Now It's Time For Love | Comp...

By AnnaHS127

60.9K 3.5K 122

PROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik... More

Chapter 1
Chapter 2
chapter 3
chapter 4
chapter 5
chapter 6
chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter-21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter-30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40

Chapter 11

1.5K 89 2
By AnnaHS127

Katelyn's Pov.

მე და ჰარი ბაღში ვიყავით. ყველაფერს მიხსნიდა ყვავილების შესახებ. ვფიქრობ ზედმეტად ჭკვიანია ნებისმიერ საკითხში.

-ვერასდოს წარმოვიდგენდი, რომ ჰარი სტაილსმა ბოტანიკა იცოდა.

-რატომ?

-არვიცი.

მხრები ავიჩეჩე და ისე მივუგე.

-სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებ ჰოპოთეზას ჩემთან მიმართებაში.

-შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

-მხოლოდ თვალის გადავლებით ადამიანის შეფასება სწორი არ არის.

-მართალი ხარ, რეეალურად მეც ეგრე ვფიქრობ. უბრალოდ არვიცი ყველაფრის და მიუხედავად მაინც ასე მეგონა.

გავიცინე და შევხედე.

-არასწორად გეგონა.

მანაც გაიცინა და ერთ ყვავილს დაუწყო ზედმეტი ფოთლების გაცლა.
ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო,  მისი ამ ამპლუაში ხილვა.

'ბოტანიკოსი სტაილსი'
უცნაურია, მაგრამ სახალისო ამავდროულად სასიამოვნო. აღფრთოვანებული ვარ მისი ამ მეგობრული მხარით, მაგრამ მისი ხასიათის 50 ელფერიც მაეჭვებს. როგორ შეუძლია წამში შეიცვალოს ხასიათი.

-ჰარი შენი აზრით რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი?

-ენთუზიაზმით სავსე შეკითხვა იყო.

-არ შემიძლია არ დაგეთანხმო.

-ოღონდ გულწრფელი იყავი.

-გულწრფელი ვარ ქეითლინ,  თვალთმაქცობას ვერ ვიტან. რაც შეეხება შეკითხვას,არვიცი. მაგრამ ის შემიძლია გითხრა რომ რა ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ჩემგან ვერ წახვალ. მე შემიძლია ვიყო შენი მეგობარიც, შეყვარებულიც და მასწავლებელიც. ვერც იმას დაგპირდები რომ არ გაკოცებ და არ შეგეხები. იმიტომ რომ არის რაღაც შენში რაც მაიძულებს მოგეჯაჭვო. ანალოგიურად შენც. პარალელს გავავლებ ფიზიკასთან.მაგნიტური ძალა გაგაჩნია თითქოს. ყველაზე შეუსაბამო მაგალითია ვიცი.
ახლა ვარ კეთილი, არ ვარ ირონიული ამ შემთხვევაში. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ მე შენ არასოდეს გავნებ, არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ არ გინდა. ვერ დამაჯერებ რომ ჩემი შეხება არ გსიამოვნებს. ჩემგან ვერ წახვალ. მე არ დაგავალდებულებ დარჩენას, უბრალოდ ვერ აიტან ჩემს გარეშე ყოფნას. ქეითლინ მაიერიც ვერ აიტანს.

თავდაჯერებულად გამიღიმა.
მე გაშტერებული ვიყავი,
მართლა არვიცოდი რა მეთქვა.

უბრალოდ გამეღიმა და დებილივით დავთანხმებულიყავი თუ გემრიელად გამომელანძღა და უკანმოუხედავად წავსულიყავი.

საშინელი რამ ის იყო, რომ არცერთი ვარიანტის განხორციელება არ შემეძლო.

მეზიზღები ქეითლინ მაიერ, მეზიზღები!

-არანორმალური ხარ. რა გაიძულებს ასე თავდაჯერებით ილაპარაკო ჩემს დამოკიდებულებაზე შენდამი. თავი დიდი ვინმე ნუ გგონია სტაილს, ახლაც შემიძლია წავიდე.

ხელებით ვლაპარაკობდი, შეიძლება ჩაითვალოს რომ ვყვიროდი. ის კი უბრალოდ როგორც ყოველთვის თავდაჯერებულად მიღიმოდა,
მისი ასეთი სიმშვიდე მაცოფებს სრული სიტყვის მნიშვნელობით.

-საერთოდ ადამიანიც არ ხარ, როგორ მეგონა რომ შეგეძლო მეგობრობა. შენი ლოგიკით ეს არის მეგობრობა?

