ბრიუსელიდან დაბრუნებამდე სონდიკმა ჯიმინი ცოტათი დაამშვიდა და უთხრა, რომ სეჰუნი ერთ კვირაში ბაზელში უნდა დაბრუნებულიყო სამუშაოდ. ჯიმინს დარჩა რამდენიმე დღე მოსათმენად. მაგრამ სონდიკმა ის გააფრთხილა, რომ არაფრით არ უნდა თქვას უარი მის ჩვევაზე მეზობელ რეატორანში საუზმობაზე: სეჰუნმა და მისმა მოკავშირემ არ უნდა იეჭვონ, რომ მათი თამაში გამხელილია.
ჯიმინს ყველაზე მეტად აინტერესებდა თავად მიზეზი. მას არ სჯეროდა, რომ სეჰუნი მას უბრალო ინტერესის გამო გაიცნობდა. ალბათ ირენეს უმცროს ძმას მისი და ჯონგუკის ურთიერთობის არევა უნდოდა. სეჰუნმა მინიშნებები მისცა -ალბათ იმედი ქონდა, რომ ჯიმინი მის შეთავაზებაზე დათანხმდებოდა. ბოლოს და ბოლოს, რა იყო ის დიდებული გვარიშვილის თვალში. ფულის გამო სხეულის მიმყიდველი ბიჭი მისი სიძისთვის. ჯონგუკის ეჭვიანი ხასიათის გათვალისწინებით, შეიძლება მისი რეაქცია ღალატზე საშინელი იყოს და მის საყვარელთან ურთიერთობა გაწყვეტილი იქნება.
ჯონგუკი დათანხმდა, რომ ამ ვერსიას აზრი გააჩნდა, მაგრამ მასში ერთი სუსტი ადგილი იყო: რატომ უნდა გაეკეთებინა სეჰუნს ეს თვითონ? მას ამგვარი საქციელით შეეძლო სიძესთან ურთიერთობის გაფუჭება, მათი ოჯახი კი ნაწილობრივ ჯონგუკის ფინანსებზე იყო დამოკიდებული. საპასუხოდ ჯიმინმა რამდენიმე ვერსია შესთავაზა, თუ როგორ შეეძლო სეჰუნს მისი განადგურება, საკუთარი თავის დაზარალების გარეშე. თუმცა ამ ვერსიებს ჯიმინი დიდად არ აწვებოდა. ის თვლიდა, რომ ამ ყველაფრის მიღმა ირენე უნდა მდგარიყო. მასზე ნებისმიერი სახის ვნება, ყველაზე მეტად მას აწობდა.
საბედნიეროდ, როგორც სონდიკი ვარაუდობდა, სეჰუნი გაქრა. ტოკიოში დაბრუნებამდე ბოლო კვირა ძნელად გავდა მათ დაგეგმილ არდადეგებს. როგორც ჩანს ჯონგუკმა მიზნად დაისახა არ დაეტოვებინა ჯიმინი მარტო. თუ ოჯახს არ ნახულობდა, ის იმყოფებოდა ჯიმინთან ან აქეთ თხოვდა მასთან მისულიყო და ყველანაირი გეგმა ჩაეშალა.
ჯონგუკი მის გამუდმებულ კომპანიას თხოულობდა ვაშმებზე, საქმიან შეხვედრებზე და მდივნების მაგივრად ის დაყავდა.
ბოლო დროს მან უფრო მეტად გააცნო ჯიმინს თავისი საქმე და წარუდგენა პარტნიორებს, ასე რომ მათ ვინც მათი ურთიერთობის საქმის კურსში არ იყვნენ, თავისუფლად შეეძლოთ ის ერთ-ერთ ასისტენად მიეღოთ. ჯიმინი არასოდეს გამოთქვამდა აზრს ხმამაღლა,თუ მას არ ეკითხებოდნენ (ეს კი იშვიათად ხდებოდა) მხოლოდ ზოგჯერ შეეძლო დაესახელებინა რიცხვი ან თარიღი, რომელიც ჯიმინს ან მის მოსაუბრეს არ ახსოვდათ. ის არ იყო ჯონგუკის ყველა საქმის კურსში, მაგრამ თუ უწევდა საუბრის თემაზე რამის გაგება, ის ინფორმაციას ფაქტიურად წამში იბეჭდავდა გონებაში.
