ჯონგუკს მადისამღრძველი სურნელი აფხიზლებს, თავს საწოლიდან წევს და ნახევრად გაღებული თვალებით ოთახს ათვარიელებს.
თეჰიონი მის გვერდით არაა, ჯეონი საწოლიდან დგება, მხოლოდ შარვლის ამარაა, ოთახს ტოვება და სასიამოვნო სურნელს უფრო და უფრო უახლოვდება.სამზარეულოში მოფუსფუსე თეჰიონი ვერც კი ამჩნევს როგორ უახლოვდებიან უკნიდან.
- დაგიჭირე ! - ჯონგუკი ბიჭის წელს ეხვევა, თეჰიონი ადგილზე ხტება, მაგრამ მალევე დუნდება, ჯონგუკი კი თავს მის მხარზე დებს და მის სურნელს ხარბად ისუნთქავს.
- შემაშინე. - გამწყრალი ამბიბს ჩალიაფერთმიანი.
- არ მინდოდა. - პატარა კოცნას უტოვებს ყელზე ბიჭს ყავიაფერთმიანი.
- დაჯექი და ვისაუზმოთ. - ეუბნება უფროსი ყავისფერთმიანს, გუკმაც შეასრულა მისი ნათქვამი და ადგილი მაგიდასთან დაიკავა.
თეჰიონმა საუზმე მაგიდაზე დაალაგა, გუკს გვერდით მიუჯდა, გაუღიმა და ბლინები გაუწოდა, ალუბლით.
თვითონ კი ბანანისას მიირთმევდა, თაფლით.
საუზმეს მალევე მორჩნენ, ყველაფერი მიალაგეს და სასტუმრო ოთახში გავიდნენ.ტელევიზორს მიუსხდნენ, თეჰიონი გუკის გულ-მკერდს მიეყრდნო.
- რას ვუყურებთ ? - იკითხა გუკმა.
- ტირილი. - უპასუხა თეჰიონმა, ტელევიზორი წითელი ღილაკით ჩართო.
- The wailing ? - გუკი გაკვირვებული იყო თეს არჩევნით.
- ჰო, რა იყო ? - გაუკვირდა თეს.
- ვინ გითხრა მაგ ფილმზე ?
- არავინ. ინტერნეტში ვნახე არც ისე დიდი ხნის წინ და შინაარსი მომეწონა. - უპააუხა თემ.
- აჰ, იმედია არ შეგეშინდება. - ჩაიხვნეშა გუკმა.
- უნდა შემეშინდეა ? - გაუკვირდა თეს.
- ალბათ. - ისევ ჩაიხვნეშა გუკმა, თეს არაფერი უპასუხია, ფილმი ჩართო, ხმის ამოუღებლად უყურებდნენ დასაწყისს.
თეჰიონი დასაწყისიდანვე უკვე დაძაბული იყო.
'ეკრანზე შესავალი წარწერები გამოჩნდა...'
YOU ARE READING
2U [Taekook] (დასრულებული)
Random"- ვიცი, მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ და თუნდაც შენთვის, შენთვის მიღირს ცხოვრება. თუ საჭირო გახდა შენთვის თავსაც გავწირავ ამის გჯეროდეს. - იმედიანად თქვა მან და ბიჭის სახე ააწევინა, ხელებში მოიქცია, მის საყვარელ ბაგეებს დააცხრა და მთელი სინაზით, სიყ...