-არაფერი მითქვამს ისეთი რაც შენს აგრესიას გამოიწვევდა.

-სერიოზულად? მეხუმრები?

-შენ უგულვებელყავი ჩემი დამოკიდებულება  შენს მიმართ. გაგიზიარე ჩემი შეხედულებები, ჩემს სახლში მომყავხარ, განახებ იმას რომ შემიძლია ბოტანიკაც, არა მარტო ეს. შენს გამო ვცდილობ ვიყო მეგობრული, ეს მხოლოდ შენთან ხდება,  შენ კი რას აკეთებ!.

-მაინც ვერ გავერკვიე როგორი ადამიანი ხარ.

-არაუშავს, შემეჩვევი და გამიცნობ საბოლოოდ.

სკამზე დაჯდა და გაიღიმა.

-მიდი წადი ქეითლინ.
თავდაჯერებულად გაიღიმა, ის სკამზე იჯდა ძალიან მომხიბვლელად და მამაკაცურად.

მისთვის არაფერს წარმოვდგენ. ტირილი მინდოდა, მაგრამ საკუთარ თავს არ მივეცი ამის უფლება.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა ჰარიმ დახედა და თავისი ეშმაკური ღიმილი კიდევ უფრო გაუფართოვდა.

-წადი ქეითლინ, რაღას უცდი?

-თავდაჯერებული ნაბიჭვარი ხარ, მშვიდობით სტაილს.

შემოვბრუნდი და წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ადგილზე გავშეშდი, როცა გოგონას სახელი გავიგე უცხოსი.

-გისმენ ლაურა, რა თქმა უნდა გავიმეორებთ.

უცებ შემოვტრიალდი, ის კი იცინოდა.

-საღამოს გელოდები ლამაზო.

უთხრა, ამავდროულად კი მე მიყურებდა. შემოტრიალებული ვიყავი უკვე. მან ყურმილი დაკიდა და ფეხზე წამოდგა

-შენ ხომ მიდიოდი ქეითლინ.

თქვა და გაიცინა. გამოიცანით როგორ? დიახ, მართალი ხართ თავდაჯერებულად, ეშმაკურად.

რა უნდა მეთქვა?
საკუთარი თავი მე თვითონ გავყიდე.

ცუდი ამბავი იყო ძალიან. მე ჰარი სტაილსს მივეჯაჭვე. ჰარი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას და მართალი აღმოჩნდა. ამაში ახლა დავრწმუნდი.

-ეჰ ქეითლინ, ქეითლინ რა ჯიუტი ხარ.

-მე უნდა წავიდე.

შემოვბრუნდი, ამ დროს მკლავში ხელი ჩამავლო, მის სხეულს ამაკრა და მოწყურებული დაეწაფა ჩემს ტუჩებს.




ოიოი! 😈
სტაილსის 50 ელფერი, ქეითინის გაურკვევლობა. ქეიყის მიჯაჭვება ჰარისადმი.
შეგახსენებთ რომ ძალიან ბევრი ვიწვალე და ამ თავის უგულვებელყოფას არ გაპატიებთ. 😈❤️
გელოდებით. 😌❤️

Continue Reading

You'll Also Like

62K 3.7K 200
Review မဟုတ်တဲ့ reviewလေးပါ လက်ရှိကြိုက်မိတဲ့စာစဥ်လေးတစ်ခု လီကွမ်ရီ - စစ်ဧကရာဇ် လီကွမ်ရီဆိုတာ ဘဝဟောင်းက Immortal Demon Grotto၏ ဖမ်းဆီးခြင်းကိုခံရပြီ...
222K 32.4K 89
-အစ်ကိုဘာတွေပဲလုပ်လုပ် အစ်ကိုက အစ်ကိုပဲ။ ကျွန်တော့် နှလုံးသားထဲမှာ သဘောအကျရ ဆုံး ဂိုဏ်းတူအစ်ကိုဝမ် ဖြစ်နေတုန်းပဲမို့လေ - Author- Mo Xiao Xian I...
79.3K 7.1K 200
✓✓✓✓ MC က FAကြီး ✓✓✓✓ ဇာတ်လမ်းအကျဉ်း လင်းဖုန်းဟာ အချိန်ခရီးသွားခဲ့ပြီး စနစ်တစ်ခုကို ရရှိခဲ့ပေမယ့် သူ့ရဲ့ဖိအားတွေဟာ တောင်လိုပဲကြီးမားပါတယ်။ "စနစ်...