IMAGINES

By GilrOnline

6.5K 341 284

...just read.. More

who was she?
Medicine
Teacher
საბოლოო პასუხი
oneshoot
weird day
weird day ( part 2)
weird day(part 3)
like..or love?
birthday party
AGAIN
AGAIN (3)
Chef Styles
მოულოდნელი შეხვედრა

AGAIN (2)

192 34 18
By GilrOnline

- როგორ მოგწონს ქორწინებაში ყოფნა?- იკითხა ბებიამ და გამიღიმა. თავს ცუდად ვგრძნობდი ამ ტყუილის გამო, მაგრამ სტაილსების თვალწიმ უნდა გამეღიმა და მეთქვა რომ ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობდა. ირონიულია არა?

- ძალიან- ძალით გავიღიმე.

- მხოლოდ ეს? კიდევ მომიყევი რამე- ხელი ლოყაზე ჩამომისვა.

- რა გინდა რომ გაიგო?

- კარგი ქმარია?

- კი- ჩუმად ვთქვი და თვალი ავარიდე მას.

- კარგად მახსოვს ახალდაქორწინებული როგორი ვიყავი- გაიღიმა- მუდამ ვიღიმოსი და ბედნიერებისგან დავფრინავდი. ალბად შენც ასე ხარ ჰო?

ეჰ.. ბებიაჩემს ნამდვილად კარგი მეუღლე შეხვდა , რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი.

- ჰო ბები. ეგრეა- ისევ ძალით გამოწვეული ღიმილი- მოვრჩეთ ჩემზე საუბარს.თქვენ როგორ ხართ?- სტაილსებსაც გადავხედე, მინდოდა სიტუაცია განმემუხტა.

- კარგად ბებო რა გვიჭირს- მხრები აიჩეჩა- როგორც ყოველთვის, ახლაც ენთან ახლოს ვმეგობრობ- გაუღიმა ქალს.

- ყველაფერი ისევ ისეა.. - ვთქვი და სახლსაც მოვავლე თვალი.

- ნუთუ გახსოვს ადრე რა როგორ იყო?- იკითხა ჯემამ და თვალები მოჭუტა.

- კი. - ხმის ნორმალური ტონალობით ვთქვი. ჯემამ ჩაიცინა და თვალი ამარიდა.
ჰო ჩემზე ცოტა გაბრაზებული იყო და როგორც ჩანს ახლაცაა.

მე და ჰარი ერთმანეთს თვალს ვარდებდით, რადგან ჩვენი დაშორება ცოტა ცუდად წარიმართა. სამწლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დავასრულე და მალევე აქაურობა დავტოვე. მშობლებთან ვცხოვრობდი, ჰარისთამ დაშორების შემდეგ, ერთ თვეში კი ლიამი გავიცანი და დავახლოვდით, შემდეგ მან ცოლობა მთხოვა და სწორედ აქედან აირია ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.
ჩემმა ოჯახმა სტაილსები დაპატიჟეს ქორწილში, მაგრამ იქ ენის გარდა არავინ მოსულა. მან თქვა რომ ჯემა და ჰარი ქალაქში არ იყვნენ, არადა კარგად ვიცოდი, რომ უბრალოდ მათ არ სურდათ ჩემი ნახვა და არც ქორწილში მოსვლა.
აჰ!

ისიი ცოტახნით კიდევ დარჩნენ ,მაგრამ მალევე ჯემა და ჰარი ფეხზე წამოდგნენ და ბოდიშის მოხდით წასვლა გადაწყვიტეს. ენიმ თქვა რომ ისი წავიდოდა და მალევე სახლში მარტო მე ,  ბებია და ბაბუა დავრჩით.

- აჰ. როგორ მომენატრე- ბებია კიდევ მომხვია- ქორწილის შემდეგ არც მინახიხარ.

- გირეკავდით-ჩავიცინე.

- უჰ! ეგ დარეკვა არაფერია ჩემთვის. მინდოდა მენახე და ეს ნატვრა ამისრულდა. იცოდე შემდეგ ჩამოვსლაზე შენი სიმპატიური ქმარიც წამოიყვანე.

-ჰო- ამოვიბურტყუნე. როგორ მინდა ვუთხრა..

- რამე მოგივიდა?

- არა უბრალოდ მგზავრობამ დამღალა.

- მიდი მერე ოთახში და დაისვენე.

