💙ოფელია💙

247 6 1
                                    


ოფელია

ოფელია იყო... ლურჯი თვალებით და ცისფერი ბაფთით...

ცისფერი თვალებით, ქერა მბზინვარე თმით და ცისფერი ბაფთიანი კაბით. მახსოვს, როგორ უყვარდა მორთული სახელოები და კიდევ ცისფერი ფერი.
ყველაფერი ცისფერი ჰქონდა კაბა, ბაფთა, ყელსაბამი, ჩანთაც კი.
ამბობდა, იღბლიანი ვარ, ცისფერი თვალებით რომ დავიბადეო.
კიდევ კითხვა უყვარდა.
ბიბლიოთეკაში ვხედავდი ხოლმე. უამრავი წიგნი იყო დაწყობილი, მაგრამ მაინც და მაინც ყველაზე მტვრიანს არჩევდა, ისეთს, რომელიც წლების განმავლობაში არავის წაუკითხავს.
მტვრიან ყდას სულს შეუბერავდა და რაც არ უნდა წერებოდა იქ, მაინც კითხულობდა, ფიქრობდა ბედის ბრალია რომ ეს წიგნი "ამომივიდაო"
უცნაური იყო ოფელია.
უცნაური ჩვევებით.
ბოლო 1 თვის განმავლობაში იმდენი რამე გავიგე მის შესახებ, ვიდრე მე თვითონ ვიცოდი საკუთარ თავზე.
ოფელიას ზღვა უყვარდა.
ესეც გავიგე. თურმე, საერთოდ არ ყვარებია ზღვაში ბანაობა ან ცურვა, ყურება ერჩია
ერთხელ დანაშაული ჩავიდინე.
მისი დღიურის ერთი ფურცელი წავიკითხე. ისეთი ლამაზი სიტყვებით იყო დაწერილი,ვიფიქრე დედამ ან მამამ დააწერინა თქო. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი. ეს ხომ წიგნებზე და წერაზე ყურებამდე შეყვარებული ოფელია იყო.
ბიბლიოთეკაში პირველად რომ შემოვიდა ვიფიქრე, ამას რას ხედავს ჩემი თვალები მეთქი, შემდეგ მივეჩვიე. ყოველდღე მოდიოდა.ერთი წიგნი უყვარდა ძალიან 8-9 ჯერ მაინც წაიკითხა "ბიჭი ზოლიან პიჟამაში"
იცით,მიკვირდა "ზოლიანი პიჟამა" ეს ოფელიასთვის ყველაზე მოსაბეზრებელი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო. ისე ქვითინებდა ბოლოში მისი დაწყნარება მომინდა. მივედი რა გქვია მეთქი
"ოფელიაო"ჩუმად მიპასუხა. დავამშვიდე და მეორე დღისთვის იასამნებს დავპირდი. მხოლოდ ცისფერი იასამნებიო გამიღიმა და მეც ჩავიცინე.მეორე დილით ლოგინიდან წამოვვარდი და უახლოეს მაღაზიაში გავედი ცისფერი იასამნები ვერაფრით ვიშოვე და იასამნებს ცოტა საღებავიც წამოვაყოლე, საჩუქრად კი პატარა ლურჯი სანიშნი რომელზეც დიდი ასოებით ოფელია დავაწერე.
მეორე დღეს ბიბლიოთეკაში დავინახე და "ცისფერი იასამნები" მივართვი
ბევრი იცინა სად იშოვეო
მეც ვიღიმოდი, მიხაროდა...
ოფელია იყო... ლურჯი თვალებით და ცისფერი ბაფთით...
💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙
აბა...
იმედია მოგეწონათ🤣💙

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 22, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

oneshots💛🌼Where stories live. Discover now