Separate us, death! [ JIKOOK...

By IrEve7

208K 19.5K 12.6K

თუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობ... More

⭐️
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
ეჭვმიტანილი
თავი 53
თავი 54
თავი 55
თავი 56
თავი 57
თავი 58
თავი 59
თავი 60
თავი 61
თავი 62
თავი 63
თავი 64
ბედნიერ შობას გისურვებთ,ბატონო ჯონ
თავი 65
თავი 66
თავი 67
თავი 68
თავი 70
თავი 71
თავი 72
თავი 73
⭐️
ერთი ნაბიჯით წინ
ნაწილი 1

თავი 69

2K 213 268
By IrEve7

ჯიმინი მთელი გზა პორტლენდის აეროპორტიდან იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოეყოლა და აეხსნა ყველაფერი რეიჩელისთვის. სიმართლე რომ ითქვას, მას საერთოდაც არ ჰქონდა სურვილი მასთან ლაპარაკის. რამდენიმე კვირაში მათი ნორმალური ურთიერთობა ქაოსში და უსიამოვნებაში გადაიზარდა... 

ირენემ იმას მიაღწია, რაც უნდოდა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო მიაღწია, რომ მათი კავშირი თავიდანვე არასრულყოფილი და დაზიანებული იყო.

ტაქსს უკვე მიჰყავდა სახლში და ჯიმინმა ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ როგორ დაეყენებინა რეიჩელი ფაქტის წინაშე, რომ მათ გადასვლა მოუწევთ, იქამდე კი დაცვის გარემოცვაში უნდა იცხოვრონ.

სონდიკს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა ფბრ-დან ინფორმაციის მოპოვება და გაგება, თუ საიდან გაიგეს ჯიმინის შესახებ და თუ რატომ თვლიდნენ მას კენეტ გარლანდის მოკავშირედ .

- გარლანდმა თქვენი მისამართი გადასცა, ასე ვთქვათ, თავის მოკავშირეებს და უბრძანა თქვენთვის და თქვენი სახლისთვის ეთვალთვალათ. ფბრ, რა თქმა უნდა, ინტერესდება, თუ რაში დასჭირდით მას. ბოლო კვირები გარლანდი ხვდებოდა, რომ მისი საქმე ცუდად იყო, გაქცევისთვის ემზადებოდა ლათინო ამერიკაში და მიუხედავად ამისა, გამონახა დრო ამ დავალების გასაცემად, ამიტომაც თვლის ბიურო, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს...

-მე მითვალთვალებენ? ამის თქმა გინდათ? -შეაწყვეტინა ჯიმინმა და დაცვის უფროსს შეხედა. მან უკვე  ყოველი დეტალი შეისწავლა სონდიკის სახეზე და ჯიუტად არ აშორებდა თვალს, ოღონდ ჯონგუკისკენ არ შეტრიალებულიყო.

-არა, დაამშვიდა ის სონდიკმა. - მათ ვერაფრის ორგანიზება ვერ მოასწრეს.

-მაგრამ სხვები არიან... შეიძლება სხვები იყვნენ...

-შეიძლება, -დაეთანხმა სონდიკი, -ამიტომაც თქვენს ოჯახს დაცვა დასჭირდება.

ჯიმინმა თვალები დახარა და რეიჩელის რეაქცია წარმოიდგინა: ისინი დაცვის გარეშეც გაყრის პირას იყვნენ.

-რა უნდოდა გარლანდს ჩემგან? მე არც კი ვიცი ვინ არის.

მას ჯონგუკმა უპასუხა:

-გარლანდი მე მეხმარებოდა, როგორც სხვა კონკრეტულ ადამიანებს საჩოთირო საქმეებში. მისი დახმარებით საბუთებს ვაფორმებდით იარაღის გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ასევე ფულის გადაგზავნაზე. მე მასთან მრავალი წელი ვთანამშრომლობდი,მაგრამ მან რაღაც მომენტში დაიწყო თავისი თავის შეუცვლელად ჩათვლა და გახდა საკმაოდ... შემაწუხებელი.

-და თქვენ მიუგზავნეთ მას ფბრ? -ეს პირველი ფრაზა იყო, რომელიც ჯიმინმა ჯონგუკს უთხრა, მაგრამ მის თვალებში შეხედვას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.

-მე არა, სხვებმა, მაგრამ ჩემი თანხმობით. მე პირიქით, ვეხმარებოდი დამალვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობოდით, მას კი გარანტია უნდოდა და ჩემზე ზემოქმედების სადავეები. მე არ ვიცი მას კონკრეტულად რა უნდოდა, როდესაც თვალთვალი დაავალა. ალბათ თავადვე ჰქონდა იმედი თქვენგან ინფორმაციის მიღების, შესაძლოა, უნდოდა მიეყიდეთ სხვა დაინტერესებული სახეებისთვის დაცვვის და მფარველობის სანაცვლოდ. ისე აღმოჩნდა, რომ თქვენი თავი ძალიან ფასეული ინფორმაციითაა გატენილი.

ჯონგუკმა ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს ჯიმინის თავი რაღაც შემთხვევითი და გაურკვეველი გზით ყოფილიყო გატენილი და ამაში თვითონ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჯიმინი არაფერს პასუხობდა და იჯდა, მაგიდის თეთრ ზედაპირს უყურებდა. ეხლა რა იქნება? თუ ჯიმინის ადგილსამყოფელის გაგება გარლანდმა შეძლო, შეიძლება სხვებსაც გაეგოთ...შემდეგ რა? ისევ ახალი სახელი?