- ცოტახნით გავივლი. დიდიხანია რაც აქ არ ვყოფილვარ.

- კარგი შენი ნებაა- ბებოს მოვშორდი და ფეხზე წამოვდექი- მალე მოვალ.

- ვახშამს გადახვედრებ.

- მადლობა ბე- კარები გამოვაღე და გარეთ გავედი. ხელში მყოფი ტელეფონი კი ჯიბეში ჩავიდე. ნელი ნაბიჯით დავიწყე სიარული და უცებ გამახსენდა ის ადგილი, რომელიც მაშინ ყველაზე ლამაზად მიმაჩნდა და ახლაც ასეა.  მარჯვნივ გადავუხვია, გზა წინ გავაგრძელე და მალევე ტრიალ მინდორზე აღმოვჩნდი. გზა კიდევ წინ გავარძელებდა ერთ დიდ კედელს მივუახლოვდი. ადრე აქ მე და ჰარი ხშირად მოვდიოდით, კარგი დრო იყო.
პიკნიკის დროს ერთხელ ჰარიმ ამ კედელზე თავისი სახელი და გვარი ამოკაწრა. მაინტერესებსა ახლავ იქ თუ იყო. მივუახლოვდი და ნათლად დავინახე მისი სახლი და გვარი.
ჰარი სტაილსი.
გამეღიმა მოგონებებზე.
იქვე ბალაზე ჩამოვჯექი. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და  უცებ თვალში ლიამის ფოტო მომხვდა. ვიღავ გოგონასთან ერთად. ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
როგორც ჩანს ეს მისი ახალი საცოლეა.

- იდიოტი!- ცოტა ხმამაღლა ვთქვი და ტელეფონი გვერდით გადავდე- ცოტა ხნით მაინც მოეცადა! ნაბიჭვარი!

- ვის ლანძღავ ასე მონდომებით?- მომესმა ხმა და უკან გავიხედე. ჰარი იყო.
თავი ქვემოთ ჩამოსწია და იმ ფოტოს შეხედა სადაც ლიამი და ის გოგონა იყვნენ.
თან ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს. ეკრანს ხელი აუსვა და მალევე მეორე დოტო გამოჩნდა, იქ ლიამი იმ გოგონას კოცნიდა. თვალები ავატრიალე, ტელეფონი ავიღე და დავბლოკე.

- ეს შენი ქმარი არ არის?- წარბები შეკრა
ჩამეცინა.

- უკვე აღარ!

- ვერ გავიგე- გვერდით ჩამოჯდა.

- დავშორდით. - მოკლედ ვუთხარი.

- რატომ?

- ერთი დიდი ნაბიჭვარი იყო და მაგიტომ!- ამოვიღრინე.

- ბებიაშენმა რომ მასზე გკითხა დაიბენი და უცნაური ღიმილი აიკარი სახეზე. მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა მაგრამ არ გკითხე.

-ჰო- ამოვიბურტყუნე და ხელები მუხლებზე შემოვიხვიე.

- და რატომ დაშორდი?

- მგონი არ არის საჭირო ეს იცოდე- უხეშად და მკაცრად მომივიდა თქმა, როდესაც ეს გავიაზრე ჰარის გავხედე- მაპატიე.. არ მინდოდა.

- არაუშავს, შენგან მიჩვეული ვარ- ირონიულას ჩაიცინა.

- ამ..- ჩავახველე- იმ ამბავზე ისევ..

- ჩემი წასვლის დროა- ფეხზე წამოდგა და წინადადების დასრულების უფლება არ მომცა- ნახვამდის.

კიდევ მინდოდა დალაპარაკება მაგრამ აღარ შვაჩერე.  მალევე მეც წამოვდექი ფეხზე და სახლის გზაზე დავიწყე სიარული.

****
- დღეს სტუმრები გვეყოლებიან- თქვა ბებიამ.

მივხვდი ვინც იგულისხმა მაგრამ მაინც ვკითხე.

-სტაილსები?

- კი- მაგიდის გაწყობა დაამთავრა-წადი მოემზადე.

- აჰ! კარგი- ოთახში ავედი და კარადიდან ჩვეულებრივი სარაფანი გადმოვიღე. ბრეტელებიანი , ცისფერი , ატლასის კაბა იყო, წელზე ცოტა გამოყვანილი ხოლო ქვემოთ შედარებით გაშლილი და ფეხებთან ჩაჭრილი.