ჯონგუკი ზოგჯერ ეხუმრებოდა, რომ თუ ჯიმინი სამუშაოს დაკარგავდა, მას შეეძლო ეტიკეტის კონსულტანტი გამხდარიყო. ამ ტემაზე ხუმრობები შეწყდა მაშინ, როდესაც ჯიმინმა უპასუხა, რომ ასეც იზამდა, როდესახ მას და ჯონგუკს ერთმანეთი მობეზრდებოდათ.
სექტემბრის ბოლო დღეებში ჯონგუკი ჩვეულებრივად არ მიუჯდა თავის ქაღალდებს და ჯიმინის გვერდით დაიკავა ადგილი დივანზე.
-მე მინდა შენს სამუშაოზე გელაპარაკო, -თქვა მან.
-მაინც რა გაინტერესებს?
-მე ვთხოვე ვიღაცას , რომ უფროსს გასაუბრებოდა შენს შესახებ.
-რატომ? -ჯიმინი ცოტათი აღელვდა.
-შენით კმაყოფილები არიან და თვლიან, რომ დიდი პოტენციალი გაქვს, თუმცა შეიძლება ჯერ არ იყოს გამოცდილება საკმარისი. ბუნებრივია სანამ შუა დღეს მუშაობ, ვერ მიიღებ სერიოზულ საქმეებს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თავს გაართმევდი სამუშაოს,მაგრამ ვშიშობდი, რომ თავად პროცესის მიმართ გაგჩენოდა სირთულეები. ვშიშობდი, რომ ინტერესს დაკარგავდი დავალებების ერთფეროვნებით, რომ პრობლემა გექნებოდა ვადებთან ან წესების და პროტოკოლის მიყოლებაში.
-პროტოკოლთან პრობლემა? ჯონგუკ, მე ერთი წელი ვიმუშავე კომპანიაში, სადაც...
-დამეთანხმე, -შეაწყვეტინა ჯონგუკმა, -რომ შენ ყველაზე დისციპლინარული თანამშრომელი არ ყოფილხარ.
-მშევნიერია, -ჩაიცინა ჯიმინმა. -უბრალოდ ვერ ვხვდები ეს საუბარი რის გამოა.
-მე მინდა, რომ რამე სხვა აკეთო. უფრო შესაფერისი. ეს იდეა დიდი ხნის წინ დამებადა, მაგრამ აგვისტოში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თავს გაართმევ.
-რას გავართმევ?
-ჩემს ასისტენტად მუშაობას.
-არა, -კატეგორიულად უარყო ჯიმინმა.
-გირჩევ მაინც დაფიქრდე ჩემს შემოთავაზებაზე.
-არა, -ჯიმინი დივანიდან წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გააკეთა კაბინეტში და ჯონგუკისკენ სახით შემოტრიალდა. -ეს უბრალოდ სასაცილოა.
-შენ ჩემი საქმეების ბევრი რამ იცი, ადვილად უღებ ალღოს ახალ რამეებს, სწრაფად მუშაობ, და შესანიშნავი მახსოვრობა გაქვს. მითუმეტეს, დიდი ხანია მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემი საქმეების კურსში იქნებოდა და იძულებული არ გავხდებოდი დამემალა ისინი სხვა მდივნებისგან. შენ შემიძლია გენდო.
-მე იმიტომ არ გეუბნები უარს, რომ არ მინდა დახმარება,პირიქით... ნუთუ ვერ ხვდები თუ როგორ გამოჩნდება ეს გვერდიდან?!
-მე გაცილებით მეტი მიზეზი მექნება შენი შეხვედრებზე წაყვანის.
-ვისი მოტყუება გინდა ამით? მშვენივრად იცი, რასაც იფიქრებენ სხვები: შენ მომეცი ეს თანამდებობა, რომ შეხვედრებს შორის გამჟიმო.