-კიდევ ვინ იცის? გარლანდის გარდა...

-რთული გასარკვევია, -ამჯერად სონდიკმა უპასუხა. -ჩემი მონაცემებით -მეტმა არავინ, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გარლანდმა თავისი ყველა არხებით გაამჟღავნა, რომ მას ყველანაირი ინფორმაცია აინტერესებს ჯონ ჯონუკზე. მას იმედი ჰქონდა მოეპოვებინა მეტად ცხადი დამადასტურებელი მისი იარაღით ვაჭრობაში მონაწილეობაზე, რომ შემდეგ დაეშანტაჟებინა. ასეთი გზით ჩაუვარდა ხელში ინფორმაცია ერთი ორგანიზაციიდან... დაცვის სააგენტოს მსგავსი, მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან ძალიან დაკავშირებული. იქ დაქირავებული დაცვა არ მოერიდება რაიმე უკანონობის ჩადენას.

<როგორც თქვენი ხალხი>, -გაიფიქრა ჯიმინმა, მაგრამ არ თქვა.

-ამ ეგრეთ წოდებული სააგენტოდან მას შეატყობინეს, რომ ჯონ ირენემ ორი ადამიანი დაიქირავა. თქვენი ზარის შემდეგ მე ისინი მალევე ვიპოვე. თქვენ რომ მათი წასვლის შემდეგ ეგრევე დაგერეკათ, შესაძლოა აღმომეფხვრა ინფორმაციის წყარო, მაგრამ არა ფაქტი.
ჯიმინმა დაღლილად დახუჭა თვალები. კიდევ როგორი გზით მოუწამლავს ცხოვრებას ირენე? მან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიდა მის ძვირფას ქმართან, სხვა კონტინენტზე წავიდა, იქ მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა წელიწად ნახევარი... კიდევ რა უნდოდა? რა თქმა უნდა, მის სახლში გამოცხადება, მისი ოჯახის დანგრევა და მის კვალზე კორუფციონერის დაყენება, რომელიც ფბრ-ს ემალება.

-ეს ინფორმაცია შეიძლება თვითონ გარლანდმა გადასცეს, -აღნიშნა ჯიმინმა.

-არა, ის უკვე ვერავის ვეღარაფერს გადასცემს, -შეპირდა მას სონდიკი მრავლისმეტყველი ტონით.

ჯიმინმა უნებურად გადახედა ჯონგუკს:

-თქვენ ხომ თქვით, რომ გაქცევაში დაეხმარეთ. ლათინო ამერიკა - თუ სწორად მახსოვს?

-ის თვითმფრინავში ჩაჯდა, რომელსაც ლათინო ამერიკაში უნდა წაეყვანა. - შეუსწორა ჯონგუკმა. -ბუნებრივია მე არ ვაპირებდი იმ ადამიანის გადაცემას გამძვინვარებული დიქტატორის ხელში, რომელმაც ჩემზე ძალიან ბევრი რამ იცოდა.

მათი საუბარი კიდევ დაახლოვებით ათი წუთი გაგრძელდა, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ჯიმინის ოჯახს დაცვის ქვეშ უნდა ეცხოვრა. ჯიმინის აზრი დიდად არავის აინტერესებდა - და რისი გაპროტესტება შეეძლო, ბოლოს და ბოლოს? მას არჩევანი არ ჰქონდა: ისევ უწევდა ჯონგუკის მფარველობის ქვეშ დაბრუნება, და სადღაც გონებაში აზრმა გაუელვა, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია. მაგრამ რატომ? ნუთუ ჯონგუკი თვლიდა, რომ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ის დაუბრუნდებოდა?

არა, ჯონგუკი არ იფიქრებდა სერიოზულად იმას, რომ მისი ყოფილი საყვარელი, რომელიც მან ბოლო შეხვედრისას გააუპატიურა, ცოლს და შვილს მიატოვებდა და მის მკლავებში ჩავარდებოდა... ჯიმინი იმ აზრისკენ გადაიხარა, რომ ეს ყველაფერი მართლა თავისით მოხდა.ის ისევ გაეხვა უსიამოვნებაში. და ისევ ჯონგუკის გამო...

შემდეგ მათი საუბარი იქით წავიდა, თუ რა გაეკეთებინათ ფბრ-სთან. სწორედ ამ ეტაპზე ჩაერთო იქ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. ჯიმინი ბოლომდე ვერ ხვდებოდა, თუ ვინ იყო ის. ნათელია, რომ ის კარგად იყო გათვითცნობიერებული ამერიკის კანონმდებლობაში, ფბრ-ს და პოლიციის გამოძიების სპეციფიკაში. მას მცირედ დეტალებამდე აინტერესებდა ის, თუ რომელი კითხვები დაუსვეს აგენტებმა, ჯიმინიც მექანიკურად პასუხობდა.

