ფოლადის ფრთები

By ElenKuprashvili

1.1K 229 77

წარმოიდგინე უძველესი ისტორიის ფურცლები. ეპოქა დიდი ილუზიებისა და უდიდესი აღმოჩენების, წარმოუდგენელი მიღწევები... More

წინასიტყვაობა
თავი 1 დაბადება
თავი 2 ლომი და ბოკვერები
თავი 3 დიდი საყდრის სამსახური
თავი 4 ანიჰალი
თავი 5 იარას სიმღერა
თავი 6 სიშლეგის ზეიმი
თავი 7 დიდი მთავარსარდლის ვაჟები
თავი 8 უსინათლო ყოვლისმხედველი
თავი 9 ჭის ფსკერი
თავი 10 მოხუცი მკურნალის სანატრელი
თავი 11 ჰარტაგოს ჭეშმარიტი ელფერი
თავი 12 პერისტერის საგანძური
თავი 13 ისინი გლოვობდნენ, გლოვობდა პერისტერიც
თავი 14 ჰარტაგოს მისია
თავი 15 სასახლის ჩრდილი
თავი 16 სიხარბის ვალი
თავი 17 გაუთქმელი წარსული
თავი 19 სასოწარკვეთა და ტკივილის ღიმილი
თავი 20 ქურუმი ქალის საიდუმლო
თავი 21 ჰარტაგოს ბროწეული
თავი 22 უღუზო გემი
თავი 23 დანაპირები მუქარა
თავი 24 ანიჰალის ცეცხლი
თავი 25 პატარა მკურნალის სიზმარი
თავი 26 აქუა ჰელია
თავი 27 ფრთამოკეცილი იმედი
თავი 28 სიჩუმე სასახლის კედლებში
თავი 29 წაქცეული მთავარსარდალი

თავი 18 მთავარსარდლის ქალის დაცემა

33 7 0
By ElenKuprashvili


ჰარტაგომ იცოდა, განა არ იცოდა! რა გულუბრყვილო იყო იმის დაჯერება, რომ მის გამჭოლ მზერას რამე გამორჩებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც პერისტერიმ მის გვერდით გაატარა, ჰარტაგომ ყველაფერი იცოდა იმ ღამეზე, საყდარში და არაფერს ამბობდა. მაგრამ, რას ნიშნავდა ყოველივე ეს? ახალგაზრდა სუფეტეს მოტივი ძნელი გამოსაცნობი არ იყო. ზედმეტი ეჭვებისა და შეკითხვებისაგან ძმას იცავდა და იქნებ, სულ ცოტათი პერისტერისაც. მთავარი შეკითხვა ეს როდი იყო. რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ახლა ამის თქმა? რისი მიღწევა უნდოდა? მისგან რას მოელოდნენ? აწი როგორ უნდა მოქცეულიყო პერისტერი? მხოლოდ ერთ რამეში იყო დარწმუნებული, ჰარტაგომ გრაგნილი მისცა, რომელიც უნდა დაებრუნებინა. მაშასადამე, ისევ ელოდა პერისტერის.

მანამ კი ისევ საყდარში უნდა მისულიყო. მაგრამ მისი ნაბიჯი მტკიცე, სახე კი მშვიდი იყო. პერისტერი მკურნალი იყო და ეს ბევრს ნიშნავდა!

ლამაზი ქურუმი ქალი თითქმის ჯანსაღად გამოიყურებოდა. მისი კანი ცივი ოფლით აღარ იყო დაცვარული და თბილი, თაფლისფერი სხივით ბზინავდა. აღარც ცხელება ჰქონდა. აღარც ძვლები აჩნდა. მისმა სუნთქვამაც სიმშვიდე და სიღრმე დაიბრუნა. მაგრამ სულ ეს იყო. თვალები ისევ დაბინდვოდა, ძირითადად გაბრუებულს ეძინა და ყაყაჩოს ნაყენს ძველებური მონდომებით იღებდა.

- მაშ, არ ნებდები, - გაისმა ნაცნობი ხმა, რომლისგანაც მკურნალ ქალს კანი ეხორკლებოდა.

- იქნებ ჟინიანობა ყოველთვის ცუდი არც არის, - განაგრძო ქურუმმა და იატაკზე მჯდომი მკურნალი დიდი რუდუნებით დაათვალიერა. პერისტერიმ მზერა დახარა, მაგრამ წასვლა არ უცდია.

