3 თავი

221 33 6
                                    

ამის დედაც... სად ჯანდაბაშია... ხომ იცის რაც მოუვა თუ დაიგვიანებს. დედა ჯერ არ მოსულა, მალე მოვა. სად ხარ ჯიმინ?! სიცოცხლე მოგბეზრდა?! უკვე თავბრუ დამეხვა ამდენი სიარულით. ნახევარი საათით იგვიანებს... უკვე მაშინებს, რამე ხომ არ დაემართა... უცებ კარის ხმა ისმის. იმედია ჯიმინი მოვიდა და დედა ვერ გაიგებს რომ ჯერ კიდევ არაა სახლში.

-იუნგიი

ჯანდაბა დედა უკვე სახლშია...

-გისმენ დედა?

-ჯიმინი სადაა?

-ახლახანს აბაზანაში შევიდა.

-კარგი. უთხარი ცოტახანში ჩამოვიდეს.

ჯანდაბა... ამ ნაბიჭვრის გამო დედას ვატყუებ. იმედია მეც არ გამომიჭერენ ტყუილში. ჯობია გარეთ გავიდე და იქ დაველოდო. კარები გავააღე და მაშინვე ჯიმინი შემეფეთა. ძლივს სუნთქავდა, სახეზე ფერი არ ედო. ახლა მზრუნველობის დრო არ მაქვს. ვეჩურჩულებოდი და თან ვეჩხუბებოდი:

-შენ რა სულ გამოშტერდი? სად იყავი! დედას რომ გამოეჭირე ხომ იცი რაც მოხდებოდა?! სიკვდილი მოგინდაა?!!

-ბოდიში

თავი ჩახარა ცოტა გაკვირვებულიც იყო ჩემი ასეთი საქციელით. არაუშავს... მეც კი მიკვირს.

-ამის დრო არაა ახლავე ზომოთ ადი ფრთხილად იყავი დედამ არ დაგინახოს

ვთქვი და სახლში შემოვუშვი.

-ჯიმინ, ჩამოდი ახლავე.

ჯიმინმა კიბეებზე აირბინა,მანამდე კი გაკვირვებული და მადლიერი მზერა მესროლა.

-იუნგი? მე მეგონა ჯიმინის ხმა გავიგე...

-არა დედა მე ვარ. ჯიმინმა თქვა მალე ჩამოვალო.

-კარგი.

ცოტახანში ჯიმინმა ჩამოირბინა კიბეებზე.

-ჯიმინ. სად იყავი?

-ამმ, უბრალოდ სანაპიროზე გავისეირნე.

ჩუმად ვვახშმობდით მაგრამ დედამ ეს სიმყუდროვე დაარღვია:

Everything Will PassWhere stories live. Discover now