ეხლა უკვე იცოდა,თუ რატომ გამოეცხადნენ აგენტები და როგორ იყო დაკავშირებული გარლანდთან...სიახლეები ცუდი იყო, მაგრამ მაინც ტოვებდა იმედს. შეხვედრაზე დათანხმებული ჯიმინი ასი პროცენტით არ იყო დარწმუნებული, რომ იქიდან ცოცხალი დაბრუნდებოდა. ის მშვენივრად ხვდებოდა, რომ მისი სიკვდილი ჯონგუკის ბევრ პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ ფაქტიურად არანაირი გზა არ ჰქონდა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის. ეხლა კი ჯიმინი ხედავდა, რომ მისი სიკვდილი ან გაქრობა პრობლემას არ მოაგვარებდა. უფრო პირიქით, აგენტებს აიძულებდა გაორმაგებული ძალებით დაეწყოთ სიმართლის დამტკიცება. ადრე თუ გვიან გაირკვეოდა, რომ ლი ჯიმინი - ყოფილი მდივანი, სანდო პირი და საყვარელი იყო ჯონ ჯონგუკის... მისი მკვლელობა კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ჯონს რაღაც დასამალი ჰქონდა.სწორედ ეს აძლევდა იმედს: ჯონგუკი იძულებული იყო პრობლემა სხვა გზით გადაეჭრა. ის მას გადაარჩენს, რომ საკუთარი თავი გადაირჩინოს.

ჯიმინი თავისთვის ფიქრობდა და ცდილობდა გამოეცნო, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, -გასცემდა ჯონგუკი ასეთ ბრძანებას? აზრები ამის გარშემო ტრიალებდნენ.

ჯონგუკი მაგიდის მეორე ბოლოდან ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ სძალავდნენ ყოველ სიტყვას ჯიმინს, ის კი რობოტივით პასუხობდა. საბოლოოდ ვეღარ შეიკავა თავი და გააწყვეტინა მათ:

-შეიძლება უკეთესი იყოს ხვალ ილაპარაკოთ, -ის ჯიმინის მოსაუბრისკენ შეტრიალდა. -შეიძლება ეს რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ბატონი ლი საკმაოდ გამჭრიახი გონების ახალგაზრდაა.შესაძლოა ზოგიერთმა პირადმა პრობლემამ გავლენა იქონიოს...

ბოლო ფრაზა ისე დაამატა, თითქოს ბოდიშს იხდიდა ბატონი ლის გამო. ჯიმინისთვის უცნაურად სულერთი იყო. ჯონგუკის სიტყვებიდან მხოლოდ ერთი რამ გაიგო: საუბარი ხვალამდე გადაიდო, დღეისთვის კი ყველაფერი მორჩენილია.

მას ერთი სული ჰქონდა აქედან წასულიყო, მარტო დარჩენილიყო, სული მოეთქვა... მას თქმაც კი არ შეეძლო, თუ რა გრძნობას განიცდიდა, როდესაც რამდენიმე თვის მერე ნახა ჯონგუკი. მისთვის რთული და უხერხული იყო. და ასევე საკუთარი წარსულის გამო სირცხვილი.

-ხო, ხვალ თავისუფალი ვარ დღის მთელი პირველი ნახევარი, -დაეთანხმა ის ჯონგუჯკის შემოთავაზებას და ფეხზე წამოდგა.იგივე გააკეთეს სონდიკმა და უსახელო ადამიანმა.

-შეგიძლიათ შეყოვნდეთ მოკლე საუბრისთვის? - უკნიდან ჯონგუკის ხმა გაისმა.

არავის წამითაც არ შეპარვიათ ეჭვი, თუ ვისკენ იყო მიმართული ეს რეპლიკა. ჯიმინი შეჩერდა და წარმოსთქვა, ჯონგუკისთვის არც კი შეუხედავს:

-არა. ეს ზედმეტია.

-ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, -ჯონგუკმა ეს ყოველნაირი მინიშნებების გარეშე წარმოსთქვა. მან უბრალოდ ფაქტი დაასახელა.

-არა, -ისევ უპასუხა ჯიმინმა.


როდესაც ჯიმინი სახლში შევიდა, რეიჩელი ტელეფონზე ლაპარაკობდა. ინტონაციის და საუბრის თემის მიხედვით დონასთან (როდესაც დილანს მშვიდად ეძინა). ჩვეულებრივ ასეთ მომენტებში რეიჩელი ნაჩქარევად ასრულებდა საუბარს. ამჯერად მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი ქმარს, რომელიც ორი დღე არ უნახავს, და დაიწყო იმაზე მოყოლა, თუ რამდენი ტანსაცმელი დაუპატარავდა დილანს ბოლო თვის განმავლობაში.

ჯიმინმა ნივთები კაბინეტში დატოვა, სადაც ეხლა ფაქტიურად ჭამდა, გამოიცვალა და სამზარეულოში გავიდა. იქ მან ჩაიდანი ჩართო და სენდვიჩის მომზადება დაიწყო. რეიჩელი რამდენიმე წუთში შემოვიდა სასტუმრო ოთახიდან.

-როგორ იმგზავრე? -იკითხა მან. -ყველაფრის გაკეთება მოასწარი, რასაც გეგმავდი?

ჯიმინმა წინასწარ გააფრთხილა, რომ ნიუ-იორკში ორი დღით შეყოვნდებოდა. 

-ხო, ყველაფერი მოვასწარი, -უპასუხა ჯიმინმა და შეუჭმელი სენდვიჩი თეფშზე გადადო. - უნდა ვილაპარაკოთ. ერთი მნიშვნელოვანი საქმეა. ეს ფბრ-ს ეხება.