- გულადი ქალი, თანაც მკურნალი. ისევ და ისევ მაკვირვებ. ვინ იცის, იქნებ ჩემგან პატივისცემისმაგვარ რამესაც კი იმსახურებდე.

ხნიერი კაცი პერისტერის მტაცებლის მოზომილი ნაბიჯით მიუახლოვდა. ნიკაპში თითები წაავლო და თავი წამოუწია. ღრმა ნაოჭებით დაღარული თვალის კუთხეები კიდე უფრო მოეკუჭა, ისე სწავლობდა ახალგაზრდა ქალის სახეს. ზედა ტუჩი გადაუწია კიდეც, რომ კბილები კარგად დაენახა. პერისტერის გულ-მუცელი ზიზღით უთრთოდა, სანამ ხნიერი კაცი ისე ათვალიერებდა, როგორც გასაყიდ ცხოველს.

- რა დაუდევრობაა. რა მფლანგველობა.

თავი გადააქნია ქურუმმა და პატარა ქალის სახეს ხელი შეუშვა. მაგრამ ოთახიდან არ გასულა, სკამზე მოხერხებულად გაიშალა. სანამ მკურნალი ჯერ კიდევ სნეულის წინ იყო ჩამუხლული, ხნიერი მამაკაცი გვარიანად მოკალათდა, ისე, რომ მათთვის თვალი არ მოუცილებია.

- უკვე ისეთივე ჯანმრთელია, როგორიც ჩვენთან მოსვლამდე იყო, მაგრამ შენ მაინც არ ეშვები. რატომ?

- სხეული შეიძლება ჯანმრთელია, მაგრამ მისი გონება ისევ ავადაა. თუ დანარჩენები ყაყაჩოს ნაყენს მხოლოდ სავსე მთვარის რიტუალზე სვამენ, ის ყოველდღე ეწაფება. ეს ძალიან ბევრია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

- შენ გგონია, რომ აქამდე ჩვენ მივიყვანეთ? მე კიდევ ლამის ვიფიქრე, სხვა ქალებს სჯობდი.

მამაკაცი მისი სახისკენ გადაიხარა. რამდენიმეჯერ უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი და ჩაჟამებული კბილები დამცინავ ღიმილში გააელვა.

- არა, პერისტერი. ჩვენ არ ვართ, ვინც ეს ქალი გაანადგურა. ეს თავისი ნახელავია. ნაყენის სმაც მისი არჩევანია. როცა ჩვენ უარი ვუთხარით, ისტერიკები დაიმართა და სასმლის მოპარვა დაიწყო. ჩვენ არ დაგვისნებოვნებია მისი გონება. ჩვენთან უკვე მოწამული გონით მოვიდა.

- მან გააკეთა, რაც ევალებოდა. გულისთქმას არ აჰყოლია. ის მოკლა, ვინც უყვარდა.

- მართალია. მაგრამ ავხორცი ლტოლვა ქალისა ჰქონდა. ქალის! ტანიტის ქალწულმა სხეული ქალის ალერსით დაიბინძურა!

- მან გააკეთა, რაც ევალებოდა.

ხნიერმა კაცმა ტუჩზე იკბინა და ბოროტი ღიმილით გაიკრიჭა.

- ვითომ სხვა არჩევანი ჰქონდა.

საკუთარი ფიქრებით კმაყოფილი ისევ საზურგეს მიესვენა და განაგრძო:

- არ მითხრა, რომ მისი გონების განკურნვას ლამობ, მკურნალო ქალო. უკან ბრუნდები და აგრძელებ მასთან ლაპარაკს. ამასობაში თავს იწამლავს და სძინავს, სანამ შენ ენას იფხან და ლაქლაქებ. მისი განადგურება ჩვენი არჩევანი კი არ არის, მისია. ჩვენი არჩევანი შედეგების ჩვენებაა.

მრავალმნიშვნელოვნად გადახედა მკურნალ ქალს და განაგრძო:

- შეგეძლო, სხვა ბევრის მსგავსად, მის მაგალითზე ჭკუა გესწავლა. მაგრამ შენ ისევ დაბრუნდები, მართალი ვარ?

- მე მკურნალი ვარ.

