29

333 30 9
                                    

თვალს ვავლებ ატირებულ ჯანქუქს, მინდა რომ ჩემს მკლავებში მოვიქციო  თუმცა ხელის აწევით მაჩერებს. არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს მხოლოდ ის ვიცი რომ ამ კოშმარიდან მხოლოდ მაშინ მოვახერხებ თავის დახსნას თუ მას შევეხები.
- ქუუ.
- მითხარი კიმ თეჰიონ შენი შურისძიება ამად ღირდა, მიიღე ის რაც გინდოდა?
- რას ამბობ ქუუ, მე არ...
- კიდევ დარჩა რამე ისეთი რომ წამართვა, რომ  გამანადგურო.
- პატარავ...
- გთხოვ გაჩერდი,გთხოვ...- ჩურჩულებს ატირებული და ხელებს ყურებზე იჭერს.
- მომისმინე ქუუ...
- არა შენ მომისმინე კიმ თეჰიონ. ვიცოდი რომ ჩემი განადგურება გინდოდა მაგრამ არ მეგონა თუ ჯინს შეეხებოდი. შენ მას შეეხე კიმ.
- რაზე საუბრობ მე არ...
- ჯინის ჯანმრთელობით, სიცოცხლით ითამაშე.
- პატარავ.
- იმედია კმაყოფილი იყავი როდესაც ჩემი სახლი იყიდე.
- მომისმინე ქუუ გთხოვ.
- და მერე როდესაც მიხვდი რომ მე ვერ გამაკეთებინებდი იმას რაც გსურდა იუნგი ჰიონი დაიხმარე, ხაფანგი მომიწყვე და შენს მიერ დადგმულ სპექტაკლში მთავარი როლი შევასრულე.
- ასე არაა.
- ანუ ასე არაა?
- არაა,გეფიცები იუნგი ჰიონი ის...
- გინდა დამაჯერო რომ მას მონაწილეობა არ  მიუღია.
- ქუუ.
- თაე შეგიძლია ერთხელ მაინც იყო რეალური ნიღბების გარეშე, ერთხელ მაინც თქვა სიმართლე.
- პატარავ.
- სად იყავი დღეს?
- ქუუ.
- თუ სიმართლეს მიპასუხებ  გეფიცები  შენს ვერსიასაც მოვისმენ, უბრალოდ სიმართლე მითხარი.
- ქუქი.
- თეჰიონ.
- ჯინს ვხვდებოდი.- ვჩურჩულებ და მას თვალს ვავლებ რაზეც წამიერად  ეღიმება.
- ანუ ჯინს ხვდებოდი.
- ასეა.
- და რაზე საუბრობდით თუ საიდუმლო არაა.
- მე სიურპრიზის მოწყობა მინდოდა, ჯინი კი ამაში მეხმარებოდა.
- ტყუი.
- ასე არაა.
- ღმერთო ჩემო თეჰიონ  რატომ ტყუი.შენ ის ნახე.
- ვინ ის?
- გოგონა ფოტოებიდან.
- მომისმინე.
- საკმაოდ მოვისმინე და საოცარი ხედითაც დავტკბი.
- ქუქი.
- იცი სიმართლე რომ გეთქვა მაინც  გაპატიებდი  იმიტომ  რომ მე სულელს შემიყვარდი. ჩემს გრძნობებზე მინდოდა შენთან საუბარი, მაგრამ მითხარი  რომ მნიშვნელოვანი  საქმე გქონდა,მეც ბრმად  გენდე და საბოლოოდ  საკუთარი თვალით ვნახე შენი მნიშვნელოვანი საქმეც.
ვიცოდი რომ გძულდი, ვიცოდი რომ ვერ მიტანდი და ჩემი განადგურება გინდოდა მაგრამ თავს ვერ მოვერიე, შენთან ახლოს ყოფნისას  სითბოსა და  სიყვარულს ვგრძნობდი. მეგონა შენთვის  რაღაცას მაინც ვნიშნავდი, მეგონა  რომ შენს  ცხოვრებაში  მქონდა  გარკვეული ადგილი მაგრამ შენ ისევ გამაცურე თეჰიონ. შენი  მოფერება, მზერა მხოლოდ ნიღაბი იყო უბრალო მირაჟი მე კი როგორც სულელს შემიყვარდი თეჰიონ.
იმედია შენი შურისძიება ამად ღირდა. იმედია მიიღე ის რაც გინდოდა. მხედავ მე აღარაფერი აღარ მაქვს რაც მე მეკუთვნოდა ყველაფერი შენია სახლი, სული, გული თვით ჩემი სხეულიც კი რომელსაც არ შეხებიხარ, ჩემგან ყველაფერი წაიღე, იმედია ბედნიერი ხარ.