-რა ლამაზი ხარ მაგრამ მაკიაჟი რომ გაგეკეთებინა უკეთესი იქნებოდა.

- კარგი რა- ვთქვი- არ მინდა.

- კარგი კარგი- თქვა. - მოდი მისაღებში გავიდეთ. სანამ მოვლიან იქ ვიყოთ.

ბაბუასთან გავედით.

- მელინა იქნებ თმები კარგად გაიკეთო?

- ბებია რა გჭირს?- ვკითხე- არ მინდა

- ოჰ. ჯიუტი ხარ.

- ასე რატომ პრანჭავ არ ვიცი.

-ისე უბრალოდ- მხრები აიჩეჩა.

- მიდი კარები გააღე- გამომძახა ბებიამ. მეც ფეხზე ავდექი. კარებს მივუახლოვდი და გამოვაღე.
  ენიმ ისევ გამიღიმა, ჯემა როგორც წინაზე, ახლავ ისე შემხვდა, ხოლო ჰარის სახეზე მცირედი ღიმილი დავლანდე და იმედი გამიჩნდა რომ იმდენად აღარ ბრაზობდა.


უკვე სავახშმოდ ვისხედით და ვსაუბრობდით, უფრო სწორად უფროსები საუბროდნენ ხოლო მე ჰარი და ჯემა ჩუმა ვისხედით.
უცებ ჯემამ საუბარი დაიწყო.

- უეცრად ინტერმეტში უცნაური რამ აღმოვაჩინე- ჩანგალი გადადო.

- რა ამბავი?- იკითხა ბებიამ.

- მელინა იქნებ შენ გვითხრა?- მე შემომხედა. გამიკვირა და წლის ჭიქა მაგიდაზე დავდე.

- ვერ გავიგე?

- ეს ამბავი შენ უნდა იცოდე ყველაზე კარგად- ჩაიცინა- ეს ხომ შენს ქმარს ეხებ- სიტყვა ქმარი გამოკვეთა, მე კიდევ ცივმა ოფლმა დამასხა და ავმერვიულდი.

- მელინა?- გავიგე ბებიას ხმა- შენს ქმარს რა დაემართა?

- მგონი სწორი იქნება თუ ვიტყვით ყოფილ ქმარს- ჩაიცინა ჯემამ და ღვინო მოსვა.

- გეყოს!- გაიგო ჰარის ხმა.

- რატომ? ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე.

- ნუ ერევი!- ისევ ჰარის მკაცრი ხმა.

- მელინა რა ხდება?!- გავიგე ბაბუას მკაცრი ხმა. თავი ჩავხარე- პასუხი გამეცი

- ყველაფერს აგიხსნით- მათ შევხედე.

- თქვი.

- მე და ლიამი დავშორდით..

- რა?- შეიცხადა ბებიამ- რატომ? ან როდის?

- აქ რომ ჩამოვედი უკვე  რამდენიმე დღის განქორწინებული ვიყავი- ამოვიოხრე.

- ამდენი ხანი რატომ არ გვითხარი?- ბებიას ხმაც სიმკაცრეს იძენდა.

- ვაპირებდი..

- აპირებდა თურმე- თქვა ბაბუამ. - მიზეზი რა იყო?

მე ისევ ჩუმად ვიყავი.

- მელინა მიზეზი!- ცოტა ხმამაღლა თქვა.

- მან მოინდომა , მაგრამ მეც მსურდა ეს.

- თქვი!

- მიღალატა.. თან არაერთხელ- ღრმად ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავრგე.

- რა?- გავიგე ბებიას ხმა და როდესაც მას შევხედე დავინახე რომ გაოცებუსგან ხელი სახეზე მიედო. - ოჰ.

- ოჰ მელინა!- მკაცრად თქვა ისევ ბაბუამ- შენმა მშობლებმა იციან?

- კი.

-როგორ არ გვითხრეს?!

- მე ვთხოვე რომ დაემალა. მინდოდა თავად მეთქვა. - დაღონებულმა ვთქვი სა ხელების წვალება დავიწყე.

- შერიგება..- ბებია რამის თქმას აპირებდა მაგრამ ახლა მე გავაწყვეტინე მკაცრად.

- შერიგება არ ახსენო! მას არ ვჭირდებო და არ ვაპირებ შევეტენო! ამას გარდა მგონი უკვე ახალი ცოლიც ჰყავს- ბოლოს ირონიულას ჩამეცინა.

