Traum

By __Calliope

10.2K 1.3K 1.3K

კრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგ... More

აღწერა
Eins
Zwei
Drei
Vier
Funf
Sechs
Sieben
Acht
Zehn
Elf
Zwolf
Dreizehn
Vierzehn
Fuenfzehn
Sechzehn
Siebzehn
Achtzehn
Neunzehn
Zwanzig
Einundzwanzig
Zweiundzwanzig
Dreiundzwanzig
Vierundzwanzig
Funfundzwanzig
Sechsundzwanzig
Siebenundzwanzig
Achtundzwanzig
Neunundzwanzig
Ende
კომენტარი

Neun

242 42 28
By __Calliope

სიმღერა :

One Way Or Another - Until the Ribbon Breaks

- სად არის? - ჯინი მსახურთუფორსს ეკითხება, მოუთმენლად იყურება გარშემო.

- ბაღში, - პასუხობს მამაკაცი, მიდის და ალფას გასასვლელისკენ უშვებს.

მინჯუ ხელოვნურ ტბასთან სკამზე ზის და სადღაც შორს იყურება. ომეგა ცუდად გამოიყურება, ვილენში ჩამოსვლის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ ჯინი პირველად სხვა რამეს ამჩნევს როცა უახლოვდება. ომეგას კისერზე და მარჯვენა ლოყაზე ნაკაწრები აქვს, კრემისფერი სვიტრის ქვეშ კი, დალურჯებული მაჯები მოუჩანს.

- გუშინ რა მოხდა? - ჯინი მის გვერდით ეშვება, მინჯუ კი მაშინვე სკამის კიდისკენ იწევა, -  რა უთხარი? რა გააკეთე?

- ვალდებული არ ვარ რამე გითხრა, - ისევ წინ იყურება, - არც შენ ხარ ვალდებული რაიმე გააკეთო. რომ ვარსებობ ეგეც საკმარისია მისთვის.

- სიმართლე არ არის, - ხმაში ბრაზი ეპარება ალფას.

ბრაზი წესით ჩხუბის შემდეგ უნდა გამქრალიყო, რომელიც ბობისთან მოკლე ხნიანი დიალოგის შემდეგ მოუვიდა. მაგრამ არ გამქრალა, პირიქით, მკერდში მოიწყო ბუდე, დიდხანს დარჩენა არჩია, იქამდე სანამ ჯინი იცოცხლებს. იმიტომ, რომ ეს ბრაზი საკუთარ თავზე აქვს და მეტზე არაფერზე. დალეწილი ხელები ვერ განდევნის ამას, თავიდან ვერ მოაშორებს.

- მისი მზერით და სიტყვებიდან მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. ალბათ მისი პროვოცირება მოახდინე.

- უბრალოდ ვთქვი, რომ სახლში წასვლა მინდოდა, - უბრუნდება ომეგა, ნაკვთებს დასცქერის, რომელიც ერთი წუთით ნაცნობი ჩანდა.

ჯინი უკან იხედება, გრძნობს სიბრაზის ზვავში როგორ იხრჩობა. მინჯუ ისედაც პატარა იყო, თინეიჯერი ომეგა, მაგრამ ახლა თითქოს გამჭირვალეა - შეეხები და დაიმსხვრევა. ტკივილით მიჭედებული სკამზე ზის, თითებს იწვალებს, ტკივილითვე სავსე უზარმაზარი თვალებით შეჰყურებს. ჯინს ეჩვენება, რომ მსუბუქი ნიავიც საკმარისია იმისთვის, რომ ბიჭი ქვიშასავით გაიფანტოს. ყველა სხვა გრძნობა მყისიერად დუნდება, უკანა პლანზე იწევს, ახლა ალფას მხოლოდ მისი გულში ჩაკვრა და ზრუნვა უნდა, მაგრამ მაშინვე უკან იხევს, თითებს კუმავს, თავს ძლივს იკავებს. აკრძალულია. სჯობს ამაზე არ იფიქროს, გონებას დაბინდვის საშუალება არ მისცეს.

- სიკვდილი გინდა?

- ჰო. არა. ჰო. არ ვიცი, - ჩუმად ამბობს ომეგა და სვიტრის სახელოებს კუჭავს.

- მის პროვოცირებას ნუ ახდენ, ცვალებადი ხასიათი აქვს, შეუძლია კისერი მოგიგრიხოს და ამის გამო არაფრით არ დაისჯება. თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩართე. ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი...

- რისთვის? - აწყვეტინებს მინჯუ, - რისთვის უნდა ვიცოცხლო? აშკარად ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, მისი ხასიათიდან გამომდინარე ბობის ქმრის სტატუსი რომ ვატარო? - ზიზღნარევი ხმით კითხულობს.

- მიზნები, გეგმები, და ოცნებები გაქვს, შენს ეგრედწოდებული ქმარსაც აქვს, ყველას აქვს. ის რისთვისაც გადარჩენა ღირს, დილით გაღვიძება...

- მე არაფერი მაქვს. არ მჭირდება.

- მინჯუ, - ჯინმა ხელისგულში მოიქცია მისი ხელი, მაგრამ მაშინვე ჯიბეში დამალა.

- შეცოდებას არ გთხოვ, საერთოდ არაფერს გთხოვ, იმის გარდა, რომ მოსვლა და მოჩვენებთი სიმპათია შეწყვიტო, ვითომ გადარდებდეს. ჩემს თავში სამუდამოდ იმათ დარჩები ვინც ბოლო კარი მომიჯახუნა. ნუ ცდილობ. ჩემ ხარჯზე სამოთხეში პლიუსს ვერ დაიწერ, - გაბრაზებული პასუხობს ომეგა.

