THREE : Nothing With You

511 67 26
                                    

ნამჯუნი იუნგის მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ პოულობს, ისიც თავისივე სახლში. ლამის კარების შემტვრევა უწევს, რომ როგორღაც შიგნით შეაღწიოს. ბოლოს არკვევს რომ მხოლოდ სახელურის ჩამოწევა იყო საჭირო. იუნგი გაუნძრევლად წევს დივანზე, სახლში ზედმეტი არაფერია, გარდა ჟურნალების მაგიდაზე დაწყობილი რამდენიმე ბოთლისა, რომლის ნახევარიც ალკოჰოლისაა, დანარჩენი კი უბრალოდ კოლა.

- მეგონა მოკვდი,- მხარზე ეხება და ძლიერად ანჯღრევს,- მინდა სიფათი გაგიერთიანო დეპრესიული გოგოსავით რა ჯანდაბის გამო იქცევი?

იღრინება კიმი და კიდევ ერთხელ ძლიერად ჰკრავს ხელს.

- მანერვიულებ თანაც ძალიან,- ბუზღუნებს და ფეხებს იატაკზე აყრევინებს, თავად კი გვერდით უჯდება.- განა შემომხედავს.

საყელოში ავლებს ხელს და სახეს უსწორებს.

- გინდა დაგარტყა, რომ გონს მოხვიდე?- წუწუნებს და ხელს უშვებს, იუნგი კი ისევ ისე ვარდება დივანზე, როგორც იყო. ნამჯუნი ოხრავს, ხვდება, რომ რაღაც უნდა მოიფიქროს, რომ ასე ვერ გაგრძელდება.

- შემეშვი რა, მალე კარგად გავხდები,- ხმას იღებს მინი,- აი, სულ რამდენიმე დღეც და მორჩა დავივიწყებ.

- ნეტავ ვის ატყუებ, მე თუ საკუთარ თავს,- ატრიალებს თვალებს და სამზარეულოდან გამოტანილ ცელოფანშუ ცარიელ ბოთლებს ყრის.

- სერიოზულად, ყველაფერი რიგზე იქნება, სულ ყველაფერი,- ბურდღუნებს და იქვე ეძინება. ნამჯუნი აღარ აწუხებს, ტოვებს, რადგან სხვა ვერაფრით ეხმარება, მაშინ დაელოდება, როდის მივა თავად იუნგი მასთან.

მინი კიდევ სამი დღე ატარებს სახლში დროს, ნელ - ნელა წესრიგდება, რატომღაც თმას იჭრის. ყველა იმ სამკაულს იხსნის, რომელიც ჯიმინმა აჩუქა, მხოლოდ წითელ ძაფს იტოვებს მარცხენა მაჯაზე, სველ თმებზე კეპს იფარებს და ფეხით მიუყვება გზას.

- საით გაგიწევია?- ისმის ეზოს მეორე მხრიდან მისი ახალი მეზობლის, ჯონ ჰოსოკის ხმა.- ასე ადრიანად ჯერ არ დამინახიხარ გარეთ.

You'll also like

          

- ზაფხულია თითქმის, ჰოსოკ, ეგ პრობლემა აღარაა,- ბუზღუნებს ხმადაბლა, მაგრამ მის გასაგებად.- უნივერსიტეტში მივდივარ.

- საღამოდ გადმოდი ჩემთან თუ გეცლება,- ეკრიჭება და იუნგიც ხვდება რისთვის იხმობენ, ასე რომ, მხოლოდ თავის დაქნევით თანხმდება და გზას აგრძელებს.

კვირაზე მეტია ჯიმინი არ უნახავს, არც დაურეკავს მისთვის, ტელეფონი სადღაც ჯანდაბაში მოისროლა. ესმოდა კარზე კაკუნის ხმა შიგადაშიგ, მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს იქ არ იყო. ჯიმინი კი ფიქრობდა, რომ ალბათ სახლი ცარიელი იყო. კაკუნი და ტელეფონზე ბზუილი მეოთხე დღეს შეწყდა. იუნგიმ მისგან ზუსტად ორმოცდაცხრა ზარი მიიღო და ასამდე შეტყობინება, ყველა უპასუხოდ დატოვა, არა მხოლოდ ეს, წაკითხვაც არ ინება.

ახლა მშვიდად მიუყვება ბილიკს, იმაში დარწმუნებული, რომ ჯიმინი აღარ აინტერესებს, აღარ დაიწყებს მასთან ზედმეტად ახლო ურთიერთობას. მოიქცევა ისე, როგორც ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მეგობარი. თუ მას საუბარი მოუნდება, იუნგი მოუსმენს, მაგრამ აღარ მოექცევა ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. ეცდება დიდი დრო ნამჯუნთან გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი იდიოტი მუდმივად ნერვებს უშლის, მაინც ძალიან აფასებს მას.

- შენს გამოჩენას აღარ ველოდი,- ლამის ზედ ახტება ნამჯუნი, ხელს მხარზე ხვევს და ჩანთას ზურგზე იგდებს.- გამიხარდა რომ გამოხვედი.

- სულ სახლში ჯდომა მოსაბეზრებელია,- ატრიალებს თვალებს იუნგი,- შენ სად იყავი?

- სახლი, უნივერსიტეტი. შენს გარეშე მოვიწყინე,- მხრებს იჩეჩს კიმი.

- და ის...

- ჯიმინი თავიდან რამდენიმე დღე მაწუხებდა, შენ გეძებდა, მერე შეწყვიტა, აღარც მისი ზარები მიმიღია,- ამოთქვამს ნამჯუნი დამწუხრებული,- არც კი მინახავს, რადგან ნორმალურად უნივერსიტეტშიც არ მივსულვარ. ასე რომ, არაფერი ვიცი.

MY NAMEWhere stories live. Discover now