თვალები ნელა გავახილე და ირგვლივ სულ სითეთრე დავინახე, მეგონა სამოთხე იყო მაგრამ პალატის თეთრი მოსაწყენი კედლები აღმოჩდა.
ოთახში მარტო ვიყავი სუნთქვა ცოტათი მიჭირდა, კარებს გავყურებდი და ველოდებოდი დედაჩემს, რომელიც აცრემლებული თვალებით შემოვიდა და გვერით მომიჯდა
- როგორ ხარ დედი
- რამჭირს?
- გულის არითმიაა პატარავ
ჩემი ხელი მის ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა, ლოყაზე მიიდო, თვალს არმაშორებდა.
- მოვკვდები?
- გულის შეტევა არმოგკლავს დედი, მაგაზე არიფიქრო ახლა კარგად ხარ, უბრალოდ ძალიან არუნდა გადაიტვირთო.
- ვაჩე მოვიდა?
- ვაჩეს დედას დავურეკე და მოგიკითხა
- და ვაჩემ?
- ვაჩემ არვიცი იცის თუარა
გული დამწყდა რომ სხვა ბავშვებივით ენერგიისგან ვერდავიცლებოდი და ვერვირბენდი გაოფლიანებდამდე რადგან შეიძლებოდა მოვმკვარიყავი.
კი!! თქვენ გგონიათ არ დავსერჩე რაარის არითმია ან გულის შეტევა? სახლში მისვლისთანავე ეგ დავსერჩე და დიდად გახარებული ვერდავრჩი, ყოველთვის მზად უნდა ვიყო სიკვდილისთვის რადგან ნებისმიერ წუთს შეიძლება შემომიტიოს გულმა და სულუნდა ვიმკურნალო.
საშინლად დამღლელი იქნება ესყველაფერი.
საწოლზე ვიწექი როცა ჩემი ოთახის კარებზე კაკუნი გაისმა
- შემოდით
ვაჩე დავინახე აცრემლებული თვალებით.
ნელა შემოვიდა და საწოლზე გვერდით მომიჯდა, თავიდან დუმდა მაგრამ გაბედა ხმის ამოღება
- როგორ ხარ
- ჩიტივით, შენ?
- მეც...
ცოტახანი ისევ დუმდა მაგრამ მალევე დაარღვია სიჩიმე
- რაღაც უნდა გითხრა
- რაიყო ვაჩიკო
- ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით შენი ავად ყოფნის გამო, რადგან საშიშია ახლა შენთვის ესყველაფერი და მეც ვეცდები შენგან შორს ვიყო მელანო
სიტყვებში სევდა შეერი და სწრაფადვდე გავარდა ჩემი ოთახიდან.
იმდროს მირჩევნოდა გულს დაერტყა ვიდრე ჩემი 9 წლის წინ გაჩენილი მეგობარი და არა მარტო მეგობარი! ჩემი ბიჭი დამეკარგა.
ეს წყეული დაავადება!!!
საღამოს დედაჩემა გამომიცხადა ბებოსთან საცხოვრებლად გადავდივართ სახლს ვყიდიო, და ერთკვირაში უკვე სრულიად უცხო გარემოში ამოვყავი თავი.
ამის შემდეგ 6 წელი გავიდა, უკვე სტუდენტი ვარ.
როგორ ჩაიარა იმ წლებმა? მოსაწყენად! საშინლად მოსაწყენად, მხოლოდ იმას ველოდებოდით როდის იქნებოდა ვინმე ჩემი დონორი რომ სიცოცხლე ჩვეულებისამბერ გამეგრძელებინა, მაგრამ ამაოდ.
სხვათაშორის იმის მერე გავმაღლდი და ჩემ სიმახლეს აღარ მივტირი. ყველასგან მესმის ფრაზები ასეთი ლამაზი და მშვენიერი გოგო ასეთი შავტუხა მზეთუნახავი როგორ გაწირა ღმერთმაო,
რაც ცოტათი გამაღიძიანებელია.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე თბილისში, თესეუს უნივერსიტეტში.
