ნიაკო:
მე მას ვატკინე!
ეს სპეციალურად არმინდოდა, ის სიტყვები ჩემი გულიდან არ იყო ამოსული. მე მაიძულეს ეგ მეთქვა, რადგან თუ არვიტყოდი ჩემ საყვარელ ადამიანს ატკენდნენ, რათმაუნდა ამაში ნოა იგულისხმება. მე საშინელი მეგობარი ვარ არ იმსახურებს ნოა ჩემნაირ მეგობარს, არც მე ვიმსახურებ საუკეთესო მეგობარს. ის სიტყვები ვუთხარი რომელის არ იმსახურებდა. დავინახე როგორ გაეყინა ნოას სახე და გაკვირვებული შემომხედა ამას ჩემგან არმოელოდა, ეწყინა მაგრამ ხალხის წინაშე არ შეიმჩნია. ყველაფერი ჩემი ბრალია, არუნდა მეკითხა ის კითხვა რომელიც ძალიან მაინტერესებდა. ჩვენ შორის ყველაფერს წერტილი დაესვა, ის მე მატკინა მე მას ვატკინე შეუძლებელია ჩვენი შერიგება. არამგონია ის მაპატიოს, ჩვენი საუკეთესო მეგობრობა დაინგრა ერთი კითხვის გამო და მას მოყვა ბევრი წყენა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვეწყობოდით და ვუგებდით, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გაფუჭდა ჩვენ შორის. ჩვენი მეგობრობა მენატრება, ის დრო მენატრება, ნოას მზრუნველობა, მისი ღიმილი, სიცილი, ირონია, და ხუმრობები მენატრება ეს ყველაფერი. ჩვენ არცერთი არ ვიმსახურებთ წყენინებას, ორივე ახლა განადგურებულები და გატეხილები ვართ.
საწოლიდან წამოვდექი და ცრემლები მოვიმშრალე, დიახ მე ვტიროდი იმის გამო რომ მეგობარი დავკარგე რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო. ქართულის წიგნი ჩანთაში ჩავდე და სამეცადინოდ დავაპირე წასვლა, ვიცოდი მანდ ნოას ვნახავდი რაც ძალიან არმინდოდა. იმ სიტყვის მერე მას სახეში როგორ შევხედო, სინდისი მჭამს და მრცხვენია. მარა მოგვიწევს ისევ ერთმანეთს ყურადღება აღარ მივაქციოთ, მასწავლებლების ამჩნევენ ჩვენ შორის რაღაც ცვლილებას მარა არგვეკითხებიან. ფეხით გზაზე მივაბიჯებდი და ბევრს ვფიქრობდი, ამდენმა ფიქრმა დამღალა და ენერგია წამართვა. მასწავლებლის სახლამდე მოვაღწიე და დავაკაკუნე, შემომიპატიჟა მაგიდაზე მოვკალათდი ნოა ჯერ კიდევ არიყო მოსული.
- ნოასაც დაველოდოთ - მითხრა ქალბატონმა მანანამ.
- დაველოდოთ.
მალე ნოას მოიყვანა თავის ძმამ სამეცადინოდ, ყურადღება არმომაქცია როგორც ყოველთვის ისეთი ნიჟივიუ ჩამირტყა ჩემ არსებობაშის ეჭვი შემეპარა. წიგნები ამოალაგა მაგიდაზე და მასწავლებელს შეხედა. მასწავლებელმას გაგრძელა გაკვეთილის ახსნა და ჩვენ ვუსმენდით მას.
- ნიაკო მართლწერის წიგნი გაქვს?. - მკითხა მასწავლებელმა.
- არა მას, არვიცოდი თუ გვჭირდებოდა ვიყიდი მერე.
- არაუშავს, ჩემ წიგნში ერთად ვიმუშავოთ - მითხრა ნოამ სერიოზული ტონით, მიუხედავად ამისა ჩემზე გაბრაზებული და ნატკენი იყო მაინც დამეხმარა რაღაცაში.
