აკადემია გარყვნილებისათვის

By always_late__

46.2K 4.7K 416

სახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულე... More

1.პირველი დღე
2.მარტოსულობის უპირატესობები
3.უცნობის დღიური
4. "მეგობარი"
5. პირველი ნაბიჯი
6.სიმართლე
7.მსხვერპლი
8. დამნაშავე
9.სამაგიერო
10.საბოლოო ცეცხლი
11.დასასრულის დასაწყისი
12.ყველაზე საინტერესო ადამიანი
13.საიდუმლო
14. 1 2 3 გადახტი
15.კოშმარების დაბრუნება
16.მოკითხვა წარსულიდან
17.დაუპატიჟებელი სტუმარი
18.გაიქეცი
19.დამთხვევა
20.სიყალბე
21.სტუმარი
22.სიურპრიზი
23.ძველი დრო
24.წინააღმდეგობა
25.იდილია
26.სისხლიანი პასუხი
27.დარჩენილი მსხვერპლები
28.ნაცნობი სახე
29.პასუხები.
30.აღმოჩენა
31.ოჯახის წევრი
32.დაკარგული "მეგობარი"
33.ეჭვი
34.გამოაშკარავება
35.გასროლა
36.გმირი
:)

37.ჩამქრალი ცეცხლი (The End)