მალე პირველი დღე მაქვს და საშინლად ვღელავ, უკვე ორი დღეა ვარჩევ რა ჩავიცვდა რადგან იმიჯი მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. სხვათაშორის თაყვანისმცემლები ბევრი მყავს, ბევრს მოწვონდი სკოლაში და გამოსაშვებზე 6მა კლასელმა დამპატიჟა მეკი არცერთს გავყევი და მარტო მივბლაყუნდი.
უნის პირველი დღის გამოტოვება მომიწია რადგან სასწრაფო ვიზიტი მჭირდებოდა იქმითან.
მეორე დღესკი პატარა კარნავალი იყო, სადაც ნიღბით უნდა მივსულიყავი, ესკი მთლიანად მართმევდა შანსს რომ გამეცნო კურსელები იოლად.
ამდღეს წითელი გრძელი ფეხზე შეხსნილი კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კატის შავი საყვარელი ნიღაბი გაკვიეთე, ტუჩზე წითელი ხასხასა პომადა წავისი, რაც თავდაჯერებას მმატებდა და ისე წავედი კარნავალზე სადაც არავინ მელოდებოდა.
პატარაობაში ძალიან მიყვარდა ცეკვა, მაგრამ ამის შანსი არმქონდა. როგორცკი შევედი ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომარათული მეკი მორცხვად დავჯექი ბართან და კოქტეილის მოწრუპვა დავიწყე.
მოულოდნელად ვიღაც მაღალმა ხელი ნელა გამომიწოდა და დაელოდა საპასუხო ადგომას.
ნელი მელოდია იყო და მის გამოწოდებულ ხელს ნაზად დავადე ჩემი ხელი. წამომაყენა უცნობმა და ცენტრში გამიყვანა, საკმაოდ ფართო მხრების მაღალი ბიჭი იყო.
წელზე ხელი ნაზად მომხვია და თავი მხარზე ჩამომადო,
მოულოდნელად ყურთან ჩუმი ნაცნობი მაგრამ დროისგან საკმაოდ დაბოხებული ხმა ამოვიცანი.
- მომენატრე მელანო.
ნელა დავიხიე მისგან მაგრამ საშუალება არმომცა და ისევ მიმიზიდა მისკენ
- მეცეკვე.... უბრალოდ მეცეკვე მელ... მეცეკვე ის როგორც ადრე..მომეცი უფლება შეგიგრძნო როგორც ადრე..
მისმმა ნათქვამმა მწარე ნოსტალგია მაგრძნობინდა და ნელა მაგრამ შიშით ავხადე ნიღაბი.
გულში საშინელი წვა ვიგრძენი..
მაგრამ არა, არა არა! ეს არიყო დაავადების გამო, ეს იმ ჭრილობის გამო იყო რომელმაც ბავშვობაში საკუთარი თავდაჯერება დამაკარგვინა.
- ვაჩე?
თითქოს გული ყველა არტერიას ერთდორულად მოწყდა და უკვალოდ ჩაიძირაო.
მაშინვე მოვიშორე ჩემი სხეულიდან და გასასვლელისკენ გავიქეცი.
როგორ დამშვენებულა, უკვე დიდი ბიჭია, თავისი შარმი არ დაუკარგავს და არც გამბედაობა რომ იკადრა და გაბედა ჩემთან მოსვლა. ისევ ისეთი სურნელი ქონდა როგორიც წლების წინ დაჰკრავდა,
საშინლად ფართო მხრები და ჩემზე ორითავით მაღალი იყო.
უნის უკან მინდორზე დავჯექი, ხელები მუხელბზე დავიწყე და თავი ცისკენ ავმართე, ვუყურებდი ვარსკვლავებს და ვაანალიზებდი რომ ოდესღაც მეც იქ ვიქნებოდი.
- ვარსკვლავებში კიდევ ეძებ მამაშენს?