- ქუუ გთხოვ მომისმინე მე...
- ვიცი რომ ამ სახლიდან მხოლოდ მკვდარი გავალ, მაგრამ  მე მივდივარ თეჰიონ.
- შენ ვერ...
- იცოდე თუ აქ  გაჩერებას მაიძულებ პირველივე მცდელობით ვეცდები თავის მოკვლას.
- ქუუ.- ვჩურჩულებ და ვცდილობ მის გაჩერებას თუმცა მისი სიტყვები ადგილზევე მაშეშებს.
- სერიოზულად ვსაუბრობ თეჰიონ არც კი იფიქრო.- ამბობს თუ არა კარისაკენ მიდის  როდესაც ჯეი აჩერებს თუმცა ხელის კვრით იშორებს მას ქუქი.
- არ იფიქრო რომ შენ რაიმე შანსი გაქვს, არც შენი დანახვა  მინდა. მოგისმინე  ეხლა დამდე პატივი და ჩემი ცხოვრებიდან გაქრი.- ამბობს თუ არა კარისაკენ მირბის ვცდილობ  უკან გავყვე თუმცა გზას ჯეი მიღობავს ღიმილით.
- გამატარე შე ნაბიჭვარო.
- იცი რა კიმ. ის თუ ჩემი არ იქნება არც არავისი იქნება.- ამბობს სიცილით და ხელს მკერავს თუმცა მალევე კედელზე ვაკრავ და ერთს ძლიერად ვარტყამ სახეში. სახლიდან გავრბივარ  თუმცა ქუქის ვერსად ვერ ვხედავ. მთელს სხეულში საშინელ ტკივილს ვგრძნობ საშინლად გაბრაზებული სახლში ვბრუნდები და ჯეის თვალს ვავლებ რომელიც იცინის და ტუჩიდან სისხლს იწმენდს.
- იცი, ყოველთვის  მეგონა რომ ეს დღე არასოდეს არ დადგებოდა მაგრამ მიხარია რომ შევცდი.- ვამბობ და  მისკენ  ღიმილით მივდივარ.
- კიმ.- მესმის მისი  ხმა და წამიერად თვალს მავლებს .
- შენ საკუთარ სიკვდილს მოაწერე  ხელი. - ვამბობ სიცილით და ძლიერად ვურტყამ სახეში ხელს, მთელს სხეულს ვულურჯებ, ვცდილობ თითოეული ძვალი  დავულეწო, კედელზე ძლიერად ვაკრავ, ხელებს კისერზე ძლიერად ვუჭერ. მესმის
მისი სუსტი  ხმა თუმცა არც მინდა რომ გავჩერდე  ან რატომ უნდა გავჩერდე ერთადერთი ნათელი წერტილი  რაც ჩემში იყო  ჩემგან წავიდა, მის გარეშე  კი ცხოვრება არც კი მინდა.
- კ-კ-კიიმ.- ძლივს  ამოიხრიალა და კიდევ ერთხელ სცადა საცოდავად გაბრძოლება  სიცოცხლისთვის თუმცა ყველანაირი გზა მოვუჭერი, ვაკვირდებოდი როგორ ეცვლებოდა ფერი სახეზე  როგორ უჭირდა სუნთქვა და ამით სიამოვნებას  ვიღებდი.
- ღმერთო ჩემო კიმ თეჰიონ, შეწყვიტე, გესმის შეწყვიტე.- გავიგონე ვიღაცის ყვირილი თუმცა ხელებს უფრო ძლიერად ვუჭერ გაშვების მაგივრად.
- გაჩერდი, ჯანდაბა თეჰიონ  შეჩერდი გავიგონე უფრო ახლოდან ხმა და მალევე ჯეის სხეული ხელებიდან გამომგლიჯეს.
- კი-კიმ მე შენ...
- მოკეტე ჯეი.
- რა ჯანდაბას აკეთებ  ჰიონ.- ვყვირივარ და კიდევ ერთხელ  ჯეისაკენ  მივდივარ თუმცა სახეში  ძლიერად მარტყამენ.
- ჰიონ...
- აზრზე მოდი თეჰიონ.- მიყვირის  ჯინი და ხელებს ძლიერად მხვევს მე კი უკვე მეორეჯერ ვტირივარ  პატარა ბავშვივით ჯინის მკლავებში.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Where stories live. Discover now