- მადლობა - თავი დავხარე, ძალიან ვნანობდი ის სიტყვები რომ ვუთხარი ჩემ საუკეთესო მეგობარს.
სირცხვილით ვკვდებოდი, თან მის წიგნში ვიყურებოდი და ვმუშაობდით. რაღაც თემებს გვაწერინებდა მასწავლებელი, გვავარჯიშებდა წერაში. ჩემთვის ეგ სულაც არ იყო რთული პირიქით მიყვარდა თემის წერა, ნოა ყურადღებით წერდა და მუშაობდა. მეცადინეობა დასრულდა, მასწავლებელს ჩვენი თემა ძალიან მოეწონა სწორად გვქონდა დაწერილი ორივეს. ნოამ ჯიბიდან ტელეფონი აიღო და თავის ძმას დაურეკა.
- ალო სად ხარ წესით აქ უნდა ყოფილიყავი. - უთხრა ტელეფონში თავის ძმას.
- შენ დებილიხარ? აქ მარტო როგორ დამტოვე საერთოდ თავში ჭკუა გაქვს? - დაუყვირა ტელეფონში, ასეთი გაბრაზებული არასდროს მინახავს ვენები ეტყობოდა, ძარღვები საშინლად ეჭიმებოდა.
- ეგ რა მნიშვნელოვანი საქმეა? არხარ ნორმალური გეფიცები - ამოიხვნეშა და სცადა თავი დაემშვიდებინა.
- ვინ მეგობარი? - გაკვირვებული ჰკითხა.
- აუ ჯანდაბაშის წასულხარ - ყურმილი გათიშა და ეცადა თავი ხელში აეყვანა.
ნოა მე შემომხედა გაბრაზებული, მერე ისევ ამოისუნთქა და თავის დამშვიდება სცადა.
- ნიაკო ბოდიში შეწუხებისთვის, ჩემი იდიოტი ძმა ქალებში წავიდა და აქ დამტოვა.
- არარის პრობლემა წაგიყვან - არ დავაცადე სიტყვის თქმა და მივახალე.
- მადლობა - ამოიხვნეშა და ძირს დაიხედა, ეტლს ხელი მოვკიდე და მივაგორე.
პირველად დამელაპარაკა ამდენი ხნის მანძილზე, ცოტა მიხაროდა რომ დამელაპარაკა. მისი ხმა მომენატრა, ახლა კი მის სახლში მიმყავს. მისთვის სულ მცალია, ბევრ დროს დავთმობ მისთვის რადგან ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, და ნამდვილი მეგობრობა მასწავლა. სახლამდე მალე მოვაღწიეთ, ამდენი გზა ორივე ჩუმად ვიყავით სიჩუმეს მხოლოდ ბორბლების ხმა არღვევდა.
- მადლობა ნიაკო. - მითხრა ნოამ.
- არაფრის.
- საღამოს იმ ადგილზე შევხვდეთ გინდა? - მკითხა რაზეს გული ამიჩქარდა და ხელის გულები გამიოფლიანდა.
- კი შეგხვდები.
ამ დროს მისი დედა გამოვიდა, გარედ რომ დამინახა მომესალმა.
- შენ ალბათ ნიაკო ხარ ხო?.
- კი - გავუღიმე, თბილი ქალი ჩანდა და ლამაზად მიღიმოდა.
- მადლობა ნიაკო, ჩემ შვილს ყველანაირად რომ ეხმარები და ემეგობრები, ის ბედნიერია შენნაირი მეგობარი რომ ყავს, ჩემ შვილს პირველად ეყოლა მეგობარი და მადლობელი ვარ შენით - მითხრა, მე კი მადლობა გადავუხადე, ალბათ ნოას სახლში ჩემზე მოუყვებია დედამისს რაზეს გამეხარდა.
