როდესაც ვერ ხედავ ვერაფერს ზუსტად მაშინ ხედავ ყველაფერს

34 5 1
                                    


- რა არის ქაოსი? - გაისმა ლექტორის ხმამაღალი ბგერები რომლებიც უხეშად მომხვდა ყურში - ქაოსი ეს არეულობაა, მოუწესრიგებლობა, სად რა არის არავინ იცის ამიტომ ქვია ქაოსი ეს არეულობაა...

და ჩემთვის დამცინავად ჩავილაპარაკე - ამას საერთოდ ლექტორის სტატუსი რატომ მიენიჭა - და როდესაც კაცმა შეწყვიტა საუბარი მივხვდი ისევ უნებურად და უხეშად გავფანტე ცინიზმის ბგერები მთელს აუდიტორიაში, წამიერი დუმილის შემდეგ ისევ განავგრძე ჩემი კონცეფციის არგუმენტირება:

- ქაოსი.. ქაოსი.. ეს სიტყვა ძირითადად ასოცირდება დიახ - არეულობასთან, უწესრიგოებასთან მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ ზედაპირულად უყურებ. კი, ზოგჯერ საჭრიოა შორიდან დააკვირდე, მაგრამ არა ახლა. ქაოსი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით არის სიცარიელე, უფსკრული, წყვდიადი... თუმცა ახლა ბერძნული მითოლოგია არ გვჭირდება - ფეხზე წამოვდექი მეტი თავდაჯერებულობისა და ყურადღებისთვის - რას იტყვით ცნებაზე: ქაოსის კანონზომიერება? არა ქაოსი, არა კანონზომიერება, არამედ ქაოსის კანონზომიერება.

ვფიქრობ თქვენ მითუმეტეს კარგად უნდა იცოდეთ რას ნიშნავს კანონზომიერება, მაგრამ მაინც ვიტყვი - ეს არის მოვლენების განვითარების ლოგიკურობა. ეს არის რაღაც რაც მიიწევს წინ რაღაც ფორმულით, რაღაც წესით და ჩვევით. რაღაც ერდიაიგივე ზუსტად გამეორებული ობიექტი, რომელიც არ იცვლება რადგან ფორმულაა ასეთი. ის უსასრულოა როგორც რიცხვები, მაგრამ ეს არ არის მათემატიკური კანონზომერება თუმცა ჰგავს. ქოსის კანონზომიერებაში არის რაღაც რაც ეტაპობრივად ტრიალდება, იმეორებს რუტინულად ყველაფერს. ქაოსური კი იმიტომაა რომ ბევრი კანონზომიერება, ბევრი წყობა და წესრიგი ზავდება,ერთმანეთში ირევა. ეს მწყობრი მატერიისგან შემდგარი სიმრავლეების თანწყობას ჰგავს. თითო ელემენტი რაიმე საკოორდინანტო სიბრტყეზე თავიანთ წერტილებში რიტმულად მწყობრში მოქმედებენ. თითო სიმრავლეზე კანონზომიერებით მუშაობენ ეს წერტილები და სხვას არუშლიან ხელს, თუმცა აქ ერევა სხვა სიმრავლეებიც და ხდება ისე რომ ბევრი წესრიგი, ქმნის ერთ დიდ, ერთი შეხედვით არეულ უწესრიგობას. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ნათურები რომელებიც რეკლამების აბრებადაა გადაკეთებული. როდესაც მასზე განათებულ ნებისმერ წარწერას წაიკითხავთ ერთი შეხედვით ისე ჩანს თითქოს მართლაც ნათურები წერენ სიტყვას. როდესაც სიგრძეზე მიდის რაიმე ფრაზა ჩანს რომ ნათურები წერენ,მოგზაურობენ მაგრამ კარგად რომ დავაკვირდეთ ყველანი მივხვდებით რომ სწორ ადგილას, სწორ დროს დამონტაჟებული და დაპროგრამებული ლოკაციაუცვლელი ნათურები უბრალოდ ანათებენ და ქრებიან. სულესაა, ქაოსის კანონზომერება ერთი შეხედვით დამაბნეველი ილუზიაა რომ თითქოს რაღაც არეულია მაგრამ ყველაფერი ზედმეტად,გადაჭარბებულად მწყობრშია. - საუბრისგან დაღლილი ოდნავ ქოშინით ვუმზერდი ლექტორს, რომელსაც თითქოს დამცირებისგან სიბრაზის ძარღვი ეტყობოდა შუბლზე და სათქმელი რადგან არაფერი ჰქონდა კიდევ უფრო გაუაზრებელი რამ მითხრა

ქაოსის კანონზომიერებაWhere stories live. Discover now