ნაცნობი ხმა,ნაცნობი სიმღერა და ადამიანი,რომელიც სცენაზე დგას... მისი სახე ჩემს მოგონებებში იღვიძებს,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის... ვინ არის ჩემთვის,თუმცა მის მიმართ რაღაც ენით აღუწერელს ვგრძნობ. ბიჭი სიმღერას წყვეტს და თვალს არ მაშორებს,მეც ვშეშდები და მას ვაშტერდები.გიტარას ძირს აგდებს და ჩემსკენ მორბის. ყველ ა ჩვენ გვიყურებს.
ბიჭი მიახლოვდება და მკლავებზე ხელს მაგრად მიჭერს,თითქოს ეშინია,რომ სადღაც გავექცევი.
-ელი ნუთუ ეს შენ ხარ?-გიჟივით მიყურებს.
-და შენ ვინ ხარ?-ამ კითხვის გაგონებისთანავე მის სახეზე გაოცებას ვამჩნევ.
-ნუთუ არ გახსოვარ?-მეკითხება
-არა...-მხოლოდ ამას ვბუტბუტებ. მის ლოყებს კი ცრემლები ასველებენ.