1.3K 127 61
By always_late__

***

ორი კვირის შემდეგ რეანიმაციაში გავიღვიძე და ყველაფერი მტკიოდა.ვგრძნობდი თითოეულ ორგანოს ჩემს სხეულში და როცა თავლები გავახილე დავინახე რომ უამრავ რაღაცაზე ვიყავი მიერთებული.გვერდიდან ხმა მომესმა.
-გაიღვიძა!ჰეი,გესმით?მან გაიღვიძა.-ბუნდოვნად დავინახე ადამიანის ფიგურა რომელიც ზევიდან დამყურებდა.მას ცოტა ხანში კიდევ რამდენიმე ფიგურა შეუერთდა.
ხელები თვალებზე მოვისვი რომ დამენახა ვინ იყო ჩემს გარშემო.
-თავს როგორ გრძნობ?-პირველი ნიკი დავინახე რომელიც ხელზე მეხებოდა.
-იმას თუარ ჩავთვლით რომ ყველაფერი მტკივა მაშინ კარგად.
-ნუ გეშინია ტკივილი ბუნებრივია.-სემი შევნიშნე რომელიც ჩემს გვერდით იდგა.-ექიმებმა თქვეს რომ კომაში მყოფ ადამიანებს გაღვიძების შემდეგ ტკივილი აწუხებთ ხოლმე.
-მე რა კომაში ვიყავი?.-დაბნეულმა ვკითხე.
-კი მთელი ორი კვირა.-მიპასუხა კევინმა.
-აბა როგორ გამოიძინე?კოშმარები ხოარ გაწუხებდა?.-კევინის გვერდით ოლივერი შევნიშნე.
-კოშმარებს ნუ მიხსენებ გთხოვ.-მშვიდად ვუთხარი.-მოიცა ისინი სად არიან?რა ბედი ეწიათ?დაიჭირეს?გთხოვთ მითხარით რომ დაიჭირეს!-პანიკამ წამებში ამიტაცა.
-ნუ ღელავ ლისა!.-მამამ ჩემი დამშვიდბა ცადა.-ისინი იქ არიან სადაც ყოფნას იმსახურებენ და დამიჯერე ამჯერად იქიდან ვეღარ გამოაღწევენ.
-ანუ მართლა მორჩა?ახლა მშვიდად ვიცხოვრებ?
-კი ძვირფასო.-მითხრა სემმა.
-ამიერიდან უინტერესო მაგრამ სამაგიეროდ წყნარი ცხოვრება გვექნება.-თქვა ნიკმა.
-ხო ისე შენი ნახვა ვიღაცეებს უნდათ.-თქვა კევინმა.
-ვიღაცეებს?მე თქვენს გარდა არავინ მყავს.-ვუთხარი და კევინმა სრულებით დააიგნორა ჩემი ნათქვამი.კარისკენ წავიდა და შეაღო.პალატაში ხმაურიანად შემოვიდნენ დილანი ალექსი და ნინა.რომლებსაც ხელებში ბუშტები და ყვავილები ეჭირათ.
-როგორ ხარ?.-ერთხმად თქვეს.
-ღმერთო თქვენ აქ რას აკეთებთ?.-გახარებულმა ვკითხე.
-რასქვია რას?.-დაიწყო ნინამ.-ეს ამბავი რომ გავიგეთ როგორ ფიქრობ პანსეონში გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდით?
-თან სკოლის გაცდენის იდეალური მიზეზი იყო.-დასძინა დილანმა და მის სიტყვებზე გამეცინა.
-თქვენ საიდან გაიგეთ?
-ხუმრობ?ეს ყველამ იცის.-თქვა ალექსმა.-კემერონის ოჯახს დაწყევლილ ოჯახსაც კი ეძახიან.წარმოიდგინე რა საშინელებაა სამივე შვილი მკვლელი რომ აღმოჩნდა.
-ანუ იმის თქმა გინდა რომ კემერონზეც ყველაფერი იცით?
-ხო რა თქმა უნდა.როცა ციხეში მიიყვანეს პირველად მე დამირეკა.-თქვა დილანმა.-მთხოვა რომ დედამისთან მივსულიყავი და მისთვის კემერონის დღიურები მიმეცა რაშიც ყველაფერი დაწვრილებით იყო აღწერილი.
-მერე მიუტანე?.-დაინტერესებულმა ვკითხე.
-კი,მან ნორმალურად არც კი ამიხსნა რა ხდებოდა.ალბათ მიხვდა რომ მალე მე თვითონ გავიგებდი ყველაფერს.
-ანუ დღიურებში რა ეწერა არ იცი?
-არა არ წამიკითხავს მაგრამ ალბათ იქ მის გეგმებზე ეწერა.
-და...მის სანახავად იყავი?
-არა!რა თქმა უნდა არა!-კატეგორილად თქვა დილანმა.-არც ერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ მაგ ფსიქოპატის ნახვას.მას ხომ შენი მოკვლა უნდოდა.-თქვა და დანარჩენებმა თავი დაუქნიეს თანხმობის ნიშნად.
-ხო მაგრამ მე წელს გამიცანით მას კი ამდენი ხანია რაც  იცნობთ...
-ეგ გამართლება არაა ლისა.-თქვა ალექსმა.-არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელია იცნობ ვინმეს,ზოგჯერ სწორედ ისინი გაქცევენ ზურგს ყველაზე საჭირო მომენტში.-მის ნათქვამზე სემს გავხედე.-და ზოგჯერ უცხო ადამიანები ხდებიან შენი ერთგულნი.-ნიკს შევხედე რომელიც ყურებამდე მიღიმოდა და მეც უნებლიედ გავუღიმე.
-მართალი ხარ.-ვუთხარი ალექსს.-