რეიჩელმა აღელვებულად შეხედა მას. ჯიმინმა გააგრძელა:

-მე გავარკვიე, თუ რატომ მოვიდნენ ჩემთან. და ეხლა...

-და რატომ? -შეაწყვეტინა რეიჩელმა, კითხვა მიმწოლი და უხეში ტონით დასვა.

-არ შემიძლია გითხრა. ეს მეც კი არ მეხება. არამედ სხვა ადამიანებს... და ჩემს ძველ სამუშაოს.

-სამუშაობს იმ შენი ჯონგუკისგან?

-ხო, მისგან, -მშვიდად უპასუხა ჯიმინმა, არანაირად არ მიაქცია ყურადღება რეიჩელის გამომწვევ ხმას. -ეხლა მოგვიწევს რაღაც პერიოდი დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყოთ. არამგონია რეალური საფრთხე გვემუქრებოდეს. ეს უბრალოდ თავის დასაზღვევად.

რეიჩელმა მას ოდნავ გაკვირვებული და შეშინებული მზერით შეხედა.

-სერიოზულად? -წარმოსთქვა მან. - ამას სერიოზულად ამბობ? შენ ჩვენ ჩაგვითრიე -მე და დილანი -რაღაც დანაშაულებრივ საქმეებში? შენ...

-რეიჩელ, მე არავინ არსად არ ჩამითრევია. ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული...

-ის არ კმაროდა, რომ შენი საყვარლების ცოლები ჩვენს სახლში მოდიან, ეხლა კიდევ ეს! რას ნიშნავს -დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება? რას ნიშნავს -გადავიდეთ? სად?

-შენ ხომ გინდოდა აქედან წასვლა, გამუდმებით ამას ამბობდი...

-მაგრამ ასე არა! ჩვენ რა, ეხლა დამალვას დავიწყებთ? მიმალვას? და ეს დაცვა?! ვინ დაგვიცავს? ფბრ?

-რა თქმა უნდა, არა. დაცვა ჯონგუკის ხალხი იქნება.

-შენი საყვარლის?

-რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ხალხია?

-ჩემთვის აქვს. შენ თქვი, რომ მასთან გაწყვიტე...

-ასეც არის, მაგრამ მსგავს სიტუაციაში არ ირჩევენ.

-ეს მას შეხვდი ნიუ-იორკში? -იკითხა რეიჩელმა შემაშინებლად მშვიდი ტონით.

-მასაც ასევე, -ჯიმინს შეეძლო მოტყუება, მაგრამ ამჯობინა სიმართლის თქმა.

-ამიტომაც დარჩი იქ ღამის გასათევად? -იკითხა მან თითქმის რიტორიკულად. ეს კითხვაც კი არ იყო, არამედ დაზუსტება.

ჯიმინმა დაღლილად და იმედგაცრუებულად შეხედა მას. ის არ იყო აღშფოთებული ან განაწყენებული კითხვით.

რეიჩელი ხვდებოდა, რომ მას ვერც აღაშფოთებდა რამით. მისთვის სულერთი იყო, თუ რას ფიქრობდა ან ამბობდა ის. ისინი ხომ ასე იყვნენ თავიდანვე შეთანხმებულები... არანაირი ურთიერთობა, არანაირი ვალდებულება, უბრალოდ სექსი.

-რეიჩელ, შენ მართლა ფიქრობ, რომ მე შემეძლო მასთან ღამე გამეტარებინა? -ამ კითხვაში არ იყო სიბრაზე, უბრალოდ ცნობისმოყვარეობა, თითქოს ცოლის დასკვნა მას სულაც არ ეხებოდა.

-ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ცხოვრების გაგრძელება. მე წავალ, -თქვა რეიჩელმა.

-არ გინდა. დარჩით შენ და დილანი აქ. ახალ ადგილას უფრო გაგიჭირდებათ მორგება. მე ჯერ სასტუმროში ვიცხოვრებ.

-ყველაფერზე წინასწარ იფიქრე, -ნიშნისმოგებით დაახეთქა რეიჩელმა. - მე მართლა ვცდილობდი. ვცდილობდი, ჯიმინ. მე არ ვამტვრევდი ჭურჭელს და არ გავიქეცი ბარგის ჩასალაგებლად. მე მინდოდა, რომ ყველაფერი მოგვარებულიყო. მართლა...

-ვიცი. მადლობა ამისთვის, -თქვა ჯიმინმა და სკამიდან წამოდგა. - მაპატიე.

მან თავი დაუქნია. მაგრამ ჯიმინმა იცოდა, რომ ის არასოდეს აპატიებდა. ერთ-ერთი რამ, რასაც ადამიანები ყველაზე ცუდად პატიობენ - გულგრილობაა. სიძულვილის პატიება უფრო მარტივია, ვიდრე გულგრილობის. ის დამამცირებელია.

რეიჩელი ჩუმად შეტრიალდა კარებთან და წარმოსთქვა:

-მე ხვალ მივალ იურისტთან გაყრის თაობაზე. ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება.

-მეც ვფიქრობ, რომ ჩვენ მშვიდობიანად მოვილაპარაკებთ დილანის თაობაზე.

რეიჩელმა გაოცებით შეხედა მას, თითქოს იაზრებდა, სწორად გაიგო თუ არა.

