«11»

142 13 1
                                    

ისევ იგივე მეორდება,თითქოს დეჟავუ მქონდეს.
ვიღვიძებ და გვერდით არავინ არ არის,არც შეტყობინება და არც არაფერი.
ყველა და ყველაფერი მეზიზღება,პირველ რიგში კი ჩემი თავი.
მინდა რომ აქ არ ვიყო,ყველაფერს გავექცე და მხოლოდ ჩემს თავზე ვიყო დამოკიდებული.
მაგრამ მონდომება უნდა,მარტივი არ არის.
_______________________
დედაჩემთან მივდიოდი,გზაზე კი ტომმა დამირეკა.3დღეში აპირებდა მისი პროექტის წარდგენას,მეც შემომთავაზა მაგ დროისთვის წარმედგინა.ფიქრი მჭირდებოდა,შეიძლება ეს ყოფილიყო ერთადერთი გზა თავის დასაღწევად.
______________________
-დედი არ გამაცნობ იმ გოგოს?
-ვინ გოგოს?
-ვიცი რომ ვიღაც გყავს,დაბნეული დადიხარ ბოლო პერიოდში
-არაა დედა არავის არ ვხვდები,პროექტის გამო ვარ ასე,ღირს თუ არა წარდგენა მაგაზე ვფიქრობ.
-ეგ კარგი მაგრამ მაშინ ვინ იყო ის გოგო დილით რომ ვესაუბრე?
-რა?
-ევას ახლა სძინავსო
არაფერი მითქვამს,არც ვიცოდი რა მეთქვა,უბრალოდ არ იყო რამის თქმა საჭირო,ან მე ვერ ვხვდებოდი.
-რაც არ უნდა მოხდეს,იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ და შენთვის მარტო დედა არ ვარ.
თავი დავუქნიე და ჩავეხუტე,შეიძლება ისეთი კარგი ურთიერთობა არ გვაქვს,მაგრამ ვენდობი და ვიცი რომ არ მომატყუებს.

ახლა რთულია ვინმეს ენდო,რთულია ვინმეს მოუყვე ყველაფერი რასაც გრძნობ და ფიქრობ,იმის გამო რომ მომავალში ან რამდენიმე დღეში არ მიგატოვოს.
არ ხარ დარწმუნებული რას გეტყვის,როგორ გაიგებს თუნდაც შენს ერთ სიტყვას.
თუმცა უფრო რთული და მტკივნეულია როდესაც გულს გადაუშლი და არაფრად ჩაგაგდებენ,ისე წავლენ შენი ცხოვრებიდან რომ არც კი დაგემშვიდობებიან.

იასამანი🔞Where stories live. Discover now