- შენი წყენის და გამწარების მესმის, მაგრამ შენც უნდა გაიგო, რომ ეს ზრდასრულების სამყაროა - აქ ინფანტილიზმის¹ ადგილი არაა.

- ინფანტილიზმი? - ომეგა ფეთქდება, - როდის აქეთ არის საკუთარი გულის და გრძნობების მოსმენა ბავშვური საქციელი და ჩამოუყალიბებლობა? იდიოტი არ ვარ, ვიცი როგორი ოჯახიდან მოვდივარ. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველა ადამიანში იყო რაღაც კარგი, მაგრამ შენ კიმ სოკჯინ, შენ ხარ ის ვინც ეს აზრი დამიმსხვრია. არც ბობი, არც მამაჩემი, არამედ შენ. ახლა კი სიკეთე გამოიჩინე, ამ საათებში მაინც მაცადე მარტო ყოფნა, სანამ ის ნაძირალა სამსახურშია. სუნთქვა მინდა.

- მივდივარ, მაგრამ სანამ წავალ უნდა იცოდე, რომ ტრაუმი დაეცა, - ალფა ფეხზე დგება. მოთმინებით ელოდება მინჯუს, სანამ ინფორმაციას გადაამუშავებს.

- ჩემი ოჯახი... - ომეგა საბოლოოდ ხსნის ტუჩებს.

- ნორმალურად ჩანს მათთან საქმე, - პასუხობს ჯინი, - შენი ძმა ცოცხალია. ნახვამდის. მამაშენი კი იმალება.

- იუნგი, - ომეგა სახეზე ხელებს იფარებს, - ნახვამდის რატომ ამბობ? - სკამიდან დგება ომეგა.

- დიდი ალბათობით გაასამართლებენ ან იქნებ არა, წარმოდგენა არ მაქვს რა სურთ ,,მგლებს" ტრაუმისგან...

- და ხალხი? მოსახლეობა? ბევრი ადამიანი დაიღუპა? - მინჯუ პირადაპირ ვერ შეეკითხება.

- დანებების შემდეგ არავის შეხებიან, უბრალოდ ქალაქში მმართველი ძალა შეიცვალა.

- სახლში მინდა წასვლა, - მინჯუ ხელზე ეჭიდება, - გთხოვ, უნდა წავიდე, ჩემი ოჯახი იქაა.

- ნუ სულელობ, - ჯინი შუბლს იკრავს.

- დარწმუნებული ვარ, რომ შენ და ბობი ომში არ დახმარებიხართ. ასე, რომ მე მაინც დამეხმარე, გთხოვ, გევედრები, - ომეგა თითქმის მუხლებზე ეცემა, მაგრამ ჯინი იჭერს და თავისკენ იზიდავს.

- პროვოცირებას ნუ უკეთებ, ნუ უბიძგებ. ახლა კარგ მდგომარეობაში არ ხარ. თქვენი ქორწინება პარტნიორული ხელშეკრულების ნაწილი იყო, მაგრამ ამიერიდან მამაშენი ჩვენი პარტნიორი აღარ არის და ვილენს ვერაფერს მისცემს. ახლა ნამდვილად არ გვჭირდები. ეს ბობი და მისი ქალაქია.

- არა უშავს, ნუ პირდაპირ თქვი, - მწარედ იღიმება მინჯუ.

- ასე, რომ ფრთხილად იყავი. თუ ტრაუმში დაბრუნდები შესაძლოა შენც გაგასამართლონ და სიკვდილითაც დაგსაჯონ. ბობის იქამდე უნდა მოეჭიდო სადამდეც შეგიძლია. სულელი ნუ იქნები, - დაჟინებით ეუბნება ალფა, მაგრამ მინჯუ არ უსმენს, ფიქრობს, რომ სიკვდილით დასჯაში ცუდი არაფერია - ყველაფერი სჯობს იმ ურჩხულთან გატარებულ ტკივილითა და სასოწარკვეთით სავსე კიდევ ერთ ღამეს. ერთი ნაბიჯით უკან იხევს, სვიტრის სახელოებს თითებამდე იწევს და ეუბნება :

- წადი.

* * *

ჯონებმა საკუთარი მსახურები მოიყვანეს ერემიდან, სადაც  მზარეულიც კი მხოლოდ ოსტატურად კი არ ჭრის ბოსტნეულს და კრეატიულ კერძებს ამზადებს, არამედ დანებსაც იდეალურად ისვრის. ჯი, რომელიც ახლა სახლის ზედამხედველის, ალფა ედის თანაშემწეა, ამტკიცებს, რომ ჯონების ყველა მსახური სამხედრო სამსახურშია გაწრთვნილი, თეჰიონს ამაზე ეცინება, მაგრამ მაინც გაურბის ედს. ომეგა დანარჩენი მსახურების საქციელს აკოპირებს, რომლებსაც ედის წინ სუნთქვისაც კი ეშინიათ. გარისკვად არ ღირს.

ედი გარეგნულად ორმოცისას ჰგავს, მაღალი, მოწესრიგებული, ფართო მხრებიანი მამაკაცია, რომელსაც ფიტნეს კლუბში ტრენერად მუშაობა უფრო შეეფერება ვიდრე სახლის მიხედვა. სახლში ერთადერთია ვინც შენობით მიმართავს ძმებ ჯონებს და თეჰიონიც კი გრძნობს, რომ ედი ძმებისთვის განსაკუთრებულია. ახლა თეჰიონს სახლში დამტარებლის როლი აკისრია, ყველას ეხმარება, ვის რაში სჭირდება გააჩნია და ხანდახან ბაღსაც უვლის. იუნგისთან აღარ უშვებენ. ძმისთვის საჭმელი ედის მიერ შერჩეულ ბიჭს მიაქვს. თეჰიონს ისღა დარჩენია, დღეში მინიმუმ თხუთმეტჯერ  გახედოს ავტოფარეხის კარს, იქნებ რამენაირად ძმის ჩრდილს მაინც მოჰკრას თვალი. გულის სიღრმეში უხარია, ერთი ფირფიტა სუპრესორების მიცემა რომ მოახერხა იუნგისთვის, ჯერ ჯერობით მაინც არ გამოაშკარავდება მისი ნამდვილი სურნელი.

