დაცვამაც როგორც იქნა იკადრა და კარები გაგვიღო, ჯერ ყველა შეგვამოწმეს და ყველაფერი მეტალის რაც კი საშიშად მოეჩვენათ, გარეთ დაგვატოვებინეს. შემდეგ კი ვიღაც სათვალიანი ქალი მოგვიახლოვდა და სიტყვის უთქმელად გაგვიძღვა ლიფტისკენ. რაც ყველაზე მეტად მახარებდა, ის იყო რომ ამ ოთხიდან ერთადერთი ბიჭი მე ვიყავი და იმედი მქონდა რომ ამიყვანდნენ.

ჩემს გვერდით ერთი შავგრემანი, ერთიც კი წაბლისფერთმიანი გოგონები იდგნენ. ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, რაც საკმაოდ კარგად მესმოდა.

- გავიგე, ძალიან სიმპატიური უფროსი ყოფილა,- ჩაიჩურჩულა შავგრემანმა.

- ჰო, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ, იმედი მაქვს თვალს მაინც მოვკრავ,- ალბათ იმ სათვალიანმა ქალმაც გაიგო და ამრეზით გადახედა ორივეს. ლიფტიდან გასვლის შემდეგ კი, ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ გაჩერდა და ჩვენსკენ მობრუნდა.

- თქვენ ორნი, თავისუფლები ხარ,- იმ გოგოებისკენ გაიშვირა ხელი და მათაც გაკვირვებულებმა საკუთარი თავისკენ მიიშვირეს საჩვენებელი თითი.- კიდევ გავიმეორო?

ხმას აუწია და მათ უკან დაცვაც გაჩნდა, შემდეგ კი ადგილიდან ააორთქლეს. ბევრად რთულად იყო საქმე, ისეთი ცივი აურა ტრიალებდა ოფისში, არ არსებობდა კოლეგებს შორის თბილი მეგობრული ურთიერთობა. მხოლოდ მუშაობა და ქაღალდები. ქალი წინ წაგვიძღვა. მე და ის ქერა თმიანი გოგო, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში კანკალებდა დიდ დარბაზში დაგვსვა. უცხოებიც ისხდნენ, რომლებიც საბუთებს ათვალიერებდნენ. ისე ავნერვიულდი, მაკანკალებდა მეც და ახლა მესმოდა იმ გოგოსი. მიუხედავად იმისა რომ ვხედავდი, როგორ სწერდა დედამისი რომ ილოცებდა სამსახურში აეყვანათ, მაინც ეგოუსტურად ვიქცეოდი და ვფიქრობდი რომ მასზე მეტად ეს სამსახური მე მჭირდებოდა. უცხო სტუმრები უცნაურად მათვალიერებდნენ, შემდეგ კი ცალკე გამიყვანეს, ალბათ იმ გოგონასთან სურდათ საუბარი. ყველაფერი მაშინ გახდა ნათელი, როდესაც ქერა ატირებული გამოვარდა დარბაზიდან და უკან მოუხედავად გაიქცა. ის სათვალიანი ქალი კი ჩემს წინ აისვეტა და მითხრა რომ სამუშაოზე აყვანილი ვიყავი. მომახსენა ჩემი ხელფასის და შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, რომელიც ჩემთვის აქამდეც ცნობილო იყო. მე სულელივით ყველაფერზე თავს ვუქნევდი და როდესაც მეკითხებოდა ყველაფერი გსაგები იყო თუ არა მაინც ვეთანხმებოდი.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now