-მე არ ვაპირებ მოვითხოვო, რომ მან პერიოდულად ხან ერთ და ხანაც მეორე მშობელთან იცხოვროს ან რაიმე მსგავსი, -თქვა ჯიმინმა. -მაგრამ მე მინდა მის აღზრდაში მონაწილეობა მივიღო.

-მის აღზრდაში? -დამცინავად შეეკითხა რეიჩელმი. -ო,შენ კარგად შეძლებ მის აღზრდას და ბევრი რამის სწავლას!

-რეიჩელ, გთხოვ, არ დაიწყო ისევ...

-შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორ მოუყვები მას შენი ცხოვრების შესახებ, -ბოროტული ირონიით თქვა მან. -თან ასწავლი, თუ როგორ აიძულო ცოლიან კაცს სახლის და მანქანის ყიდვა და სწავლისთვის ფულის გადახდა...

-შენ თვითონაც ვერ ხვდები, თუ რას ამბობ...

-... სამაგიეროდ საჭირო არ არის კოლეჯისთვის ფულის გადანახვა - თავადვე გამოიმუშავებს.

ჯიმინი მას ცივი გამოხედვით უყურებდა.

-მოდი ზრდასრული ადამიანებივით მოვიქცეთ და შეურაწყოფების გარეშე ვილაპარაკოთ.

რეიჩელი გაწითლდა სახეზე და თავი თვალები დახარა. მას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ხმაურით ამოიოხრა, სასტუმრო ოთახი გადაკვეთა და მეორე სართულზე ავიდა. ჯიმინი მარტო დარჩა.

 ის არ იყო დიდად განაწყენებული -მას რცხვენოდა კიდეც საკუთარი გულგრილობის გამო. შინაგანად შვებასაც კი განიცდიდა.

ჯონგუკმა მთელ ამ ქორწინებას სისულელე უწოდა. ჯიმინი, რა თქმა უნდა შეედავა მას, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ არამზადა მართალი იყო.

ის მაშინ კაბინეტში დარჩა. როდესაც ჯონგუკმა სთხოვა მას, ამ რამდენიმე სიტყვამ ბრძანებასავით იმოქმედა. რამდენიმე წამი ძალა არ ჰქონდა ადგილიდან გამოძრავების, როდესაც საბოლოოდ თავი ხელში აიყვანა, სონდიკი და ის უცხო მამაკაცი გარეთ გავიდნენ, ჯონგუკი კი... ჯონგუკმა მათ შორის მანძილი გადაკვეთა და ეცადა მისი ხელის აღებას.

ჯიმინმა ხელი გამოსწია.

-უნდა ვილაპარაკოთ, -გაიმეორა ჯონგუკმა.

ჯიმინს თვალების დახუჭვა მოუნდა. ჯონგუკი ისე ახლოს იდგა მასთან. ის ეხლა მის სახეს ხედავდა მცირედ დეტალებში: მტკიცე ტუჩებს, სუფთად გაპარსულ ლოყებს, მუქ გამჭოლ თვალებს და... ო, ღმერთო, ის ასევე გრძნობდა მისი ადეკოლონის სურნელს და კიდევ რაღაცის, რასაც ჯონგუკი იყენებდა. ჯონგუკს არასოდეს უყვარდა, როდესაც ძლიერი სუნი უდიდოდა, და რადგან ამ სურნელს გრძნობდა, ესეიგი, ის ძალიან ახლოს იყო, ძალიან ახლოს, სახიფათოდ ახლოს... მაგრამ სურნელი უცხო იყო. წელიწად ნახევრის განმავლობაში ჯონგუკმა მოასწო ადეკოლონის შეცვლა.

 ჯიმინმა მზერა აარიდა.

ჯონგუკმა ამ დროის განმავლობაში სტრატეგიული პოზიცია დაიკავა კარებთან და ასევე მეტი იმედიანობისთვის მას ზურგით მიეყუდა.

-ნუთუ ჩემი გეშინია? ჯერ კიდევ...

ჯონგუკი არ დაელოდა ჯიმინის პასუხს, რომელიც იატაკს ჯიუტად უყურებდა და ისევ დაილაპარაკა:

-ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ უნდა შევხვედრილიყავით, იანვარში, მაგრამ არ მომეცი ლაპარაკის საშუალება, -დაიწყო მან ნელა და ფრთხილად, თანდათან ამატებდა მეტად მიმწოლ ნოტებს. -მე წელიწად ნახევარი იმ აზრით ვცხოვრობდი, რომ ვერ მოვასწარი შენთვის მეთქვა...

-არ გეჩვენება, რომ წრეზე ვტრიალებთ? -შეაწყვეტინა ჯიმინმა მას. -მე ეს სცენა ათჯერ მაინც მინახავს. დამანებე ბოლოს და ბოლოს თავი.

-მე ჯერ კიდევ არ შემიძლია შენი დავიწყება.

-მე კიდევ შენი, -უპასუხა ჯიმინმა ირონიული ჩაცინებით. -ჯერ კიდევ კოშმარებში მესიზმრები.

-მინდა პატიება გთხოვო.

-ოღონდ ეს არა! -ჯიმინმა თვალები გადაატრიალა და შებრუნდა. - მერამდენედ? შენი ბოდიშები არაფრად ღირს...

-და მაინც...