თეჰიონს საკუთარი ოთახი ჩამოართვეს, მეტიც, სასახლის მეორე სართულზე ასვლის უფლებაც არ აქვს, სადაც ჯონები არიან მოწყობილები. იქ წვდომა მხოლოდ ედს და მის მიერ დანიშნულ ორ ომეგას აქვთ, რომლებიც დასუფთავებით არიან დაკავებულნი. ბიჭი ახლა ჯის ოთახში, ბეტასთან ერთად ცხოვრობს. ომეგა ყოველ დილით ექვსზე დგება, როგორც დანარჩენი მსახურები. ჯონები სახლში არასდროს საუზმობენ, მაგრამ ყოველ დილას მაინც სუფრას შლიან და ყველა გაძლიერებული ყურადღების ქვეშაა სანამ ალფები სახლს არ დატოვებენ. თეჰიონი ცხვირსაც არ გამოყოფდა ოთახიდან ან სამზარეულოდან, სანამ ისინი არ წავიდოდნენ, მაგრამ ედი ყველას რაღაცის გაკეთებას აიძულებს, ყველასთვის საქმეს პოულობს და ომეგა ყოველ ჯერზე თავისი იღბლის გამო ჯონ ჰოსოკს ეჩეხება. ალფა კონტაქტს აღარ ამყარებს, მაგრამ ამდენი დღის შემდეგაც კი, როცა ომეგას ეზოში მომხდარზე ახსენდება, მაშინვე ბურგძლავს, ჭარხალივით წითელი ხდება. თეჰიონი სახლის საქმეების კეთებისას ხშირად ამჩნევს მის მზერას, უფრო კონკრეტულად უკანალზე. გულის სიღრმეში ომეგას ძალიან რცხვენია, მაგრამ მალავს და მშვიდად აგრძელებს საქმეს, ჰოსოკის წასვლის შემდეგ კი ამოსუნთქვა შეუძლია.

* * *

იუნგი კიდევ ერთი მტკივნეული სიზმრიდან იღვიძებს და ცდილობს გაიხსენოს რა დღეა. კვირა. ერთი კვირა გავიდა იქიდან რაც ტრაუმი დაეცა, ერთი კვირა იქიდან რაც ყველაფერი დაკარგა. კედელთან ცოცდება, ზედ ეყრდნობა, გატეხილ ნეკნებს ხელს აჭერს. დღეში სამჯერ წყალს და პურს აძლევენ. პირველ დღეს მხოლოდ წყალი დალია, პურის დაღეჭვა ტკივილის გამო შეუძლებელი იყო. ჯონგუკისგან მოყენებული დარტყმების სიმძლავრეზე ერთი საათის შემდეგ გაიაზრა. ყოველი დარტყმის ადგილი ტკივილით დუღდა, რომელიც ყოველი წუთის შემდეგ იმპულსურად იმატებდა და ომეგას მაისურის ღეჭვა უწევდა, იმისთვის, რომ არ ეღრიალა. აუცილებლობის შემთხვევაში, ომეგა გარეთ იმ ორ ალფას გამოჰყავს, რომლებიც ავტოფარეხს იცავენ. გუშინ მიანიშნა, რომ ბანაობა უნდოდა, იქნებ გამხმარი სისხლი მაინც ჩამოერეცხა, მაგრამ ამაზე ხმამაღალი სიცილი ატეხეს და ახლა წყალზეც კი აღარ ფიქრობს.

იუნგი იმედოვნებს, რომ მეორე დილა შვებას მოუტანს, მაგრამ ამაოდ. ,,სიკვდილის რიგში" ილოდება, დღეებს ითვლის. იუნგის სტკივა. ყველა ეს ჭრილობა, ბრაზი, დანაკარგის სიმწარე ტალღებივით ეხეთქებიან ერთმანეთს. ერთ საათში ყველაფერი ის დაკარგა, რაც სინამდვილეში არც კი ჰქონია. ის ყველაფერი რაც დე მინგის უფროს ვაჟს ეკუთვნოდა, ალფას, რომელიც იუნგი არასოდეს ყოფილა. ხშირად ფიქრობდა როდის და როგორ დასრულდებოდა მამის მიერ დადგმული ეს ცირკი, ასეთ სცენარზე არასდროს დათანხმდებოდა. იუნგი დამარცხებულია, მტრის ფეხებთან ნაცემი აგდია, თავის ამბიციებს ახშობს. სიკვდილის არ ეშინია, მზადაა ღირსეულად შეხვდეს, მაგრამ თეჰიონის გამო ეშინია. ეგონა, რომ ძმა უზრუნველყო, რომ ამიერიდან ბედს მარტო შეეგუებოდა მაგრამ ის ისევ ბოროტად ეხუმრა - ისე მოაწყო, რომ სიკვდილი საშიში გახადა. იუნგი ძმას მტრის ბუნაგში მარტოს ვერ დატოვებს. ვერ წავა და თეჰიონს ტანჯვის ნებას ვერ მისცემს. ამიტომ ითმენს, ხმებს და ხმაურს ეგუება, ყოველ გარიჟრაჟზე ჯერ კიდევ ცოცხალი რომაა, ახარებს.