-შესაძლოა თავდაპირველად ასეც იფიქრონ, -მშვიდად თქვა ჯონგუკმა. -მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეხლაც კი ზოგიერთი ჩემს დამხმარედ გთვლის. თუ უფრო მეტ დროს დაუთმობ სამუშაოს და ყოველი შეხვედრისთვის გაემზადები, მალე ყველა ახალ სტატუსს მოგანიჭებს.
-ეგ არაფრითაა წინანდელზე უკეთესი. ჯერ კიდევ ძლივს მოვასწარი შეგუება ყოველ შეხვედრაზე გამოყოლის აუცილებლობაზე, როგორ მოიფიქრე ჩემთვის ახალი დამცირება?
ჯონგუკმა კაბინეტი გადაკვეთა და ჯიმინს მხრებზე მოეხვია, იგრძნო, თუ როგორ იყო მისი სხეული აცახცახებული დაძაბულობის გამო.
-ჯიმინ, გთხოვ მომისმინე, -ჩასჩურჩულა მან ყურში. -ყველაფერი პირიქითაა, მე ამ ყველაფერში სხვა შესაძლებლობებს ვხედავ. შენ შეგიძლია სხვების დამოკიდებულება შეცვალო შენს თავზე.შენ ჭკვიანი ხარ, და ვერ ვხედავ შენს ადგილს რიგით თანამდებობაზე, არამედ ჩემს ნამდვილ დამხმარედ ან პარტნიორად. ჯერ გამოცდილების დაგროვება გჭირდება, შემდეგ კი შენს მმართველობაში რომელიმე ცალკე სფეროს გადმოგცემ,შემდეგ კი შეძლებ გახდე ჩემი ერთ-ერთი მოადგილე. მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო, რომ ყველაფერი ერთად გავაკეთოთ.
-ნუთუ ამის გჯერა?
-ხო, მჯერა, -უბრალოდ უპასუხა ჯონგუკმა, - მე ვხვდები, რომ ასეთ სამუშაოზე ინტელექტი -ყველაფერი არ არის, საჭიროა განსაკუთრებული ხასიათი, გადაწყვეტილების მიღების ქონა, სიმკაცრე, ზოგჯერ სისასტიკეც, მაგრამ მჯერა, რომ შენ ბევრის მიღწევას შეძლებ. მე დაგეხმარები.
-შენ გინდა რომ შენი პარტნიორი და მოადგილე გავხდე... მაგრამ ამას მე არ უნდა მეუბნებოდე, არამედ შენს შვილს.
-მე მას გავითვალისწინებ, საუკეთესო შემთხვევაში ათ წელიწადში. შენ შეგიძლია უკვე ეხლა დამეხმარო, სამ -ოთს წელიწადში კი დამოუკიდებელი მმართველი გახდე.
-შენ ძალიან მაღალი წარმოდგენა გაქვს ჩემზე... მთელი შენი ეს კომპანიები -მთელი სახელმწიფოა, ერთსაც კი ვერ გავართმევ თავს. ეს ჩემთვის არ არის.
-ხო, შენ მართალი ხარ. ეს მძიმე ტვირთია. შენ ყველაზე უკეთესად იცი როგორ მიწევს მუშაობა... გგონია ასეთ ცხოვრებაზე ვვოცნებობდი? გეთანხმები, მე სხვანაირი ხასიათი მაქვს, მეტად ამბიციური ვარ, ვიდრე შენ, და ბავშვობიდანვე მამზადებდნენ ამისთვის, რომ მამაჩემის ადგილს დავიკავებდი, მაგრამ დამიჯერე, ეს ის არ არის, რაზეც ვვოცნებობდი. და მაინც ავიღე საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა, როდესაც დრო დადგა.
-ჯონგუკ, მე მხოლოდ სტუდენტი ვარ, ჯერ კიდევ მინიმუმ ორი წელი მომიწევს მუშაობა. შენ კი მთავაზობ სამყარო შენთან ერთად ვმართო...
-ჯერ მხოლოდ საქმის კურში ჩადგები, გაერკვევი ყველაფერი როგორ მუშაობს, როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
-ამისთვის არ არის საჭირო შენი ასისტენტი ვიყო.