-გეყოფა! -სწრაფად შეაწყვეტინა მას ჯიმინმა. -იცი რას გავს შენი ბოდიშები და სინანული? არა? გახსოვს, ერთი შენი ნათესავი კლუბში რომ დათვრა და თავისი პორშე დაამტვრია? ისიც ძალიან ნანობდა. მაგრამ რატომღაც საერთოდ არ ნანობდა იმას, რომ საჭესთან ნასვამი დაჯდა. შენც ზუსტად ასე ნანობ იმას, რომ საყვარელი სათამაშო დაკარგე, და არა იმას, რაც გააკეთე.

ჯონგუკს საერთოდ არ შერცხვა. ის ჯიმინს ისე უყურებდა, თითქოს სრულიად მას ეკუთვნოდეს:

-შენ ნაწილობრივ მართალი ხარ. მე ბევრ რამეს არ ვნანობ. მე არ ვნანობ იმას, რომ ჩვენი შეხვედრა მოვაწყე და დავმალე, რომ ცოლიანი ვარ, არ ვნანობ იმას, რომ არ გაგიშვი მას შემდეგ, რაც სონდიკმა პრაღიდან ჩამოგიყვანა - ბოლო კვირა საკმაოდ სახარბიელო იყო, -აღნიშნა ჯონგუკმა და კმაყოფილი ტონით დაამატა: -ჩვენ ორჯერ გვქონდა სექსი.

ჯიმინი გაქვავებული სახით უსმენდა ამ  ურცხვ, ქედმაღალურ მონოლოგს.ჯონგუკი საერთოდ არ შეცვლილა, ოდნავადაც კი...

-მე იმასაც კი არ ვნანობ, რომ მთელი წელი გიჭერდი ჩემთან შენი ნების წინააღმდეგ. ჩვენი ურთიერთობა არც ისეთი სასიამოვნო იყო, მაგრამ შენ ჩემთან იყავი. ხო, ყველაფერი ცუდად დასრულდა, მაგრამ ეს ოთხი წელი ჯობდა სულ არაფერს. მე მხოლოდ ორ რამეს ვნანობ: იმას, რომ ის გატაცება შევუკვეთე, და იმას, რაც ჩვენი ბოლო შეხვედრისას მოხდა. მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე, შენ კი ცეცხლზე ნავთი დაასხი...

-ა, ესეიგი ეს მე ვარ დამნაშავე? -კბილებმოჭერილად თქვა ჯიმინმა და მრისხანებისგან გაფითრდა.

-არა, დამნაშავე მე ვარ, -წარმოსთქვა ჯონგუკმა. -არის კიდევ ერთი რაღაც, რასაც გულწრფელად ვნანობ: იმას, რაც იმ ვიდეოს ნახვის შემდეგ გავაკეთე. მაგრამ შენ ეს უკვე მაპატიე, ასე რომ შეგვიძლია ამ თემას აღარ დავუბრუნდეთ.

ჯიმინი მას უკვე არა ზიზღით და ბრაზით, არამედ უსაზღვრო გაოცებით უყურებდა.

-რომ იცოდე რამდენად გულის ამრევი ხარ... -თითქმის წაიჩურჩულა, იმდენად რთულად ემორჩილებოდა ხმა.

-მე მხოლოდ გულწრფელი ვარ. შენ ხომ ეს გინდოდა?

-არა. მე სხვა რამე მინდა. მე მინდა, რომ თავი დამანებო. მინდა, რომ ჩაძაღლდე შენი სინანულით ან არსინანულით და შეწყვიტო ჩემი შენს ბინძურ საქმეებში გარევა. მინდა, რომ შენი ხალხი აღარ მდარაჯობდეს მაღაზიაში. მინდა, რომ შენი ცოლი იწვეს თავის წყეულ სპაში იმის ნაცვლად, რომ ჩემი ცხოვრება გაანადგუროს. აი რა მინდა მე. 

-ვერ დაგპირდები, რომ ამ ყველაფერს შევასრულებ. მე ცოტათი სახვა გეგმები მაქვს. მაგრამ ჩემი ცოლი მეტჯერ აღარ შეგაწუხებს.

ჯიმინი თვალებში უყურებდა ჯონგუკს: როგორ ეზიზღებოდა ეს ზემოდან ქვემოთ ყურება, როდესაც ის ასე ახლოს მოდიოდა, თითქოს ზემოდან ექცეოდა.

-მე ეს თავში არ მომდიოდა, -თქვა მან. -მაგრამ ეხლა მგონია, რომ იმდენად შეშლილი ხარ, რომ თავადვე შეგეძლო მოგეწყო მთელი ეს ისტორია ირენესთან.

-არა, -თავი გააქნია ჯონგუკმა, -მე არ ვაპირებ ძველი შეცდომების გამეორებას. აღარ მინდა მეტი ტყუილი, სპექტაკლები. გგონია არ შემეძლო ჩვენი შეხვედრის გაცილებით ადრე მოწყობა? მე ისეც შემეძლო გამეკეთებინა, რომ შენ ვერასოდეს დაქორწინებულიყავი იმ შენს რეიჩელზე. მაგრამ საკუთარ თავს შევპირდი -და ეხლა შენ გპირდები ამას -რომ პატიოსნად ვითამაშებ.

-ითამაშებ?- შეეკითხა ჯიმინი, ოდნავ დახარა თავი და გაიფიქრა, მოეჩვენა თუ არა.

ჯონგუკმა ოდნავი ჩაცინებით შეხედა.