კარი ხმაურით იხსნება და ფარეხში მგელი შედის. იუნგის მაღლა ახედვაც კი არ სჭირდება იმის მისახვედრად თუ ვინაა - სუნით სცნობს. ოთახი მყისიერად ივსება, თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ამავე დროს მოხალული მომწარო ნუშის გამორჩეული სუნით. იუნგიმ ღრმად ჩაისუნთქა, როცა მის ქვეშ იატაკზე იწვა. ომეგა ერთი დროს მოხალული ნუშის გარეშე ვერ ცხოვრობდა, ახლა კი აღარც გაიკარებს.

მისკენ იხედება და რამდენიმე წამით აკვირდება. იუნგის მგელი იმ დღის შემდეგ არ უნახავს, სახეზე ძლივს სცნობს. ალფა შავ კოსტუმსა და თეთრ პერანგშია გამოწყობილი, ლურჯ-შავი თმა აწეული აქვს, რითიც ლამაზი შუბლი ეკვეთება, მისი მზერა ძალას, თავდაჯერებულობას და რაც მთავარია, ზემდგომობას აფრქვევს. ნელა მიემართება ომეგისკენ, მის წინ ჩერდება, მთასავით ეფარება.

- ჩემი სტუმართმოყვარეობა როგორ მოგწონს? - ეკითხება მამაკაცი და ფეხსაცმლის წვერით ზიზღით კრავს იატაკზე მწოლიარე სხეულს ფეხს. ერთი მოძრაობა და ტკივილი ქსელივით იფანტება მთლიან ორგანიზმში. იუნგი ემალის ჩამტვრევამდე აჭერს კბილებს ერთმანეთზე, მაგრამ სახეზე ნაკვთსაც არ იტოკებს, - ცოტა ზედმეტად მამაცი ხარ, - იუნგი ტკივილს მალავს, მაგრამ ჯონგუკი ძალიან ხშირად ჩხუბობდა და ბევრსაც იღებდა, ამიტომ მშვენივრად ესმის რას გრძნობს ახლა, - ასეთი პატარა, სუსტი მაგრამ საკმარისზე მეტი სიმაყე და გამბედაობა გაქვს. მთხოვე, შემეხვეწე, იქნებ ისეთი ურჩხულიც არ ვარ, როგორიც გგონივარ.

- ასე არა? - ცინიზმით კითხულობს იუნგი.

- ჰო ასე, - ჩაიცინა ჯონგუკმა.

- ჩემს სახლში მოხვედი, ჩემი ხალხი მოკალი, ჩემი მიწა დაიპყარი. ყველაფერი წამართვი, მაგრამ ჩემს სიამაყეს ვერ მიიღებ. ორ მეტრზე მიწაში დამარხვის შემდეგაც, დაიმახსოვრე რომ არ დავნებდები, - ომეგა სიტყვებს სახეში აფურთხებს.

- არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისი გატეხვაც შეუძლებელია, - ალფა მის წინ იხრება, - შენც გატყდები. მხოლოდ შენი გვამი, დანაშაულის აღიარების გარეშე - არ მჭირდება.

- შენი გატეხვაც შეიძლება? - წარბს სწევს ომეგა და სუნთქვას იკავებს. ეს სუნი ნერვებზე მოქმედებს, ფილტვებში იჭრება, ტყუილად კი არ აქვს ციანიდს ნუშის სუნი.

- ერთხელ გატეხილს ვეღარ გატეხ.

- შური რის გამო იძიე? მინდა ვიცოდე.

- თვითონ დაფიქრდი, - პასუხობს ალფა, - და ნუ იშიმშილებ, იმის იმედით, რომ მშვიდად და წყნარად მოკვდები ამ სოროში. სამარცხვინო სიკვდილი გელის რებელიონის ხალხის წინაშე. ასე იოლად თავის დაძვრენის უფლებას არ მოგცემ. არც კი იოცნებო.

- სიკვდილის არ მეშინია. არც შენი მეშინია და არც შენი ჯარის, - სიმართლეს ამბობს ომეგა.

- რისი გეშინია? - მზაკვრულად ეკითხება ალფა და მისკენ იშვერს ხელს, რომელიც შუა გზაში იყინება. თვითონ ჯონგუკს არ ესმის რატომ უნდოდა მტრის შუბლიდან ჭუჭყიანი თმის ღერის მოშორება, ლოყაზე მოფერება, თითებქვეშ მისი ხავერდოვანი კანის გრძნობა.

იუნგი ჩუმადაა, მის წინ გაბატონებულ დაუნდობელ სივრცეში იცქირება და ქვედა ტუჩს ღეჭავს.

- შენი სიტყვა შეასრულე? - თემას ცვლის ომეგა და უხერხულ სიჩუმეს არღვევს, - უფრო მეტი არ მოკალი?

- ყოველთვის ვასრულებ, - ჯონგუკი ფეხზე დგება, - საათები ითვალე, მალე მამაშენს მივაგნებ და მინების კლანი საბოლოოდ მიეცემა დავიწყებას, - ალფა კარისკენ მიდის.

- შხაპი, - ეძახის იუნგი და პირველ ბარიერს არღვევს, -  სისხლი უნდა ჩამოვიბანო.

- ვაა, ესეიგი მთხოვ, - ჯონგუკი ზღურბლზე ჩერდება და მისკენ ტრიალდება, - ვფიქრობ შემიძლია ამის შესრულება, - იღიმება ალფა. მაგრამ იუნგი უბრალოდ ღიმილს კი არა, მტაცებლურ ღიმილს ხედავს. კარის დახურვის ხმაზე ცახცახებს და კედელს ეყრდნობა.

