🌈Gracee_30🌈

183 42 11
                                    


1. რას გვეტყვი შენს შესახებ ? 

უამრავი მიზანი და ონცება მაქვს, მათ რეალობად ქცევისთვის კი ბევრს ვშრომობ და ვიშრომებ მომავალშიც.

2. შენი ნიკნეიმი ვატპადზე და აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ?

გრეისი -" აპატიეთ საკუთარ თავს წარსულის შეცდომები და იარე წინ!" საკუთარ თავს ვგრძნობ "გრეისში".

3. რამ გადაგაწყვეტინა თავიდან აქ მოსვლა და წერის დაწყება ? არსებობს თუ არა ფიქცია, რომელმაც სურვილი გაგიჩინა, რომ წერა დაგეწყო ?

სულ პირველად მეგონა რომ ვატპადზე მხოლოდ მკითხველის სტატუსი მექნებოდა. მაგრამ შემდეგ ჩემს ნაშრომებს საწყლად გადავხედე და ვუთხარი ბედი ჩვენც ვცადოთ მეთქი. ფიქციამ არა მაგრამ ადამიანმა გამიჩინა სურვილი წერის დასაწყებად.

4. მუსიკა, რომელიც გიყვარს არის..

Pink Sweat$ - 17, New Empire - A Little Braver. 

5. სად ხედავ შენს თავს ხუთი წლის შემდეგ ?

მე-4 კურსზე ვიქნები. ოცნებების ახდენის პროცესში. მაშინ კი აუცილებლად გამოვცემ ჩემს წიგნს.

6. საყვარელი წიგნი. 

- ბევრი ფიქრის გარეშე "გრაფი მონტე-კრისტო", ჩემთვის ყველა გრძნობის ნაზავია ამ წიგნში.

7. მიყვარს როცა...

ჩემი იმედები მართლდება

8. ნებისმიერი ფიქცია, რომლის რომელიმე პერსონაჟი ძალიან გგავს და რატომ ამგვანებ შენს თავს ?

- საკუთარ თავს ჩემივე "White Tulips"-ის ჰან ჯინმინს ვამსგავსებ. სინამდვილეში ეს ჩემი კორეული სახელია... მასში ჩემი თვისებები ცოცხლობს. თამამია და საწადელის მისაღწევად ბოლომდე ბრძოლობს. ასევე უყვარს, მაგრამ აღიარებას თავს არიდებს... ორივეს პირველი სიყვარული ბატონი კიმ თეჰიონია.

You'll also like

          

9. შენი აზრით, რა არის სიყვარული ? 

სიყვარული გრძნობაა, რომელიც ჭკუიდან შლის ნებისმიერს ვინც მას მიიღებს "-ჩემი "Snow Flower"-დან. სიყვარული ნდობაა იმის მიმართ ვისაც საკუთარ თავს ნებისმიერ დროს უყოყმანოდ ანდობ.

10. სიკვდილამდე ერთი დღე გაქვს დარჩენილი. რას გააკეთებ ? 

მათ ვინც მიყვარს ვეტყვი რომ მიყვარდა, დარჩენილს საათებს კი მიჯნურთან ერთად გავატარებ ბოლო ამოსუნთქვამდე. 

11. პატარა ისტორია, რომელსაც გაგვიზიარებდი. 

დაახლოებით 2 წლის წინ თემების კონკურსში მივიღე მონაწილეობა. დიდ იმედებს არ ვამყარებდი, რადგან იმედების გაცრუების მეშინოდა. უეცრად ტელეფონზე შემოდის ზარი და მეუბნებიან "თქვენი ჩინური ვარდისფერი საუკეთესოებში მოხვდა"-ო. შოკი მივიღე. მაშინ პირველად ვიამაყე საკუთარი თავით. ჩემი ჩინური ვარდისფერი კი წიგნშიც დაბეჭდეს.

12. რომელ მწერალთან ითანამშრომლებდი ? 

ილია ჭავჭავაძესთან, მასთან ერთად იმ ეპოქაში ცხოვრება მსურს.

13. რისი ფობია გაქვს ? 

- გველების !! 

14. შენი დაწერილი პირველი და ბოლო ფიქცია ან ვანშოთი.

პირველი"White Tulips"(ფიქცია) და ბოლო"Snow Flower"(ვანშოთი).

15. რას გვეტყვი ჯგუფ ვატპადელებზე ? 

პირველ რიგში მადლობა ჯგუფის შემქმნელებს, მათ მართლაც რომ დიდი ამაგი აქვთ გაწეული ამ ჯგუფისთვის. ვატპადელებს კი წარმატებას ვუსურვებ, როგორც ვატპადის ასევე რეალურ სამყაროშიც.

16. წიგნი თუ ფილმი ? 

ბევრი წიგნი ბევრს ფილმს სჯობს ან პირიქით. მე მაინც წიგნს ვამჯობინებ, კითხვით მიღებული სიამოვნება სულ სხვაა, აღმაფრენააა. თან ჩემი წარმოსახვითი პერსონაჟები ბევრად უფრო ლამაზები და სიმპატიურები არიან.

17. სიზმრის მართვა გიცდია ? 

არ ვიცი ამას მართვა თუ ჰქვია, მაგრამ როცა ვგრძნობ რომ სიზმარია ვცდილობ ხელი უფრო მაგრად ჩავკიდო და მისი სითბო გაღვიძების შემდეგაც დიდხანს ვიგრძნო. დიახ, სიზმრების სამყაროშიც რომანტიკოსი ვარ.

18. შენი ცხოვრების დევიზი.

ყოველ ჯერზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენე.

მადლობა ინტერვიუსთვის Gracee_30 !🌈💜

წარმატებებს გისურვებ💜

🌈ვატპადელები🌈

ინტერვიუ Gracee_30 - სთან !Where stories live. Discover now