-მე ვაპირებ შენს ხელახლა მოხიბვლას, ამჯერად პატიოსნად.

-შენ ვერ შეძლებ ჩემს მოხიბვლას, -წამოიძახა ჯიმინმა, რომელსაც ამ განცხადების გამო სისხლი მოაწვა სახეზე. -მე შენ მეზიზღები. ჯობია მოვკვდე, ვიდრე...

-ხო, ვიცი. ოდესღაც ეს სიმართლე იყო, მაგრამ ეხლა არა.შენ საშინელ მდგომარეობაში იყავი, ჯიმინ, უნდა ვაღიარო, ჩემს გამო. მე ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ამდენად ცუდად იყო: შენ შანსიც კი არ მომეცი დალაპარაკების. მაგრამ ეხლა სრულიად ნორმალური და ადეკვატური ხარ, -დარწმუნებით თქვა ჯონგუკმა, -და არ გაიმეორებ მსგავს სისულელეს.

-ყოველ შემთხვევაში, არა შენთან ერთადერთი შეხვედრის გამო, -წარმოსთქვა ჯიმინმა და ცივად ჩაიცინა.

-ეს არ არის ერთადერთი შეხვედრა. მე შენ ყველაფერზე გაგაფრთხილე. ჩათვალე, რომ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას განზრახვებზე. მე ღიად ვიმოქმედებ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებულ ყველა  სარგებელს გამოვიყენებ, გაითვალისწინე.

-შენს ყველა სარგებელს? ისევ მოაწყობ მოტაცებას? შენს სახლში გამომკეტავ?

-არაფერი ასეთი, -უპასუხა ჯონგუკმა, და ამ დროს მისი სახე და ინტონაცია შეიცვალა, გახდა გულწრფელი, თითქმის სევდიანი. -მე მეტჯერ აღარასდროს... ჯიმინ, მე მეტჯერ აღარასდროს  გაგიკეთებ ცუდს, არაფერს, რაც შენ არ გენდომება... მე...

მან მისკენ ასწია ხელი და წამის მეასედებში მოასწრო თითებით ლოყაზე შეხება, სანამ ჯიმინი გაიწეოდა და უკან დაიხევდა.

-არ გაბედო ჩემზე მოკარება!

-შენ საერთოდ არ შეცვლილხარ. -ჯონგუკი მას ყურადღებით უყურებდა, თითქოს მზერით უსინჯავდა გემოს სახის ყველა ნაკვთს, ტკბებოდა და ოცნებობდა ისევ თავისად  გახდომაზე. და, მითუმეტეს, მის მიმწოლ, მომლოდინე თვალებში არ იყო ის, რის დანახვასაც ჯიმინი ელოდა: სურვილი ან საფრთხე.

-შენც იგივე არამზადა დარჩენილხარ, როგორიც დაგიმახსოვრე. მე მეგონა გაიგე, რომ ყველაფერი დამთავრდა. მე ცოლი და შვილი მყავს, -ჯიმინმა მაშინვე ინანა, რომ ისინი ახსენა: ეს ისე ჩანდა, თითქოს ის დანებდებოდა ჯონგუკს, რომ არა ოჯახი.

-შენი ქორწინება -სრული გაუგებრობაა. სისულელე, -დაასკვნა ჯონგუკმა. -როგორც ჩანს შენი ცოლი დაორსულდა მაისის ბოლოს ან ივნისში. შენ მაგ ქალაქში თებერვალში დასახლდი. გინდა თქვა, რომ სამ თვეში იპოვე გოგონა და ისე შეგიყვარდა, რომ ოჯახის შექმნა გადაწყვიტე? ამას მოზარდიც კი არ დაგიჯერებს, არა მხოლოდ მე.

-ყველაფრის მიუხედავად , მე ოჯახი მყავს.

ჯონგუკი კარებს მოსცილდა, ერთი სკამი გამოსწია და მასზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და კვლავ არ აშორებდა ჯიმინს თვალს. ის თავის თავზე ბრაზობდა. რატომ გრძნობს ყოველთვის ასე უცნაურად თავს ჯონგუკის გვერდით? უმწეოდაც არა... მას არ შეეძლო საჭირო სიტყვის მოძებნა. ალბათ, უბრალოდ სუსტად. ეს-ესაა თავზე ადგა -და ჯიმინს ეს აღიზიანებდა. ეხლა ის იჯდა -და ჯიმინი თავს სკოლის მოსწავლედ გრძნობდა, რომელიც მანწავლებელმა დაფასთან გამოიძახა, ან უბრალო ადამიანად, რომელსაც უფლება არ ჰქონდა ბატონის გვერდით ჯდომის.

-ოჯახი... -ჩაფიქრებულად თქვა ჯონგუკმა. -ჩემი ქორწინება თოთხმეტი წლისაა, და მე შენზე უკეთესად ვიცი, თუ როგორია იცხოვრო ადამიანთან, რომელიც არ გეზიზღება, არა, გესიმპატიურება და პატივისცემის ღირსია, მაგრამ სიმპატიის მეტს არაფერს გრძნობ მის მიმართ. და მე ვიცი, რომ ასე შეიძლება წლობით იცხოვრო, სანამ არ გაიგებ, რომ არსებობს სრულიად სხვა რამ. სხვანაირი ურთიერთობა. ნამდვილი... შენ ჩემზე ნაკლებად გაგიმართლა, ჯიმინ: შენ დაქორწინდი იმის ცოდნით, რომ ის არსებობს, მაგრამ ქორწინებაში ის არ იქნება.