საღამოს იუნგი ეზოში გაჰყავთ, კოჭლობით ძლივს მიჰყვება მის წინ მიმავალ ალფას, უკვე სახლისკენ წასვლას აპირებს როცა საყელოში უხეშად ავლებენ ხელს და გაზონზე უბიძგებენ. ომეგა მარცხნივ ტრიალდება საძულველი ხელის მოსაშორებლად, მაგრამ მხარზე მიყენებული ტკივილის გამო ორად იკეცება, რამდენიმე წამის შემდეგ კი ისევ სწორდება. ეზოში აქეთ-იქით იცქირება, თეჰიონს ეძებს, მაგრამ ძმის მაგივრად ტერასაზე, ერთ დროს მის საყვარელ დაწნულ სკამზე მჯდომ ჯონგუკს ხედავს.

- მინდა, რომ ჩემი კეთილშობილება დაგანახოთ, - ხითხითებს ალფა და წინ გამართული სპექტაკლის საყურებლად ემზადება, რომლის შესახებაც იუნგი მომდევნო წამს გაიგებს, როცა ერთ-ერთი ალფა ხეების სარწყავ მილში წყალს მოუშვებს.

- ტანსაცმელი გაიხადე, - ბრძანებს დაცვა.

- ნაბიჭვარო ხალხთან ქცევის წესები არ უსწავლებიათ შენთვის? - ღრმად ისუნთქავს და ხმამაღლა უყვირის ჯონგუკს. ჯანდაბაშიც წასულა ტკივილი, ფაქტია, რომ ყოველი სიტყვის შემდეგ შიგნეულობა უტრიალებს, რომ ფეხებზე ძლივს დგას, ისიც, რომ ზუსტად ახლა მზადაა ბალახზე დაენარცხოს და დიდხანს აღარ ადგეს.

- ხალხთან ქცევის წესებს ნასწავლი გვაქვს, - თვალს უკრავს ალფა, - შენნაირ ნაგვებთან კი არა.

ეზოდან შემოსულ ხმებზე თეჰიონი სახლიდან გადის. იუნგის ამჩნევს, თვალებით უბრძანებს, რომ არ გაინძრეს, ომეგა ჯონგუკის ზურგსუკან იყინება, სიძულვილით უყურებს ჯერ ალფას, შემდეგ კი ძმას.

- თუ ასე არ გინდა - ნუ გინდა, - მხრები აიჩეჩა ჯონმა და ხელის ქნევით დაწყების ბრძანება გასცა.

წყალის ჭვავლი მაშინვე ეხეთქება დაჭრილ ომეგას. იუნგი ისეა დასუსტებული არასრულფასოვანი კვებისგან და ცემისგან, რომ წყლის წნევასაც ვერ უძლებს. უკან იხევს, წონასწორობას ძლივს ინარჩუნებს. გვიან შემოდგომაა, სიცივე ძვლებამდე ატანს, საშინლად კანკალებს. იუნგი მკლავებს მხრებზე იხვევს და მოთმინებით ელოდება ტანჯვის დასრულებას. ჯონგუკი, მისგან განსხვავებით აშკარად ტკბება სანახაობით, სასმელსაც კი ითხოვს.

- შენი ალფა სუსტია, - უბრუნდება ჯონგუკი თეჰიონს, - მე რომ არა ვერც კი გაანალიზები რა ლუზერთან გიწევდა ყოფნა. ტყუილად ცდილობ, მზერით ვერ მომკლავ, - თვალს უკრავს ომეგას.

თეჰიონი მუშტებს კრავს, უკვე ამ თვითკმაყოფილი, კრეტინი ალფის სისხლს ხედავს, გრძნობს როგორ აჭერს თითებს თვალის ბუდეებში, როგორ უსერავს შიგნეულობას.

ჯონგუკი ისევ აქნევს ხელს, წყალი ირთვება, იუნგის ფეხზე დგომა აღარ შეუძლია, ბალახზე ეცემა. თეჰიონი ძმას არ ემორჩილება, ცარიელი სკამიდან საბანს იღებს, ტერასიდან ხტება და მისკენ გარბის.

- ოჰ, ეს სიყვარული, - ენას აწკლაპუნებს ჯონგუკი, მაგრამ ომეგის მოშორების ბრძანებას არ იძლევა, ფეხზე დგება და მანქანას ითხოვს.

იუნგის ისევ ავტოფარეხში მიათრევენ. თეჰიონს მშრალი ტანსაცმელი მიაქვს, აბებზეც არ ავიწყდება. ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ უმცროსი მინი სასწრაფოდ გაჰყავთ ავტოფარეხიდან, ძმასთან ყოფნის უფლებას არ აძლევენ.

საღამოს მცველების ყურადღებას იუნგის ოხვრა იქცევს, იგებენ, რომ ბიჭი სიცხით იწვის. დაცვამ მაშინვე აცნობა ტყვის მდგომარეობა უფროსს, რაზეც ჯონგუკი მოკლედ პასუხობს ,,დაე მოკვდეს".

ალფა მობილურის ეკრანს უყურებს, მცველებს ორი სიტყვა უყვირა და ახლა ნერვიულად დადის საკრებულოს დერეფანში. წამლების ნაკლებობაზე ახსენდება რებელიონში, როგორ გადარიცვალა მამამისი მათი არქონის გამო და ისევ შეხვედრას უბრუნდება. თხუთმეტი წუთის შემდეგ ისევ დერეფანში გადის, სასახლეში რეკავს, იუნგის სახლში შეყვანას და მისთვის სიცხის დამწევი საშუალებების მიცემას ბრძანებს.