- შენმა ძმამ რატო არმოგიყვანა. - კითხა თავის შვილს.
- ქალებში წავიდა - უთხრა ნოამ და თვალები ატრიალა.
- წესიერად ილაპარაკე, ის შენი ძმა.
- თავისი სიტყვით მითხრა ქალებში წავედიო, მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო და მეც სიმართლე გითხარი.
- მოვიდეს აქ, და ვასწავლი როგორ უნდა ქალებში სიარულს - თქვა გაბრაზებულმა დედამისმა, მე და ნოას გაგვეცინა.
მათ დავემშვიდობე და სახლში წამოვედი, მალე ნოას უნდა შევხდე ძალიან მიხარია იქნებ არის შანსი შერიგების, იქნებ შევძლოთ ისევ გავაგრძელოთ მეგობრობა. ასეთი ბედნიერი და გახარებული არასდროს ვყოფილვარ, ეს ორი დღე ვიყავი განადგურებული და გატეხილი მერე ნელნელა ყველაფერი გამოსწორდა. ინტერესი მკლავს, ძალიან მაინტერესებს რისთვის დამიძახა, მეცადინეობას მალე მოვრჩი ამასობაში დაღამდა კიდეც.
საათს დავხედე და სახლიდან გამოვედი, დანიშნულების ადგილს მივაღწიე და იქვე ჩამომჯდარი ნოა დავინახე ამჯერად ბალახზე იჯდა. ალბათ მისმა ძმამ დაეხმარა, ის კადრები დამიტრიალდა თავში ერთად რომ დავწექით ბალახზე და ვარსკვლავებს ვუყურებდით და გამეღიმა. მასთან მივედი და გვერდით ჩამოვჯექი, შემოტრიალდა შემომხედა და ძლიერად ჩამიკრა გულში. მისი გულის ცემის ხმა მესმოდა, მეც ამიჩქარდა გული სწრაფად, და ხელისგულები მიოფლიანდებოდა, ლამის სუნთქვა გამიხშირდა. ის ძლიერად მიჭერდა და მეხუტებოდა თითქოს ჩემ თავს ვინმე ართმევდეს, ბედნიერი ვიყავი და გულში მიხაროდა მისგან ეს საქციელი.
- გახსოვს ერთმანეთს ფიცი რომ დავუდეთ? რომ არასდროს დავტოვებდით ერთმანეთს?. - ალაპარკდა ნოა.
- კი მახსოვს
- ხოდა მაგრამ ჩვენ ფიცი დავარღვიეთ, ერთმანეთი დავკარგეთ.
- შანსი არარსებობს შერიგების?.
- არვიცი - ძირს დახედა და მერე ამომხედა - ნიაკო აქ იმიტომ დაგიხახე მინდოდა ბოდიში მომეხადებინა მომხდარისთვის, ის რაც გითხარი შენ ამას არიმსახურებდი, ის კითხვა რომელიც დამსვი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და თავი ვერ გავაკონტროლე, ამიტომ მაპატიებ?.
- კი გპატიობ, რაც არუნდა იყოს ყოველთვის გაპატიებ - ვუთხარი თან მიხაროდა რომ დალაგდა ნაწილობრივ რაღაც ნაწილი.
- შენნაირ კარგ მეგობარს არვიმსახურებდი მე, რადგან საშინელი მეგობარი ვარ - თქვა ნაღვლიანად.
- რაც ამბობ ეგ აღარ თქვა, პირიქით შენ იმსახურებ ასეთ მეგობარის როგორიც გყავს, ეგ აღარ თქვა შენ ჩემთვის საუკეთესო მეგობარი ხარ.
- რად გინდა ისეთი მეგობარი? რომელიც ვერ დადის, რომელიც არც ცხოვრებაში გამოადგება რამეში - მითხრა და თავი ძირს დახარა, გული საშინლად დამეწვა ჩემს სიტყვების გამო დღესაც სტკივა გული.