-ხო, ეს შეიძლება რაიმე სხვა თანამდებობა იყოს. შეიძლება საერთოდ მის გარეშეც გამოვიდეს. მაგრამ შენ უნდა გქონდეს ზუსტი ვალდებულება, განრიგი და მომთხოვნი მმართველი. შენ თვითონ საშინლად უწევ ორგანიზებას. თანაც ასისტენტის თანამდებობა ბევრ რამეშია მოსახერხებელი. შენ ეხლა ჩემთვის მუშაობ, მაგრამ დამეთანხმე, კომპანიის პრეზიდენტისთვის უცნაურია შეხვედრებზე თან უმცროსი ანალიტიკოსი წაიყვანოს ინვესტიციურ პროექტებზე. პირადი ასისტენტი -სხვა საქმეა.
-პირადი ასისტენტი მთელი დღის განმავლობაში შენთან ერთად უნდა იყოს, მოგზაურობებში თან გახლდეს, როგორც ამას იუნგი და სხვა მდივნები აკეთებენ.
-ამას შენგან არ მოვითხოვ. შენ ლექციების შემდეგ მოხვალ ოფისში და საღამომდე დარჩები, სანამ მე მოგზაურობაში ვიქნები, შენი იქ ყოფნა არ იქნება საჭირო. შეიძლება ნაკლებად დატვირთული იყო, ვიდრე ეხლა.
ჯიმინმა თავი გააქნია:
-შენი გადმოცემით ყველაფერი ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ ჩემს სურვილს რაიმე აზრი აქვს?
-ჯიმინ, შენს სურვილების მიყოლის ნება რომ მომეცა, ეხლა მაღაზიის გამყიდველი იქნებოდი. შენზე საჭიროა გიბიძგონ მიმართულებისკენ. შენ თუ არ შეგიძლია გონივრული გადაწყვეტილების მიღება საკუთარ ცხოვრებაზე, ამას მე გავაკეთებ. მე გთავაზობ ნაბიჯი გადადგა მწვერვალისკენ.
-შენ მთავაზობ მხოლოდ მდივნის სამუშაოს, -თქვა ჯიმინმა,- ერთ-ერთი მათგანის.
-ნუ ღელავ, შენ არ მოგიწევს ყავის მოტანა.
-ჩემთვის არ არის ყავის მიტანა პრობლემა! მაგრამ არის სხვა ბევრი რამ, რომლებიც მაჩერებენ.
-შეიძლება ჩემი შემოთავაზება შენთვის ძალიან მოულოდნელია, -თქვა ჯონგუკმა. -მე შენ დროს მოგცემ ეს აზრი გაითავისო და დაფიქრდე. შენდეგ ორშაბათს ახალ ადგილზე დაგელოდები.
-ესეიგი იმ ვარიანტს, რომ შეიძლება მე უარი ვთქვა, არ განიხილავ?
-მე დარწმუნებული ვარ, რომ დამთანხმდები, -ჯონგუკმა ისეთი ტონით თქვა, რომ უკვე გადაწყვეტილი ქონდა და შეწინააღმდეგებას არ მიიღებდა.
კვირის განმავლობაში ისინი არაერთხელ დაუბრუნდნენ ამ თემას. ჯიმინმა თავიდანვე იცოდა, რომ დანებდებოდა: ჯონგუკს შეეძლო ძალიან მიმწოლი და დამაჯერებელი ყოფილიყო,თავად კი არაფერზე არ შეეძლო უარი ეთქვა. მისთვის უფრო ადვილი იყო დაეთმო, ვიდრე შეტევაზე გადასულიყო. საბოლოოდ ჯიმინი ახალ სამუშაოს შეუდგა - ხუთი დღის შემდეგ, როგორც თავდაპირველად მოითხოვდა ჯონგუკი.
***
ჯიმინს რამდენიმე კვირა მოუწია ჯონგუკის ოფისში ყოფნა. მან ბევრი რამ გაიგო მის სამსახურზე, და კიდევ უნებურად მის ოჯახურ საქმეებზე. მათ იუნგი უძღვებოდა, მაგრამ სხვა მდივანიც იღებდა მონაწილეობას და ზოგჯერ ერთმანეთში უწევდათ რაღაც საკითხების განხილვა. მათი საუბრებით ჯიმინმა ისეთი ნაწილი გაიგო ჯონგუკის ცხოვრების, რომელზეც ამჯობინებდა არ ეფიქრა. ზოგჯერ მას უნდოდა კაბინეტიდან გასულიყო,რომ არაფერი გაეგო, ზოგჯერ პირიქით, ის იწყებდა საშინელ ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ორივენი ძლიერ ტანჯვას აყენებდა.