თეჰიონი ნაბიჯით არ შორდება თავის ძმას, ღელავს, რომ ასე ცუდადაა, ჯის ეხვეწება, რომ ექიმის მოყვანა ითხოვოს, მაგრამ უშედეგოდ. ღამეს იუნგი ჯერ კიდევ ოხრავს, მსახურების ოთახში წევს, გონს ვერ მოდის, სიცხის დამწევები არ შველის. თეჰიონი საფენებს ადებს, ევედრება რომ გაუძლოს და იბრძოლოს.

ძმები ჯონები სასახლეში დილის ორ საათზე მიდიან, თეჰიონი ამას მსახურების ალიაქოთით გრძნობს, მაგრამ თვითონ ოთახს არ ტოვებს. მაშინაც კი როცა კარი იხსნება და ორივე ალფა შედის ოთახში, არც კი ტრიალდება.

- ცივი შხაპისგან სიცხე მივიღეთ, - კისკისებს ჰოსოკი და კარს ეყრდნობა, - ნაწილებად იშლება.

' ჯოჯოხეთში დაიმდუღრე' ფიქრობს თავისთვის თეჰიონი და საფენს ცვლის.

- სიკვდილით დასჯამდე არ უნდა მოკვდეს, - ამბობს ჯონგუკი. თეჰიონს ბოლო სიტყვაზე აკანკალებს, - ედთან წადი და უთხარი, გაარკვიოს რა უნდა მისცეს, - მიუბრუნდა ჯონი თეჰიონს.

ომეგა უხალისოდ ტოვებს ძმას ალფებთან და გადის.

ჯონგუკი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი საწოლთან მიდის და ჩერდება.

- რა სუსტი ხარ, - ზიზღით იკრავს წარბებს და მის სახესთან იხრება.

აკანკალებულ წარბებს აკვირდება, ფურცელიცივით თეთრ ტუჩებს, მათგან მოწყვეტილ ჩუმ კვნესას უგდებს ყურს და ტრიუმფის წვეთსაც კი ვერ გრძნობს. პირიქით, მხოლოდ ბრაზი აწვება. ჯონგუკმა დღეს რებელიონი გაათავისუფლა, კედლები დაანგრია, ჭეშმარიტი მოქალაქეები დააბრუნა ქალაქში, მაგრამ მკერდში არსებული ხვრელი, რომლითაც მთელი ცხოვრება ცხვობრობდა, თითქოს მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ყველაფრის შემდეგ, ეგონა, რომ ამოივსებოდა, აპოგეას მიაღწევდა, რომ ეს იყო ის, რისთვისაც ცხოვრობდა. ჯონგუკი წესით გამარჯვების ეიფორიას უნდა აგემოვნებდეს, ახლა კი საკუთარ თავს სინდისით აწამებს.

- ჩემს წინააღმდეგ ფარეხში შეთქმულებამ ერთ კვირას გასტანა და  ახლა გაციებით უნდა მოკვდე? - გაბრაზებული ეკითხება ბიჭს და ოფლით დაფარულ შუბლზე ადებს ხელს.

რაც შემდეგ მოხდება, არა მხოლოდ ჰოსოკს, თვითონ ჯონგუკსაც შოკში აგდებს. ალფა თითებს ლოყაზე ასრიალებს, თითოულ სისხლჩაქცევაზე ატარებს, შემდეგ ისევ შუბლს უბრუნდება, იუნგი კი თავს ხელისგულს აფარებს, ლოყას უშვერს, მოფერებას ითხოვს. ჯონგუკი ხელს მოაშორებდა მაგრამ არ უნდა. ლოყაზე ნაზად ეფერება და ბიჭის კომფორტისთვის მის გვერდითაც კი ჯდება. არ ესმის მისი მხეცი გამოღწევას და მის დაყნოსვას რატომ ცდილობს. წამლების, ალკოჰოლის და სუფთა თეთრეულის სუნი ასდის, მაგრამ მაინც უახლოვდება.

- რას აკეთებ? - ვეღარ უძლებს ჰოსოკი.

- მე თვითონ არ ვიცი, - მკვეთრად სწევს ხელს ჯონი და ფეხზე ხტება, თეჰიონს და ბეტას პირველადი სამედიცინო ნაკრების ყუთით საწოლთან მისვლის ნებას აძლევს. ალფა მაშინვე ტოვებს საძინებელს.

- რა იყო, სინდისმა გაიღვიძა? - ჰოსოკი ბარისკენ მიდის.

- ნუ სულელობ, - სკამში იძირება ჯონგუკი, - უბრალოდ ჩემნაირ ადამიანებთან ბრძოლას და ომს ვარ მიჩვეული და ის... - ალფა ჩერდება, - რაღაც თოჯინა ან მაგდაგვარი რამაა.

- მამიკოს ბიჭუნა, რომელიც ისეთ ოჯახში გაიზარდა სადაც ყველაფერი ფეხქვეშ ჰქონდა დაყრილი...

- მამიკოს ბიჭუნა ნამდვილად არ არის, - იღიმება ჯონგუკი, - შენ ჩვენი ბრძოლა არ გინახავს. მასში საკმარისზე მეტი ძალაა, უბრალოდ არ მესმის როგორ იტევს ამ ყველაფერს ასეთი პატარა და მყიფე სხეული. ჩხუბის წინ მეგონა, რომ შევეხებოდი და დაიმტვრეოდა, მაგრამ სხვათა შორის ნეკნები ახლაც მტკივა მისი დარტყმებისგან.