ცით ვერ ვიჯერებ რომ შევძელი ამ ყველაფრის გადატანა.
-ძალიან ძლიერი ხარ ლისა.-მითხრა ნინამ.-პირადად მე მაგის ნახევარსაც ვერ გავუძლებდი რაც შენ გადაიტანე.
-კი ნამდვილად ძალიან ძლიერია!-დასძინა ნიკმა და უფრო დიდზე გამიღიმა.
-ბავშვებო მადლობა რომ მოხვედით,მაგრამ შეგიძლიათ ცოტა ხნით მე და მამა მარტო რომ დაგვტოვოთ?
-კი როგორ არა.-გამიღიმა ნინამ.
-თავს გაუფრთხილდი.-დასძინა დილანმა და პალატა დატოვეს.
-აბა თავს როგორ გრძნობ?-დაიწყო სემმა.
-დედამ იცის აქ რომ ვარ?-სრულებით დავაიგნორე მისი ნათქვამი.
-არა საყვარელო, არ მითქვამს მისთვის.
-რატომ?იქნებ ასე მაინც გაჩენოდა ჩემი ნახვის სურვილი...
-ხო მაგრამ კითხვების დასმას დაიწყებდა და როგორ გითხრა რთული ასახნელი იქნებოდა რაც მოხდა..
-რაღაც არამგონია მაგის გამო რომ არ გეთქვა მისთვის.დედას ნახვა არ გინდა ხო?
-ეგ არაფერ შუაშია..
-რაც წახვედი იმის მერე ნახწ საერთოდ?
-არა და ვფიქრობ ეს ორივესთვის კარგი იქნება.მად ახლა ახლი ოჯახი ყავს ლისა და ამას პატივი უნდა ვცეთ.
-ანუ წინააღმდეგი არ ხარ იმის რომ სხვა ტიპზე დაქორწინდა და მისგან შვილს ელოდება?
-არა,და სხვათაშორის ის ტიპი,როგორც შენ მოიხსენიებ საკამაოდ ღირსეულია და ვფიქრობ დედაშენს გააბედნიერებს.
-მოიცა შენ რა მას შეხვედრილხარ?
-არა მაგრამ მისი პირადი საქმე მაქვს წაკითხითული და კარგი ადამიანი ჩანს.
-და რას აპირებ?არასდროს აღარ ნახავ მას?ასე უბრალოდ ვერ ამოშლი მას შენი ცხოვრებიდან.
-შენ ხომ ამოშალე?
-მთლად ეგრეც არ არის.მართალია მასთან ურთიერთობა მიჭირს და ნამდვილად რთული ხასიათი აქვს მაგრამ არმინდა სულ რომ დავკარგო.რაც არუნდა იყოს დედაჩემია.
-მართალი ხარ.-გამიღიმა სემმა და ლოყაზე მომეფერა.-როცა აქედან გაგწერენ მის სანახავად წავიდეთ თუ გინდა.
-მინდა.-გავუღიმე და თავი თითქოს მშვიდად ვიგრძენი.

