"საით?"
უკვე გასასვლელისკენ დაძრულს, მოესმა ხმა.
"სახლში, დავიღალე."
"არც კი გიცეკვია, როგორ დაიღალე?"
"ხმაურმა დამღალა. ცუდი აზრი იყო წამოსვლა."
"ცოტა ხნით კიდევ დარჩი."
"რისთვის? შენ მაინც არ აპირებ წამოსვლას. რისთვის დავრჩე თეჰიონ?"
კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, მეორე კი ჰაერში გაეჭედა თითქოს.
"ჩემთვის დარჩი."
უკან მოიხედა და უფროსის ამღვრეულ თვალებს შეეჩეხა, სასმელი თავის ეფექტს კარგად გვარიანად რომ ახდენდა მათზე, სწორედ იმ თვალებს.
"შენს გამო წამოვედი, მაგრამ შენს გამო დარჩენას არ ვაპირებ."
უკმეხად უპასუხა.
"მით უფრო, თუ სახლში არ წამოხვალ, კიდევ ცოტა ხნის შემდეგაც."
მთელი ამ დროის ემოციებმა, ერთად ამოხეთქეს წითელთმიანის ხმაში და კბილებს გაცდენილ სიტყვებში.
"სანის მადლობა გადაუხადე ჩემს ნაცვლად, დაპატიჟებისთვის."
ტუჩის კუთხე გაურკვეველი ემოციით ჩატეხა წითელთმიანმა და ისევ მდუმარედ მდგარ უფროსს მზერა აარიდა.
კარი გამოხსნა.
კარი ჩაკეტა.
თვალები მოხუჭა.
მერე გაახილა.
სახლის სურნელი შეისუნთქა.
შემდეგ ერთიანად ამოუშვა ნახშიროჟანგი.სააბაზანოსკენ გადადგა დაღლილი ნაბიჯები.
ჩვეული უწესრიგობით ყრიდა ტანსაცმელს, ყველა ნაბიჯზე.ცხელ წყალს შეუშვირა სახე.
სურდა, ყველაფერი ერთად ჩამოერეცხა სხეულიდან, თუ შესაძლებლობა იქნებოდა გონებიდანაც.ისევ თვალებდახუჭული, არც დაუთვლია მერამდენე წუთს ატარებდა წყლის ჭავლის ქვეშ.
ან რატომ უნდა დაეთვალა, ვინ ითვლის დროს შხაპის მიღების დროს.
YOU ARE READING
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...
რთულია გულს მოარგო
Start from the beginning