ძმას ჭიქას ართმევს, ფეხებს დაბალ მაგიდაზე აწყობს და საკუთარ ფიქრებში ეშვება. სამწუხაროა. ჯონგუკი უცხოპლანეტელი არაა, ადამიანია, გრძნობები აქვს, ამიტომ თანაუგრძნობს სუსტ ბიჭს, რომელიც ტემპერატურას ებრძვის.

- ედ, - ეძახის უცებ ალფა თავის ასისტენტს და ედიც ერთი წამის შემდეგ იქ ჩნდება, - სამზარეულოში მარწყვის დესერტი ან ჯემი გვაქვს?

- ვერ გავიგე, - დაბნეული უყურებს მამაკაცი ჯონგუკს, - მაგრამ შეფთან შევამოწმებ.

- კონკრეტულად, ეს სუნი ძალიან მაღიზიანებს. და შეფი დესერტს ვისთვის ამზადებს?

- რაზე გაბრაზდი? - ჰოსოკი ძმას უყურებს.

ერთი წუთის შემდეგ ედი ბრუნდება და იტყობინება, რომ მარწყვისას არაფერს ამზადებენ, მეტიც საერთოდ არ აქვთ, რადგან მარწყვის სეზონი უკვე დიდი ხანია გავიდა და თან ზამთარია.

- არ ვიცი რა ჯანდაბაა, მაგრამ ეს სუნი ნერვებს საშინლად მიშლის. მარწყვი არასდროს მომწონდა, - ჯონგუკი და ჰოსოკი შუშის გატეხვის ხმაზე შემობრუნდნენ და თეჰიონი დაინახეს, რომელიც კარებში ცარიელი სინით დგას.

ომეგას ძმისთვის წყალი მიჰქონდა, რათა წამალი დაელია, როცა ჯონგუკის სიტყვებს მოჰკრა ყური.

' შეუძლებელია. მარწყვი იუნგის სურნელია. მაგრამ სუნი არ აქვს, რადგან ჩემს მიცემულ წამლებს სვამს. თან მეც ვიგრძნობდი ამას '  ფიქრობს თეჰიონი.

- ნუ გეშინია პატარავ, ბოროტი ბიძია დილიდანვე ცოტა გაბრაზებულია, - ეუბნება ჰოსოკი და თეჰიონი ნატეხების აგროვების შემდეგ, იუნგისთან გარბის. ომეგა დიდხანს ყნოსავს, მაგრამ წამლის სუნის გარდა ვერაფერს გრძნობს.

* * *

თეჰიონს არასდროს უმუშავია, მაგრამ ეს კვირა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სიტყვა ,,მუშაობაც" კი შესძულებოდა. ედს როგორც ჩანს თეჰიონის მოკვლა აქვს განზრახული, დილის შვიდზე ისევ გაზონზე, ფანჩატურის დასასუფთავებლად გაგზავნა. როგორც ჩანს შიგნით ვიღაცაა. თეჰიონი გონებით ,,საუკეთესო" სურვილებს უგზავნის ედს, მაგიდას აპრიალებდა როცა ვიღაცის გამჭოლი მზერა იგრძნო.  როგორც მოსალოდნელი იყო შეტრიალდა და ჯონ ჰოსოკი დაინახა ფანჩატურის შესასვლელთან. ალფა სიგარეტს უკიდებს, სანთებელას შარვლის ჯიბეში იგდებს და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. თეჰიონს მთელი ყურადღება მაგიდაზე გადააქვს, ჭიქის ინტენსიურ წმენდას აგრძელებს და ფეხებზე მოსრიალე მზერას იგნორირებას უკეთებს.

- საჭმელი მომიმზადონ, აქ საუზმობა მინდა, - აცხადებს უცებ ალფა, სიგარეტს იცლის პირიდან და მაგიდასთან მიდის.

,,როდიდან გადაწყვიტე საუზმობა, ჩემი სისხლის დალევა უფრო გინდა, ვიდრე საუზმობა."

- შენ მომემსახურები.

,,ეჭვიც არ შემპარვია."

თეჰიონი, რომელიც არასოდეს ყოფილა ემოციური კონტროლით ცნობილი, ოხრავს, მშვენივრად იცის, რომ ალფამ მისი უკმაყოფილება შეამჩნია და ნელ-ნელა მიდის სამზარეულოს შესასვლელისკენ. ომეგა სინის ჭურჭლით შევსებას ელოდება, მერე როგორღაც ხელში იჭერს და ისევ უკან ბრუნდება. თეფშებს და დანა ჩანგალს აწყობს ჰოსოკის წინ, შემდეგ ყავაზე მიდის. ჭიქას უდგამს, წასვლას აპირებს, როცა ესმის:

- ესპრესო კი არა, ამერიკანო მინდა.

,,გათახსირებულო, დამპალო, შენი მოახლე ამბობს რომ მარტო ესპრესოს სვამ."

თეჰიონი თვალებს ხუჭავს, უკმაყოფილოდ ფშვინავს, ფინჯანს უკან სინზე იდებს და ისევ მიდის. შვიდი წუთის შემდეგ ჰოსოკს წინ ამერიკანოს უდებს, ისევ წასასვლელად ემზადება და ისევ ესმის:

- ვფიქრობ, დილას რაღაც უფრო მსუბუქით დავიწყებ. კაპუჩინო მომიტანე.

,,მეღადავები! მაგ შენნაირ დამპალ კაპუჩინოში ჩაგიფურთხებ, რადგან შენს კრეტინულად თავხედურ სიფათში მოდება არ შემიძლია!" - დუღდება თეჰიონი, სინსაც კი აბრახუნებს, მაგრამ მაშინვე იყინება, ოფლში იწურება და შიშნარევ ღიმილს ჩუქნის. ჰოსოკი სიცილს ძლივს იკავებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს ადევნებდა სხვის ლამაზ სახეზე გამოსახულ ემოციებს.