***

რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გამწერეს და თავსაც მშვენივრად ვგრძნობდი.როგორც სემი დამპირდა დედას სანახავად ვიყავით.ყველაფერი არ მოგვიყოლია მისთვის მაგრამ ავუხსენით თუ რატომ გაქრა ასე უცბად მამა.დედა ჩემდა გასაკვირად ამ ამბავს მშვიდად შეხვდა,ალბათ მისმა ახალმა ოჯახმა მართლა უკეთესობისკენ შეცვალა მისი ცხობრება. ოლივერიც სიხარულით მიიღო და კევინსაც კარგად დახვდა.
-ხო ისე..-სამზარელუოში გამომიყვანა დედამ რომ ცალკე ელაპარაკა ჩემთან.სულ ასე იქცეოდა ხოლმე ადრე,მოიმიზეზებდა თითქოს დახმარება ჭირდებოდა და ამ დროს ლაპარაკში ჩამითრევდა ხოლმე.-ის ბიჭი..ნიკი ხო?-თავი დავუქნიე.-კარგი ბიჭი ჩანს.ნამდვილად კარგი გემოვნება გქონია ლისა.
-რაა?არა, ერთად არ ვართ თუ ეგ იფიქრე.-ვიუარე მაშინვე.
-კარგი რა,ფაქტია რაღაც ხდება თქვენს შორის.მთელი საღამო ისე უყურებდით ერთანეთს მეგონა ნებისმიერ მომენტში დაიწყებდით კოცნას.
-დედა!-ხელი გავკარი.-ჩუმად ტეხავს ვინმემ რომ გაიგოს.
-სიმართლეა და არაფერიც არ ტეხავს.-გამიღიმა,დიდი ხანია მასზე ასეთი ღიმილი არ მენახა.
-დედა...-დავიწყე მაგრამ ვერ დავამთავრე სათქმელი.
-ჰო ლისა.
-რაღაც მინდოდა მეკითხა..
-მკითხე ძვირფასო.
-მამას ისევ ადანაშაულებ? იქნებ ახლა თავს გვაჩვენებ თითქოს ეს არ გაწუხებს სინამდვილეში კი შეიძლება გძულს ის.
-არა,ლისა რას ამბობ.მე მამაშენს ვერასდროს შევიძულებ.-თქვა და მამას გახედა რომელიც მეორე ოთახიდან ნახევრად ჩანდა.-საქმე ისაა რომ მესმის მისი.მესმის რატომაც წავიდა,სხვანაირად ოლივერს ვერ უშველიდა.მართალია შეეძლო სხვანაირადაც მოქცეულიყო,თავიდანვე აეხსნა ყველაფერი ჩემთვის და ალაბათ ახლა ერთადაც ვიქნებოდით.მაგრამ რას ვიზამთ ასე არ მოხდა...სამაგიეროდ ახლა მე ახალი ოჯახი მყავს.-მუცელზე დაიდო ხელი.-და ძალიან ბედნიერი ვარ.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ დაგივიწყებთ.იცოდე რომ ჩემს გულში ორივეს განსაკუთრებული ადგილი გაქვთ და რაც არ უნდა დაგჭირდეს ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნება.-ღიმილით მითხრა და გული თითქოს სითბოთი ამევსო.არვიცი რატომ მაგრამ მისმა სიტყვებმა იმოქმედა ჩემზე და ვიგრძენი ლოყა ცრემლმა როგორ დამისველა.-ლისა,რა გატირებს?-ღიმილით მითხრა და ცრემლი მომწმინდა.-ჩემო პატარა!-თქვა და გადამეხვია.ეს ნამდვილად მჭირდებიდა.მისმა ჩახუტებამ ძველი დრო გამახსენა,როცა უდარდელად ვცხოვრობდით მე სემი და დედა.
-აბა დესერტი მოგავთ თუ არა?!-ოთახში "ბენტლი" შემოვიდა.ალბათ სჯობს ასე აღარ მოვიხსენიო,რადგან მართლა კარგი ადამიანი ჩანს.-ბოდიშით ხელი თუ შეგიშალეთ.-გაჩერდა და ნაბიჯი უკან გადაგდა.-თუ რამია დესერტს სასტუმრო ოთახში დავეოდები.
-არა შემოდი.-უთხრა დედამ და ისიც დედასთან მივიდა.
-იცი მიხარია შენნაირ დამიანს რომ შეხვდა დედა.-ვუთხარი მას და გავუღიმე.
-მეც მიხარია ლისა.-თქვა და დედას აკოცა.მართალია ამ მომენტში გულის რევა ძვლივს შევიკავე მაგრამ მაინც არ დავმანჭულვარ. მართლა ბედნიერები ჩანდნენ და გამოსვლისას კიდევ ერთხელ გავხედე მათ."მათი შვილი ძალიან იღბლიანი იქნება" გავიფიქრე და სასტუმრო ოთახში გავედი.
-აბა რა გამოვტოვე?-ნიკს მივუჯექი გვერდით.
-ისეთი არაფერი, ოლივერის და კევნის ქორწილს ვგემავდით.
-მოიცა რაა?თქვენ რა დაქორწინებას აპირებთ და ეს ახლა გავიგე მე?
-არა ხუმრობს.-თქვა ოლივერმა.
-ჰეი,მეწყინა იცი?.-ოლივერს უთხრა კევინმა.
-ნუ გეშინია დავქორწინებით,ოღონდ ჯერ არა.-გაუღიმა ოლივერმა კევინს.
-ახლა დავმშვიდიდი.-ამოისუნთქა კევინმა და მისი ლამაზი ღიმილი გვაჩუქა.
-რატომ მომატყუე?.-ნიკს გავხედე.
-შენი რიაქცია მაინტერესებდა.-მითხრა მან.
-მერე?როგორი რიაქცია მქონდა?
-სხვათაშორის კარგი,ჩვენ უარესს ველოდებოდით.
-ჩვენ?.-გაკვირბებულმა ვიკითხე.
-ხო დავნიძლავდით რომ არ მოგეწონებოდა ეს ამბავი.-თქვა ოლივერმა.
-ეს მათ თქვეს მე პირიქით ვთქვი რომ გაგიხარდებოდა.-თქვა ნიკმა
-ვითომ რატომ არ უნდა გამხარებოდა?
-იმიტომ რომ ვერ მიტან.-ამაყად თქვა ოლივერმა.
-შენ არა მაგრამ კევინი მიყვარს ძალიან.აი უბრალოდ შეხედე ასეთი ადამიანი როგორ არუნდა შეგიყვარდეს.-ვთქვი და კევინისკენ გავიშვირე ხელები.
-ჰეი უკვე დაკავებულია იმედები უნდა გაგიცრუო.-ეჭვიანად თქვა ოლივერმა.
-ვიცი და სხვათაშორის თუ ეგრე გაინტერესებს ძალიანაც არ მძულხარ.
-მართლა?-გაკვირვევულმა მკითხა ოლივერმა.
-ჰო,ამდენი უბედურების მერე რაღაცას მივხვდი.
-მაინც რას?-გამიღიმა ნიკმა.
-იმას რომ ახლო ადამიანებზე მნიშვნელოვანი არაფერია ამქვეყნად.-ღიმილით ვუპასუხე.ნიკმა ისე გამომხედა თითქოს ამაყობდა ჩემით და მეც ლოყაზე ვაკოცე მას.