მან ეხლა იცოდა, თუ როგორ ღონისძიებებს სტუმრობდა ჯონგუკი ცოლთან ერთად, თუ სად მიემგზავრებან, ირენე რამდენს რიცხავს ქველმოქმედებაში და თუ რომელ რესტორანში ქონდათ დაჯავშნილი მაგიდა. მან იცოდა, რომ ჯიჰიო, ჯონგუკის ხუთი წლის ქალიშვილი ასთმით იყო დაავადებული, რომ ეხლა წყდება, თუ რომელ სკოლა-პანსიონში ისწავლის ორი წლის შემდეგ, ირენეს თხოვნით ახალ ლიმუზინს ყიდულობენ, და კიდევ ათასი სხვა წვრილმანი, რომლებიც ჯონგუკის ცოლს და შვილებს ცოცხლებს ხდიდა, ნათელს და ნამდვილს. ეს კი ჯიმინს უფრო მეტ ენერგიას ართმევდა, ვიდრე სამუშაო.
ჯონგუკმა შეამჩნია, რომ ჯიმინი რაღაც გამოფიტული გახდა და მის ალერსსაც შენელებულად პასუხობდა ლოგინში, თითქოს სურვილის გარეშე. ჯიმინმა თქვა, რომ უბრალოდ იღლებოდა. ნამდვილი მიზეზის გამხელას აზრი არ ქონდა: ერთი წლის წინ დათანხმდა მასთან ერთად ყოფნაზე, ტყუილის მიუხედავად, შვილების და ცოლის, და რატომ უნდა დაბრუნებოდა ისევ ამ თემას?
კიდევ ერთი მოგონება ჯონგუკის მეორე ცხოვრებაზე გახდა მისი ბიძაშვილი ჯონჰო მამის მხრიდან, რომელიც ტოკიოში მუშაობდა. ის საღამოს მოვიდა ჯონგუკის სახლში საქმიანი საკითხების განსახილველად ვახშამზე. ჯიმინი პირველად არ ხვდებოდა მას და უკვე თავისუფლად მონაწილეოდა საუბარში, რის გამოც ჯონგუკის ოდნავ გაოცებული მზერა დაიმსახურა, მაგრამ კმაყოფილებით სავსე.
-თქვენ ცუდად არ ხართ გათვითცნობიერებული იმ სტუდენტისთვის, რომელმაც მხოლოდ ერთი კურსი დაამთავრა, -აღნიშნა საუბრის ბოლოს ჯონჰომ. -შესაძლოა რამდენიმე წელიწადში კოლეგები გავხდეთ.
-ვფიქრობ ასე მარტივი არ იქნება, -უპასუხა ჯიმინმა.
-გააჩნია რომელ თანამდებობაზე. არ ვფიქრობ რომ პრობლემა შეგექმნება ამ სფეროში. თქვენ იცოდით, რომ ჯონგუკის ოჯახი - ერთ-ერთი მხვილი აქციონერია < სვის რეს>? -ის ჯონგუკს მიუბრუნდა. -მგონი შვიდი პროცენტი გაქვს ხო?
-ოთხი, -დააზუსტა ჯონგუკმა.
-ეს მაინც მილიარდებია. ასე რომ ჯიმინ სჯობს იფიქროთ სადაზღვეო კარიერის განხრით.
-მე ჯერ ეგეთ შორ მომავალზე არ ვფიქრობ.
-და ტყუილად, მომავალ კარიერაზე პირველივე კურსიდან უნდა იფიქრო, და უფრო უკეთესი ჩაბარებიდანვე.
-მე ვიგულისხმე ჩემი მომავალი ჯონგუკთან, -დააზუსტა ჯიმინმა და თვალები თეფშზე დახარა.
