-ხო მართალია ამას ვერ ვანდობთ ლისას, თან "მთვრალ" ლისას (ჯისუ)

-ხო წვეულებაც მთავრდება უკვე და მაინც უნდა წავსულიყავით თან (როუზი)

-კარგი კარგი ნუ დამიწყეთ ახლა მიზეზების ჩამოთვლა-დავემშვიდობე და ჭამა განვაგრძე. თან თავი ძლივს შევიკავე, რომ ის შოკოლადიანი ნამცხვრები აღარ მეჭამა, თორემ წონაში მოვიმატებდი და ეს ჩემთვისვე არ იქნებოდა კარგი. ჯინი, ნამჯუნი და ჰოსოკი უფრო კარგად გავიცანი და გატაცების ამბავიც მოვუყევი. უფრო სწორად მე არ დამჭირდა მოყოლა, ჯონგუკმა უთხრა როგორ დავარტყი იუნგის და როგორ სწვდა ჯისუ თეჰიონს თმებში და ასე თქვა "თხა მომყავს ცოლად თუ გოგო არვიცი"-ო. აი ხო იყო ღირსი, რომ ჩამერტყა თავში ეს ქუსლიანები? იმდენჯერ გამიჩნდა უკვე ამის სურვილი, ერთხელაც მართლა შემომელახება. კი ვიხალისეთ, მაგრამ ამ იდიოტმა, რომ არ გააფუჭოს რამე არ შეუძლია. შობლებთან მივედი, რომ მეთქვა ჩვენც წავსულიყავით, მაგრამ არ დამჭირდა. მამამ მითხრა, რომ უკვე წასვლის დრო იყო, ამიტომ დავემშვიდობე დანარჩენებს და სახლში დავბრუნდით. გზაში დედამ მითხრა, რომ ბეჭედი არ მომეხსნა არასდროს. ალბათ ეშინია ვინმეს მარტოხელა არ ვეგონო და არ გამიტაცოს მნაჰ. სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში ავვარდი რასაცქვია და საწოლზე დავეცი. დავიღალე ამდენი სიარულით, ან რა მინდოდა ეს ქუსლიანები რომ ჩავიცვი?! თავს ძალა დავატანე, რომ ავმდგარიყავი, შხაპი მიმეღო და დასაძინებლად მოვმზადებულიყავი.

***

გავიღვიძე და ისე შევხტი ლამის საწოლიდან გადმოვვარდი. ჩემს წინ ჯონგუკი იდგა და მომღიმარი მიყურებდა
-ჰე ფრთხილად. გაიღვიძე პრინცესა?-მკითხა ისევ ღიმილით

-ჰა? პრინცესაო? ნასვამი ხარ? აქ რა გინდა?-მივახალე ერთმანეთს სიტყვები და გაოცებული თვალებით მივაჩერდი-გადი ახლავე, უნდა გამოვიცვალო
ვუთხარი და ჩემდა გასაკვირად ხმაამოუღებლად გავიდა. ამას აქ რაუნდა? როგორ შემოვიდა? ჯერკიდევ გაკვირვებული ვიყავი და ისე ვიცვამდი ტანსაცმელს. მოვრჩი და უკვე გასვლას ვაპირებდი გუკმა რომ შემოაღო კარები
-შენ ვერახარ? დაუკაკუნებლად რატომ შემოდიხარ? იქნებ ვიცვამ?-დავუწყე ისევ ჩხუბი

ეს იდიოტი ჩემი საქმროა?Where stories live. Discover now