- ღმერთო ეს რა ხდება..- ბებია შეცბუნებული იყო.

- თქვენის ნებართვით გავალ..- ფეხზე წამოვდექი და უკანა ეზოში გავედი- ჯანდაბა.._ თავი ხელებში ჩავრგე.

- აპატიე ჯემას..- ჰარი მომიახლოვდა უკნიდან- არ უნდა ჩარეულიყო.

- მგონი კარგი ქნა. მე ვერ ვბედავდი მათთვის ეს მეთქვა დღეს კი ჯემას საქციელმა თითქოს გამიადვილა.  

-იცი! გამიკვირდა როდესაც შენი ქორწინების შესახებ გავიგე?- ამოოხრა.

- ჰო ყველაფერი უეცრად მოხდა.

- ისე.. შენთვის ხელის თხოვნას ვაპირებდი- ჩაიცინა მე კი გაკვირვებულმა შევხედე.

- რა?

- ჰო. იმ დღეს უნდა მეთხოვა მაგრამ შენ დაშორება გადაწყვიტე და უბრალოდ წახვედი. სასაცილოა, მეგონა თეთრ კაბაში ჩემს გამო გამოეწყობოდი მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

- მე.. მაპატიე.. არ ვიცოდი.

- რომ გცოდნოდა დარჩებოდი?- იკითხა მაგრამ ამ კოთხვას თვითონ გასცა პასუხი- არ დარჩებოდი.

- შენ ეს არ იცი- წარბები შევკარი.

- აბა დამთანხმდებოდი?- თვალებში ჩამაშტერდა.

- კი ჰარი! კი!

- მაშინ რატომ წახვედი?

ვერ ვეტყოდი რომ ეს ჯას გამო მოხდა.. ვერ ვეტყოდი რომ მის გამო წავედი. ვერ ვეტყოდი რომ ძალიან სუსტი და სულელი აღმოვჩნდი.

- მითხარი მაშინ რატომ წახვედი?!

- ჩემი ბრალი იყო ჰარი- გავიგეთ ჯემას ხმა. უკან გავიხედეთ.

- რა?- ჰარიმ გაიკვირვა.

- მე ვაიძულე წასვლა და ამით დიდი შეცდომა დავუშვი. მეგონა რომ მას ჩემს შეყვარებულთან ჰქონდა რომანი- ამოიოხრა- მაგრამ ის ბიჭი უბრალოდ იდიოტი და მექალთანე აღმოჩნდა.

- მე რატომ არ მითხარი?-იკითხა ჰარიმ

- არ მინდოდა გული გტკენოდა, როცა გაიგებდი რომ შენი შეყვარებული გღალატობდა, ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი ჩემით მომეგვარებინა.

- და სისულელე გააკეთე!- თქვა ჰარიმ.

- მელინას მახე დავუგე, თვითონაც დაიჯერა რომ ვიღაც ბიჭთან იყო- ამოიოხრა ჯემამ და ორივეს თვალი აგვარიდა- მას არ უნდოდა შენ გაგეგო, მე კი ვაიძულე რომ წასულიყო, სანაცვლოდ კი ამაზე შენთან კრინტს არ დავძრავდი.

მეც გაოცებული ვუყურებდი მას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

- აღარ ვიცი ვისზე გავბრაზდე!- დაიყვირა- მელინა ეს ჩემთვის უნდა გეთქვა გაიგე?! უნდა გეთქვა.

- მაპატიეთ- თქვა ჯემამ.

- არა! ნუღარ ჩაერევი ჩემს ცხობრებაში!- მკაცრად თქვა ჰარიმ და ორივეს ზურგი გვაქცია.

Continue Reading

You'll Also Like

250K 31.7K 65
#Book-3 Last book of Hidden Marriage Series. 🔥❤️ This book is the continuation of the first and second book "Hidden Marriage - Amazing Husband." If...
3.6M 54K 45
Diana is an 18 year old girl about to start her senior year until she bumps into a woman at the bookstore who has quite the personality. The woman ta...
703K 27.4K 61
{completed✓} Sit there and take it like a good girl You dirty dirty girl , i was talking about the book🌚🌝
165K 6.5K 43
Valentina, a student at Heartfelt University, is assigned to the notoriously rude and cold Professor Montgomery. While the professor's harsh demeano...