საუკეთესო მეგობრის ცხოვრევა იცვლება.. ამას არავინ მოელოდა.. 16 წლის თინეიჯერი მეგობრების ცხოვრება სურპრიზებით არის აღსავსე მაგრამ მოულოდნელად რაღაც იცვლება...
მეშვიდე თავი
Start from the beginning