მაგიდაზე რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ჯონჰომ მაშინვე შეძლო საუბრის სხვა თემაზე გადატანა. ჯიმინი თავს საშინლად იწყევლიდა: თავადაც არ იცოდა როგორ წამოსცდა ეს ფრაზა. სტუმრის წასვლის შემდეგ ჯონგუკისგან მკაცრს შენიშვნას მიიღებდა: ის ვერ იტანდა ამდაგვარ აღნიშვნებს, ამჯერად კი უარესი- ის გარეშე პირის თანდასწრებით გაჟღერდა. ეხლაც კი, რამდენიმე წუთი ფიქრის შემდეგაც ვერ მიხვდა ჯიმინი, თუ რა იგულისხმა ჯონჰომ, როდესაც საუბარი ჯონგუკსის ოჯახზე და მის კარიერაზე ჩამოაგდო. ის ან მართლა ფიქრობდა, რომ ჯიმინი ჯონგუკის დახმარების იმედად იქნებოდა, ან ამ გზით სრულიად საპირისპირო მიანიშნა: არის ძველი საპატივსაცემო ოჯახი და ხართ თქვენ, რომელსაც არანაირი ადგილი არ გაქვთ. ამ აღნიშვნამ ისევ გააცოცხლა ჯიმინის განცდები ჯონგუკის ცოლ-შვილზე და თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა.
ვახშმის შემდეგ ჯონგუკი და ჯონჰო ბიბლიოთეკაში გავიდნენ, ჯიმინი კი ზემოთ თავის ოთახში.
ბიბლიოთეკაში ჯონგუკმა სტუმარს ვისკი დაუსხა, თავისთვის კი კონიაკი.
-შენი მაინც ვერ გამიგია ჯონგუკ, -წარმოსთქვა ჯონჰომ და პირველი ყლუპი მოსვა.
ჯონგუკმა კითხვის ნიშნით შეხედა.
-ის ამად ღირს? მე არასოდეს განმიცდია სურვილი მამაკაცებისადმი, მაგრამ ეხლა სუფთა თეორიულად შემიძლია შენს ადგილზე დავაყენო თავი. ის ნამდვილად კარგია: განათლებული, აღზრდილი და ლამაზი. ამაში ვერ შეგედავები. მაგრამ მე მას ვუყურებ და ვფიქრობ: ის ამად არ ღირს...
-რად არ ღირს ის? -ჯონგუკი მოიღუშა.
-მე ფული არ მიგულისხმია, რომელსაც შენ მასზე ხარჯავ. მე ოჯახზე ვლაპარაკობ. ირენე -იდეალური ცოლია, შენ კი საკუთარ ქორწინებას ამ ბიჭის გამო რისკავ. მის ადგილზე უკვე დიდი ხნის წინ გაგიშვებდი ჯანდაბაში და გაგეყრებოდი, არ ვიცი, ამას რატომ არ აკთებს ჯერ კიდევ.
-ჩვენ არ ვაპირებთ განქორწინებას, მაგრამ ეხლა არ გაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა.
-ღმერთო, არ არის გასაკვირი! -შეჰყვურა ჯონჰომ. -რა იპოვნე მასში? იცი, ის ვის მაგონებს? მოდელს მოდების ჟურნალიდან -ნამდვილად ლამაზები, ისეთები, რომ სუნთქვა შეგეკვრება, მაგრამ მხოლოდ იმისთვის არიან ვარგისები, რომ ერთი-ორჯერ გაჟიმო. სხვა არაფრისთვის. ჩემს ნაცნობებშიც მოიძებნება რამდენიმე იდიოტი, რომლებმაც სცადეს მათთან შეხვედრა: მომხიბვლელი ფასადი, მათ მიღმა კი უგრძნობი თოჯინები.
-მე მას სხვაგვარად აღვიქვამ, -დააზუსტა ჯონგუკმა.
-შენ გეტყობა, მე რამდენჯერმე ვესაუბრე მას. მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ის ლამაზ თოჯინას გავს,რომელიც ვიტრინაში უნდა დადგა და სტუმრებთან იტრაბახო, მაგრამ მასთან ცხოვრება? ღმერთმა დაგიფაროს.. მასში არაფერია ადამიანური, ის ღიმილითაც მაშინ იღიმება, როდესაც ეს უადგილოა.