რაც ვთქვი სიმართლეა.იცით როცა პანსეონში მოვხვდი პირველად, თავს ძალიან ეულად და მარტოსულად ვგრძნობდი,მიუხედავად იმისა რომ ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი მოძრაობდა. ვფიქრობდი რომ მეგობრები არ მყავდა და ჩემ გაგებას ვერავინ შეძლებდა.მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. იმ დღის მერე დიდი დრო გავიდა და უამრავი რამ გადამხდა,ალბათ მაშინ ვერც კი წამოვიდგენდი ახლა აქ თუ ვიქნებოდი.მაშინ რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა შენი ნახევარ ძმის მკვლელები ცხოვრებას გაგიმწარებენო ნამდვილად გიჟად ჩავთვლიდი.მაგრამ როგორც ჩანს დრო ყველაფრის მკურნალია,რადგან შევძელი ოლისთვის მეპატიებინა ის რაც გააკეთა.შევძელი დამევიწყებინა ნიკის წარსული და ცხოვრება ახლიდან დამეწყო.მე არ ვიცი მასთან ურთიერთობა სად წანიყვანს,შეიძლება სულაც არაფერი გამოგვივიდეს,მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი,რომ მას რაც არ უნდა მოხდეს არ დავკარგავ.ამიერიდან გავუფრთხილდები ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მათ შორის ნიკს,სემს,ოლის,კევინს დედას და მის ოჯახს.ახლა ისინი ჩემი ოჯახის წევრებიც არიან და მათ დაკარგვას აღარ ვაპირებ.რაც შეეხება მეგობრებს,ისინიც გავიჩინე.დილანი,ალექსი და ნინა სულ მკითხულობენ და ერთი დღეც არ გავა ისე რომ არ იკითხონ როგორ ვარ და რას ვაკეთებ.
თითქოს ეს ყველაფერი ცოტათი ირონიულიც კია.პანსეონში მისვლისას არც ოჯახი მყავდა და არც მეგობრები, ერთადერთი რაც გამაჩნდა მშვიდი და უინტერესო ცხოვრება იყო.რაც იქ მოვხვდი ცხოვრებაც საინტერესო გახდა და ახლო ადამიანებიც შევიძინე. მთელი ამ დროის მანძილზე მილიონჯერ მაინც ვინატრე სიკვდილი და მადლობა ღმერთს რომ ახლა ცოცხალი ვარ.ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ვაფასებ ცხოვრებას.
რაც შეეხება სემს,ის ისევ ისეთია როგორც ადრე.ისეთივე მოსიყვარულე და კეთილია.მე ოლივერი და კევინი ჩვენს ძველ სახლში შეგვიფარა და დიდი ოჯახივით ვცხვრობთ.მართალია ზოგჯერ ოლივერის და კევინის აღვირახსნილი ხმები მაწუხებს ხოლმე და ვოცნებობ ოღონდ აქ არ ცხოვრობნენ თქო, მაგრამ ზოგჯერ მე და ნიკიც ვუხდით ხოლმე სამაგიეროს.
იცით,ალბათ არსებობს პალალელური სამყარო,სადაც ეს ყველაფერი არ მომხდარა.სადაც წყნარად და მშვიდად ვცხოვრობ სემთან და დედასთან ერთად.მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით.
სიმართლე რომ გითხრათ არვიცი მომავალში რა მოხდება,მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი რომ ყველაზე ცუდი უკვე გადავიტანე და ამ ამბავზე უარესი ნამდვილად არაფერი მოხდება. იქნებ უკეთესიცაა ეს ყველაფერი რომ გადამხდა, და ვინ იცის იქნებ ერთ დღეს ამ ამბავზე წიგნიც კი დავწერო....