- იქ, საიდანაც მოსულხარ, შენისთანებს სიკვდილით სჯიან. სწავლული მკურნალი ქალი, - თავი გადააქნია ქურუმმა და ჩაიქირქილა, - დედაშენიც იმიტომ გამოიქცეოდა ნაბიჭვრით მუცელში. შენისთანები ჩემი ქვეყნის კედლებს თავს სამოწყალოდ აფარებენ, საზრდოზე ცვლიან ხელობებს. მერე ვინმე ბერიკაცი შეიფარებთ, როგორც დედაშენს, დაავიწყდებათ მშიერი დღეების გემო და ჰგონიათ, არავის ახსოვს, სინამდვილეში ვინც არიან. ჰმ, მკურნალი. მთელი ცხოვრება მაგ სიტყვებს მიღმა ვერ დაიმალები, პერისტერი.

პატარა ქალს არ გამოჰპარვია, როცა ქურუმი კაცის გონებაში ახალმა, ავბედითმა აზრმა გაიელვა. ქალს გული სულ მთლად მოეწურა, მაგრამ სწორედ ამ დროს ახალი სუფეტეს რიხიანი ხმა გაისმა:

- ტანიტის წყალობა თქვენთან.

- თქვენთანაც, - უპასუხა ქურუმმა და სკამიდან წამოიმართა. თავი თითქმის შეუმჩნევლად დაუკრა. წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა და კმაყოფილმა წარმოთქვა:

- ნუთუ, როგორც იქნა, ძმა დის სანახავად მოვიდა?

- მჯერა, რომ ქურუმებს არ ეშლებათ მის მსახურებზე ზრუნვა. მართალი ვარ? - უპასუხა ჰარტაგომ. მისი გამომეტყველება ქურუმის ანარეკლი იყო და ხნიერმა კაცმაც წამში დაკარგა თავდაჯერებულობა. შესამჩნევად დაიხია უკან და დაფიქრებულმა დახედა გაბრუებულ ტანიტის მსახურს, ჯერ კიდევ რომ ეძინა.

ჰარტაგომ დრო იხელთა, პერისტერის გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ამით პატარა ქალი თავისი სიმშვიდისა და დაცულობის ნათელ ნისლში გაახვია. მერე განაგრძო:

- როგორც მითხრეს, დასავლეთის ფლიგელმა დაცურება დაიწყო, საყდარს მონები და ხელოსნები სჭირდება.

ამჯერად ახალი სუფეტეს სახე ინტერესსა და დაფიქრებულ კონცენტრაციას ასხივებდა.

- ოჰ! დიახ. ნამდვილად, - ქურუმი წამში მოხალისდა, - ნება მიბოძე გიჩვენო, რა ზიანიც დატოვა ზამთარმა.

მამაკაცებმა ოთახი დატოვეს. პერისტერიმ თან მოტანილი ნივთების მოგროვება დაიწყო და საყდრის მსახურს თბილად, თხოვნით აღსავსე ხმით უთხრა:

- შევეცდები ხვალაც მოვიდე. გთხოვ, კვებას ნუ გამოტოვებ.

მკურნალი ქალი ფეხზე წამოდგა და ბოლოჯერ დააკვირდა მძინარე ქურუმს, რომელიც არც კი იძვროდა. პატარა ქალმა ღრმად ამოიხვნეშა და შეტრიალდა. როცა ოთახს ტოვებდა, გადმოუღვრელი ცრემლები ყელში ბურთივით გაეჩხირა, რადგან პატარა, სუსტი ხმა გაისმა:

- ძმაო?

ქურუმმა ქალმა თავი წამოსწია. სევდიანი თვალები მოავლო ოთახს და ისევ ძილს მისცა თავი.


Continue Reading

You'll Also Like

121K 6.4K 20
في ظلِّ عـلاقـتـهـمـا الغير مُـتـزِنـة الّتي فجأة أضحَت على نحوٍ جـيـد هيَ أخـتـفَـت! ... سافرَ لِأسبوعان و عاد مُتلهِفاً لِلُقياها و دفنِها داخِل أ...
His burning desire By charmi

Mystery / Thriller

79.1K 5.1K 34
"he was her dark fairytale,and she was his twisted fantasy" 〜⁠(⁠꒪⁠꒳⁠꒪⁠)⁠〜 This is psychopathic Romance novel which is mix of office rom-com+marriage...
19.2K 2K 37
In a grand mansion where whispers of the past linger in every corner, the third generation of the illustrious Singhania family stands on the brink of...
175K 10.9K 17
مَــاذَا سَــيَحدُث لـكَ إنْ كُنـتَ لا تَـعلم إذ كُـنتَ فـَتى أم فَـتاة؟ . . فَـتاة في الثانية والعشرون ،معزولة عن العَـالم بـآسرهِ، لا تَـع...