-რა უნდოდა გარლანდს ჩემგან? მე არც კი ვიცი ვინ არის.

მას ჯონგუკმა უპასუხა:

-გარლანდი მე მეხმარებოდა, როგორც სხვა კონკრეტულ ადამიანებს საჩოთირო საქმეებში. მისი დახმარებით საბუთებს ვაფორმებდით იარაღის გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ასევე ფულის გადაგზავნაზე. მე მასთან მრავალი წელი ვთანამშრომლობდი,მაგრამ მან რაღაც მომენტში დაიწყო თავისი თავის შეუცვლელად ჩათვლა და გახდა საკმაოდ... შემაწუხებელი.

-და თქვენ მიუგზავნეთ მას ფბრ? -ეს პირველი ფრაზა იყო, რომელიც ჯიმინმა ჯონგუკს უთხრა, მაგრამ მის თვალებში შეხედვას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.

-მე არა, სხვებმა, მაგრამ ჩემი თანხმობით. მე პირიქით, ვეხმარებოდი დამალვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობოდით, მას კი გარანტია უნდოდა და ჩემზე ზემოქმედების სადავეები. მე არ ვიცი მას კონკრეტულად რა უნდოდა, როდესაც თვალთვალი დაავალა. ალბათ თავადვე ჰქონდა იმედი თქვენგან ინფორმაციის მიღების, შესაძლოა, უნდოდა მიეყიდეთ სხვა დაინტერესებული სახეებისთვის დაცვვის და მფარველობის სანაცვლოდ. ისე აღმოჩნდა, რომ თქვენი თავი ძალიან ფასეული ინფორმაციითაა გატენილი.

ჯონგუკმა ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს ჯიმინის თავი რაღაც შემთხვევითი და გაურკვეველი გზით ყოფილიყო გატენილი და ამაში თვითონ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჯიმინი არაფერს პასუხობდა და იჯდა, მაგიდის თეთრ ზედაპირს უყურებდა. ეხლა რა იქნება? თუ ჯიმინის ადგილსამყოფელის გაგება გარლანდმა შეძლო, შეიძლება სხვებსაც გაეგოთ...შემდეგ რა? ისევ ახალი სახელი?

-კიდევ ვინ იცის? გარლანდის გარდა...

-რთული გასარკვევია, -ამჯერად სონდიკმა უპასუხა. -ჩემი მონაცემებით -მეტმა არავინ, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გარლანდმა თავისი ყველა არხებით გაამჟღავნა, რომ მას ყველანაირი ინფორმაცია აინტერესებს ჯონ ჯონუკზე. მას იმედი ჰქონდა მოეპოვებინა მეტად ცხადი დამადასტურებელი მისი იარაღით ვაჭრობაში მონაწილეობაზე, რომ შემდეგ დაეშანტაჟებინა. ასეთი გზით ჩაუვარდა ხელში ინფორმაცია ერთი ორგანიზაციიდან... დაცვის სააგენტოს მსგავსი, მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან ძალიან დაკავშირებული. იქ დაქირავებული დაცვა არ მოერიდება რაიმე უკანონობის ჩადენას.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now