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ბავშვებო!! ასეც ბოლო თავი😭არ მჯერა რომ დავამთავრე და ამ დროის მანძილზე კითხულობდით და ელოდებოდით ხოლმე დაგვაინებულ თავებს:დ
მადლობა მინდა გადაგიხადაოთ რომ კითხულობდით და არ გეზარებოდათ ხოლმე დიდხანს ლოდინი:დდ და კიდევ დიდი მადლობა იმ არაჩვეულებრივი,თბილი და საყვარელი სიტყვებისთვის,რითიც სტიმულს არ მიკარგავდით.

მოკლედ მადლობთ.
აუცილებლად გამაგებინეთ რას ფიქრობთ ამ თავზე და ზოგადად მოთხრობაზე. როგორ ფიქრობთ როგორი იქნება ლისას მომავალი ან სხვა პერსონაჟებზე რა აზრის ხართ?❤
პ.ს.
მინდა რომ კარგ ნოტზე დავამთავრო,და გითხრათ რომ შეიძლება მომავალში გავაგრძელო კიდეც ამ პერსონაჟების ცხოვრება.მაგალითად კემერონის დღიურები გაგიზიაროთ,რომელშიც მის ცხოვრება და მისი და-ძმის გებმები იქნება დეტალურად აღწერილი.ან იქნებ ლისას შვილზე დავწერო ახლი მოთხრობა ვინ იცის:დდ აუცილებლად გამაგებინეთ რას ფიქრობთ!❤❤❤

პ.ს.ს.კიდევ ერთ მისტიურ მოთხრობას ვწერ, და იმედია დაგაინტერესებთ,ძალიან გამიხარდება წაკითხვას თუ გადაწყვეტთ!💕💘

...და როგორც ყოველთვის,ამჯერად კი ბოლოჯერ:
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიი

Continue Reading

You'll Also Like

296K 44.9K 122
Our S.C.I leader Mouse Xiao Bai and Cute Psychologist Cat Zhan Zhao's love story
43.5K 7.2K 44
"කවුරු හරි මගෙන් ඇහෙව්වොත් මන් ඔයාගේ කව්ද කියලා මන් දෙන්න ඕන උත්තරය මොකක්ද ජන්ග්කුක් " "කියන්න ඩෝල් ඔයා තමයි ජන්ග්කුක් ගේ හැමදේයක්ම කියලා "
171K 11.9K 33
က်ိန္စာဆိုးမ်ားႏွင့္ျပည့္ႏွက္ေနေသာ ေၾကာက္မက္ဖြယ္ဝိညာဥ္ဆိုးမ်ားျဖင့္ ဆာေလာင္မြတ္သိပ္ေနေသာ "ျမနန္းစံေတာ္" အတိတ္ဘဝရန္ၿငိဳးေတြႏွင့္.. အမုန္းတရားေတြျပည့္...
455K 7.5K 51
တစ်ယောက်ယောက်-------------ကျေးဇူးပြုပြီးးးးးးးးးး ကယ်ပါ------------------------------------------- ကိုယ့်ရဲ့ လှောင်အိမ်ထဲကနေ မင်းဘယ်တော့မှထွက်ပြေးလို...