ჩამავალი მზის სხივებში, ოთახი მოწითალო ტონებში იყო შეფერილი, ასე რომ თავისუფლად შევძელი მისი შეთვალიერება და სიმართლე ითქვას გავოცდი. მთელი ოთახის სიგრძეზე რკინის ძელი იყო მიმაგრებული, მარცხენა მხარეს 2 წყვილი რკინის ბოძი, ასევე გაურკვეველი ტრენაჟორები, ჰანტელები, თოკები. მინი ფიტნეს ცენტრი. ოთახის პირველ ნახევარში ორადგილიანი საწოლი და კომოდი იდგა. შუაში კომპიუტერის მაგიდა, რომელზეც ფურცლები ეყარა და ორივე მხრიდან წიგნებით იყო გარშემორყმული. ახლოს მივედი დასათვალიერებლად. ლექსიკონები, სხვადასხვა ქვეყნების ლეგენდები, კლასიკა, თანამედროვე ლიტერატურა: ფანტასტიკა, ფენტეზი, საშინელებათა, კომედია, თრილერი. ამდენი წიგნის სათაურების კითხვისგან თავბრუ დამეხვა. როდის ასწრებს ამ ყველაფრის წაკითხვას?
თავი გავაქნიე და უეცრად შევამჩნიე ის რასაც ბინდი მიმალავდა. მარცხენა კედელი მთლიანად სტატიებით და გაზეთების ამონაჭრელით იყო დაფარული, ადამიანების სურათები და მათი ბიოგრაფია, ინტერნერიდან ამობეჭდილი გვერდები და ყველა ხერხემლის დაზიანებას ეხებოდა. ესეიგი სუიციდა მართლა ცდილობდა ისევ გაევლო...
თვალები მოვჭუტე და კომპიუტერს დავხედე. ცდუნება დიდია, მაგრამ...
- თუ გაიგებს, მომკლავს- ჩავიბუტბუტე სანამ სკამზე ვჯდებოდი.
კომპიუტერი ხმადაბლა აგუგუნდა, იტვირთებოდა, რამდენიმე წამში კი ლურჯი ეკრანი გაჩნდა წარწერით "შეიყვანეთ პაროლი". რანაირი ადამიანია, ვინ აყენებს პაროლს კომპიუტერზე, როდესაც შენს ოთახში არავინ შედის? მითუმეტეს მაშინ როდესაც შენ თვითონაც არ გამოდიხარ. მეღადავება? მონიტორს თვალს არ ვაშორებდი, იმის ფიქრით თუ რა მექნა, როდესაც კითხვის ნიშანი შევამჩნიე. მინიშნება! ვნახოთ რაა. "კი აბა, მინიშნებას მოგცემ, იოცნებე!". კინაღამ ღრენა დავიწყე. ნერვებს მიშლის! ღრმად ჩავისუნთქე და უკვე გამორთვას ვაპირებდი, როდესაც გონებაში ერთმა იდეამ გამიელვა, უცბად ავკრიფე "აბადაახვიეჩემიკომპიუტერისგან". არა, სუიციდა სულ კომპს ეძახის. პაროლია "აბადაახვიეჩემიკომპიდან". ეკრანი წამიერად გაიყინა, თითქოს წყვეტდა გამიმხილოს თუ არა თავისი საიდუმლო. საბოლოოდ პროგრამამ გაიმარჯვა და საწყისი ეკრანი გამიხსნა. აი იმ მომენტში კი ნამდვილი შოკი ვიგრძენი. სუიციდას ეკრანის სურათად მანქანები და გოგოები კიარა, მისი, ჩემი და მი გიონის ერთად გადაღებული სურათი ეყენა. მახსოვს ის დღე.
YOU ARE READING
მეორე ცხოვრებაში გაგონებული
Fanfictionროდესაც მეოთხე სართულიდან ხტები, გგონია რომ მოკვდები. არ ელოდები, რომ გადარჩები. დაინვალიდებული. საავადმყოფოში გაღვიძებისას არც იმის გაგონებას ელოდები, რომ მშობლებმა გაგყიდეს და ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოგშალეს. ახლა მოგიწევს იცხოვრო იმ ადამიანთან ერ...