-ჯონგუკმა ჩუმად ჩაიცინა:
-ხო, ის ძნელად გამოხატავს ემოციებს. უბრალოდ ის... ჩვენ არ შეგვიძლია ის განვსაჯოთ ჩვეულებრივი ადამიანების საზომით,
-ღმერთო ჩემო, ჯონგუკ, რას ლაპარაკობ? ის სხვა პლანეტიდან მოვიდა? -ჯონჰომ თვალები გადაატრიალა.
-ს ძალიან უჩვეულო ოჯახში დაიბადა. ამის შესახებ რაღაც მიზეზის გამო ბევრს ვერ ვილაპარაკებ. ალბათ პირველი ხარ მთელი ამ დროის განმავლობაში. ბუნებრივია ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება. ჯიმინის ოჯახი, უფროსწორედ მამამისი განსხვავებული აზროვნების ადამიანი იყო. ვეჭვობ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ის თითქმის უემოციო იყო და არ უყვარდა, როდესაც სხვა ადამიანები ემოციებს გამოხატავდნენ, ამას ნაკლად თვლიდა.
-ჯონგუკ, არ ფირობ, რომ ჯიმინიც...
-არა, უფრო პირიქით. და უფრო რთული იყო მისთვის. თუ დავუფიქრდებით, მეც მასწავლიდნენ ბავშვობიდან ემოციების კონტროლს, მაგრამ არავინ არ მიჭედავდა თავში, თუ რა უნდა მეგრძნო. ამას არ მიუღია პათოლოგიური ფორმა. და მე არ ვყოფილვარ იზოლირებული საზოგადოებისგან ამ ხარისხით, როგორც ჯიმინის შემთხვევაში მოხდა. მას ორჯერ არ გაუმართლა -ის ძალიან ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა.
-ჩემი აზრით პირიქით -გამართლებაა.
-ეს ყოველთვის რთულია ბავშვისთვის და ასჯერ უარესი, თუ შეშლილი მამა გყავს. მას განათლებას მამამისი აძლევდა. ჯიმინი არ დადიოდა საბავშვო ცენტრებში, არ თამაშობდა სხვა ბავშვებთან, არ დადიოდა სკოლაში. სხვა ადამიანებთან ურთიერთობით ჯერ კიდევ სწავლობს იმას, რასაც ჩვენ მოზარდობის ასაკში ვითავისებდით.
-მომისმინე ჯნგუკ, არ გეჩვენება, რომ ეს მეტისმეტია? გარდა იმისა, რომ ოცი წლის ბიჭთან დაიჭირე საქმე, ასევე არანორმალურია ან გონებრივად ჩამორჩენილი.
-ვაღიარებ, რომ მას თავისი განსაკუთრებულობები აქვს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის გონებრივად ჩამორჩენილი. მან სკოლის გამოსაშვები გამოცდა თერთმეტი წლისამ ჩააბარა. თვრამეტი წლისას უკვე კორეის მმართველობაში შესთავაზეს სამსახური, ოცი წლისას, როდესაც მე გავიცანი, ის მათემატიკურ მოდელებს ქმნიდა, რომლის შექმნაც მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია მრავალწლიანი სტაჟით.
-მთელი ეს უბედური ისტორია გენიოს ბავშვზე... შენ თანაგრძნობა გამოძრაბევს. მაგრამ მას... მას ხომ არ შეუძლია რამის მოცემა... ემოციური, ადამიანური გაგებით: როდესაც შეგიძლია სამსახურის რთული დღის შემდეგ სახლში მოხვიდე და ვინმეს მოუყვე თუ რას გრძნობ, ის კი თანაგიგრძნობს, პოულობს განსაკუთრებულ სიტყვას სწორედ შენთვის.
-მე მესმის რასაც გულისხმობ. მაგრამ ზოგჯერ არ არის საჭირო სიტყვები.
__________
იმედია ძალიან არეული თავი არ გამოვიდა ბევრი შეცდომებით.. ძალიან რთული დღეები მქონდა და ალბათ თავსაც შეემჩნა...