ჯონგუკმა შეამჩნია, რომ ჯიმინმა სათქმელი ვერ იპოვა. ჯონგუკი მართალი იყო.მაგრამ ის, რომ მისი ცოლთან ურთიერთობა არ მოგვარდა, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ჯონგუკთან უნდა დაბრუნებულიყო. მან კი ისევ დაამატა:

-შენი ქორწინება დიდხანს ვერ გასტანს. მე შეგპირდი პატიოსნად თამაშს, მაგრამ რომც არ შეგპირებოდი, მე არაფერს მოვიმოქმედებდი, რომ ის დამენგრია. თქვენ ორივენი თავადვე გაუმკლავდებით.

ჯიმინს საშინლად აღიზიანებდა ეს მფარველობრივი, ყოვლისმცოდნე ტონი, მაგრამ მხოლოდ მწარედ აღნიშნა:

-შენმა ცოლმა შენს მაგივრად გააკეთა ყველაფერი.

-ო მართალია, -დამცინავად წარმოსთქვა ჯონგუკმა, -ის რომ არა, თქვენ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდით. შენი სიტყვების მიხედვით, ცუდად გაქვთ საქმე, ხო? რეიჩელი ვერ გპატიობს იმას, რომ მოატყუე? თუ იმას, რომ ასეთი წარსული გქონდა?კარგი  რა მნიშვნელობა აქვს...შენ მე უარესიც მაპატიე. გყავდეს ცოლი და შვილი და გყავდეს ოჯახი - განსხვავებული რამაა, ჯიმინ. პირველი არ მოითხოვს ბევრ ტვინს და ძალისხმევას. გაცილებით რთულია იცხოვრო ორ ადამიანთან ერთად რთული ხასიათით და არც ისე მარტივ მგომარეობაში. იმედი მაქვს მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ.

-ვხვდები, -ჯიმინი მას დაღლილად და გულგრილად უყურებდა. -მე ვერ ვხვდები, რა გინდა ჩემგან. მე... ახალი ცხოვრება დავიწყე. შეიძლება ის არც ისე ნათელი და იდეალურია, მაგრამ მე კარგად ვარ აქ. მე შენზე არ ვფიქრობდი, ვცდილობდი დავიწყებას. და ხედავ, ეხლა სრულიად მშვიდად შემიძლია შენთან საუბარი... მაგრამ ეს ყველაზე მეტია, რისი იმედიც უნდა გქონდეს.

ის კარებისკენ წავიდა. ჯონგუკმა ცოტათი გააკვირვა. არა, ცოტათი არა: მომხდარის გამო სადღაც შიგნით კანკალს გრძნობდა. გააკვირვა იმით, თუ როგორ წაიყვანა ჯონგუკმა საუბარი. ის ელოდა შეხვედრას იმ სასტიკ, მისით შეპყრობილ ჯონგუკთან, როგორიც ბოლოს ნახა, ან სრულიად სხვანაირთან -რომელიც პატიებას ევედრება, მზრუნველი, ნაზი და თავდადებული ადამიანის ახალი შანსზე, რომელთანაც მათ თითქმის ოჯახური ცხოვრება ჰქონდათ. თითქოს იმ პერიოდში დაბრუნდა, როდესაც კან ჯონგუკი გაიცნო,  დაუჯერებლად ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის იღებს იმას, რაც უნდა, და რომელმაც მაშინვე, პირველივე შეხვედრაზე განაცხადა, რომ აპირებს მის მოპოვებას. 

ჯონგუკმა მზერა გააყოლა მას, მაგრამ არ შეაჩერა -არც სიტყვით, არც ქმედებით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯიმინმა გვედრით ჩაიარა, წარმოსთქვა:

-ჩემი შენდამი გრნობა შეიცვალა, მაგრამ ძველებურად მიყვარხარ.

Continue Reading

You'll Also Like

7.6K 675 11
ისტორია, სადაც იუნგი არ უნდა წასულიყო ქვეყნის ყველაზე ძლიერი ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ მან უკვე გადალახა ზღვარი, უკან დაბრუნება კი შეუძლებელი გა...
161K 12.6K 25
ကမ္ဘာပေါ်မှာ လူပေါင်း billion ချီပြီးရှိနေလည်း ကျွန်မအကြည့်တွေက ရှင့်တ​ယောက်အတွက်သာ။
23.1K 2.3K 27
တစ်ပိုင်းချင်း စာပြန်စစ်ပြီး ပုံတွေ ပြန်ထည့်၊ ရှင်းပြထားတဲ့ မှတ်စုလေးတွေ ပြန်ထည့်ပြီး တင်ပေးပါမယ်ရှင်။ စိတ်ဝင်စားတဲ့စာဖတ်သူတွေအနေနဲ့ မပျက်ခင် ဖတ်ကြပါ...
71.4K 5.2K 66
ផែនដីក្រឡាប់ចាក់ មនុស្សស្អីតាំងពីកំលោះមកដល់ពោះម៉ាយកូនប្រាំហើយ រកប្រពន្ធជាប់លាប់និងគេ១ក៏គ្មាន មិនមែនលែងលះទៅឯណាទេ គឺពួកគេនិងស្លាប់ដោយគ្មានមូលហេតុនៅដែល...