- ნოა ძალიან ვწუხვარ, ის სიტყვები რაც გითხარი არ იმსახურებ ბოდიში, ეგ ჩემი გულიდან ამოსული სიტყვები არიყო, მე შენ საუკეთესო მეგობრად გთვლიდი, და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყავი, შენ ამ მწარე სიტყვებს არ იმსახურებ, ღმერთო ჩემო როგორ ვნანობ ეს ყალბი სიტყვები რომ გითხარი რომელიც არიყო გულიდან ამოსულს, ნოა იძულებული გავხდი ეგ მეთქვა შენთვის, რადგან ასე შენ დაცვას შევძლებდი?.
- რა დაცვას - გაკვირვებული შემომხედა.
- ის ბიჭებმა მაიძულეს მეთქვა ეგ საშინელი სიტყები თორე გატკენდნენ.
- ანუ საყვარელ ადამიანში მე მიგულისხმეს?. - მკითხა დაინტერესებული.
- ხო.
- ნაბიჭვრები.
- ხო, მაპატიე, ვნანობ ძალიან ის სიტყვები რომ გითხარი, ჩემი გულიდან წამოსული არარის, შენ ცხოვრებაში ყველაფერს კარგს იმსახურებ რადგან ძალიან კეთილი და საუკეთესო ადამიანიხარ.
- მესმის შენი, გპატიობ ნიაკო, ღმერთო ჩემო როგორ მენატრებოდი, შენი ნაზი ხმა მენატრებოდა, ჩვენი მეგობრობა მომენატრა, ჯანდაბა! შენ გარეშე ორი დღეს ვერ გავძელი - მითხრა და მე სიხარულისგან თვალები ამიწყლიდანდა, ძლიერად ჩავეხუტე და მის მკლავზე ტირილი დავიწყე.
- მეც ძალიან მენატრებოდი, ისე მიგეჩვიე უშენოდ ვერ ვძლებდი.
- ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ხარ, დაე დავივიწყოთ ის რაც მოხდა, დავუბრუნდეთ ჩვენ მეგობრობას და ისევ ერთმანეთი არ დავკარგოთ გავუფრთხილდეთ.
- რათქმაუნდა, აღარასდროს მივატოვოთ ერთმანეთი, ნოა შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, შენ მე მასწავლე ნამდვილი მეგობრობა.
- სამუდამოდ ერთად - თქვა ნოამ.
- სამუდამოდ ერთად - ბალახზე დავწექით და სიცილი დავიწყეთ, ნოამ ხელი ჩამკიდა და ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს ავხედეთ. ორივე სიჩუმით ვტკბებოდით და მოელვარე ვარსკვლავებს ვუყურებდით ღამეს, თან ჩუმად ვიცინოდით ბედნიერებისგან.ნამდვილი მეგობრობა არასდროს იკარგება!.
ახალი თავის დაიდო მეგობრებო💙მოულოდნელი სასიხარულო მოთხრობით💜ჩვენი ნიაკოს და ნოას შერიგება რამდენს გაგეხარდათ😊? როგორ მოგწონთ ეს მოთხრობა თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიარეთ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ მოთხრობამ?😊🥰მადლობთ ვინც აქტიურობთ, თქვენი აქტიურობა ჩემთვის დიდი სტიმულია😊💚
soap forever 🧼
YOU ARE READING
შენ ამას შეძლებ
Romanceმოთხრობა მოგვითხრობს ჩაკეტილ გოგონაზე რომელსაც მეგობარი არასდროს ყოლია, მის კლასში გადმოვა ახალი მოსწავლე ეტლით, მას სიარული არშეუძლია და ეტლით დადის ისიც განსხვავებული ადამიანია და არც მას არყოლია მეგობრები, ჩვენ მოთხრობაში გავიგებთ თუ როგორ განვით...