- უბრალოდ ძალიან მიყვარს შენი უკანალის ყურება, ასე, რომ კნუტო, კაპუჩინოს სული შეუბერე და ნელა იარე, ხედით ტკბობა მაცადე და მაგ სინს ასე ნუ იქნევ, ფეხზე გხვდება, მუნჯი კი ხარ, მაგრამ კოჭლობასაც რისკავ, - ჰოსოკი მოულოდნელად დგება სკამიდან და თეჰიონი უკან იხევს, თითქმის ეცემა, მაგრამ ალფა წელზე ხვევს ხელს და ფეხზე დადგომაში ეხმარება.

- ახლა შეშინებულად აპირებ თავის მოჩვენებას? კინაღამ სინი ჩამცხე თავში, - ჰოსოკი თავისკენ იზიდავს, - შენი ნამდვილი სახე მაჩვენე, თუ მხოლოდ ინტიმურ გარემოში ირთვება? ძალიან მინდა ვნახო. იმით, რომ ვიმსჯელოთ თუ როგორ კანკალებ ჩემს ხელებში, არც შენ უნდა იყო წინააღმდეგი, - ცერა თითს ნიკაპის გასწვრივ ატარებს, განზრახ აჭერს, უახლოვდება, ცხელ სუნთქვაში ბლანდავს, წვავს.

მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი მათ შორის, კიდევ ერთი მოძრაობა და მათი ტუჩები შეერთდება. თეჰიონს ეჩვენება, რომ გული პირდაპირ საყლაპავში უცემს, შელოცვილივით იცქირება სხვის ყავისფერ თვალებში - არც გაქცევა უნდა და არც დარჩენა.

- ჰოსოკ, - ტერასიდან ისმის ხმა, ომეგა თითქოს სიზმრიდან იღვიძებს, თავჩაქინდრული სახლში შერბის, ალფა კი ლანძღვით მიდის ტერასაზე მდგარ ძმასთან.

- რა ჯანდაბაა?

- როდიდან საუზმობ? - იცინის ჯონგუკი.

- დღეიდან.

- მტრის სუფრიდან ჭამას რომ მოგაცდინე ხომ არ დაიბოღმე? - ჯონგუკი საჭმელზე საერთოდ არ ელაპარაკება.

ჰოსოკი იქუფრება.

- ხომ მიცნობ - ერთი ღამე და ყველაფერი გაივლის, - გაღიზიანებული ამბობს ალფა.

- არა მგონია, რომ შენთან დაწვეს, თავის ალფაზე ძალიანაა ჩაციკლული, - ამბობს ჯონგუკი.

- სანაძლეო გინდა? - ჰოსოკი წარბს ხრის.

- რომ ნებაყოფლობით ჩაგიხტება საწოლში, რადგან სახლი დავაკარგინეთ და მის ალფას მოვკლავთ?

ჰოსოკი თავს აქნევს.

- რატომაც არა? - იღიმება ჯონგუკი და სახლში შედის.

* * *

- რა თქმა უნდა გამოჯანმრთელდები და აქედან წავალთ, - თეჰიონი ძმის საწოლთანაა დაჩოქილი და თმაზე ეფერება, - გაიღვიძე, რაც მთავარია ამ ურჩხულებთან მარტო არ დამტოვო. მხოლოდ შენს გამო ვითმენ, გეგმებს ვაწყობ, გამოსავალს ვეძებ. უბრალოდ მისი ნდობა უნდა მოვიპოვო, - თეჰიონი კარისკენ იხედება და ამოწმებს, ჩაკეტილია თუ არა, - შეიძლება ჭკვიანი და ძლიერია მაგრამ ვუნდივარ. დარწმუნებული ვარ. ვითამაშებ, მის ყურადღებას და ნდობას მოვიპოვებ, შემდეგ კი ძმისკენ ვუბიძგებ და ერთმანეთს ყელს გამოჭრიან, არაფრის გაკეთება არ მოგიწევს. მთავარია დროულად მოხდეს ყველაფერი. ფეხზე მდგომიარე მჭირდები, ისიც მჭირდება, რომ მამაჩვენი დიდხანს ვერ იპოვონ. ამას მოვახერხებთ.

ისინი დაეცემიან და ჩვენ ავდგებით.

¹ინფანტილიზმი - ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე, გონებრივი უმწიფრობა.

~~~~~~~

საკმაოდ არომატული დესერტი აღმოჩნდა ჯონგუკთან☕️

და აი, ისევ, ვიჰოუფი>>>

Continue Reading

You'll Also Like

129K 2.9K 22
Ava has felt pain but nothing like the pain she is feeling now. Losing her daughter, Hope, and her brother, Damon, dying caused her to distance herse...
636K 9.9K 89
A text story set place in the golden trio era! You are the it girl of Slytherin, the glue holding your deranged friend group together, the girl no...
4.2K 143 9
"min yoongi, prince jeongguk." "ah, welcome, yoongi. let's see how long you last." • lower case intended started: june 20, 2019 finished:
224K 20.7K 25
"𝙏𝙤𝙪𝙘𝙝 𝙮𝙤𝙪𝙧𝙨𝙚𝙡𝙛, 𝙜𝙞𝙧𝙡. 𝙄 𝙬𝙖𝙣𝙣𝙖 𝙨𝙚𝙚 𝙞𝙩" Mr Jeon's word lingered on my skin and ignited me. The feeling that comes when yo...