დილის ბურუსი სამყაროს უფრო აცხუნებდა. ყოველთვის, როცა მოღრუბლულია უფრო ცხელა, ზაფხულში რათქმაუნდა.
სახლში კარის გაღების და ფეხების შემობიჯების ხმა გაისმა, მაგიდაზე კი გასაღების დადების.
- შემოდი, დაჯექი... - ქალის ხმა ჩუმი იყო, მაგრამ სიჩუმით მოცულ სახლში ხმამაღალი.
- მარტო ხარ? შენი ბიჭი არ არის სახლში? - სტუმარმა გარშემო მიმოიხედა და ისევ ქალზე შეაჩერა მზერა.
- არ ვიცი, წავალ ვნახავ ოთახში თუ არის. ადრეა და შეიძლება ჯერ კიდევ
სძინავს. - ქალმა გაიღიმა და თავისი ნივთები ბარზე დააწყო.
- მე, რომ შენთან მივდიოდი ჩემი ბიჭი სახლში არ იყო. ალბათ ისე რომელიმე კლუბში აქვს თავი მაგიდაზე ჩამოდებული და
სძინავს... - კაცმა იმედგაცრუებულად გააქნია თავი.მისის კიმმი, კიბეების საფეხურებზე მიაბიჯებდა ფეხებს. დერეფანი გაიარა და ბოლო თეთრ კარებთან შეჩერდა. თეჰიონს კარებზე მიუკაკუნა და სახელური ოდნავ ჩამოქაჩა, შიგნით შეიჭყიტა და სანახაობამ გააკვირვა.
მისი შვილი და ჯონგუკი ერთად იწვნენ. მისთვის ეს ახალი იყო. თეჰიონს კი ჰქონდა მოყოლილი, რომ სექსი ჰქონდათ, მაგრამ არ წარმოედგინა ეს რეალობაში.კარები ფრთხილად გამოხურა და ჰაერი ჩაისუნთქა. სახე დააწყნარა და დაბლა ჩავიდა.
- ჩაი, ყავა, წყალი? - გაღიმებული სახით იკითხა და ჩაიდანი წყლით აავსო.
- ყავას დავლევ... - სტუმარმა გაიღიმა და მის შეკვეთას სანამ ელოდა გარშემო სახლა ათვალიერებდა, სადაც პირველად იყო.
- სძინავს? - ცხელი ყავა ფრთხილად მოწრუპა სტუმარმა და სასიამოვნო სახე მიიღო.
- ჰო, სძინავს... - ქალმა ჭიქას ხელები შემოჰხვია და მოძრავ, ყავისფერ სითხეს დააკვირდა.მისის კიმი ჰგონებდა, რომ მაღლა გვრიტები გვიან გაიღვიძებდნენ...
ჯონგუკი შეიშმუშნა და თეჰიონისკენ გადაბრუნდა. ტურფას თმები აჩეჩოდა და ტუჩები გამუქებოდა. სახე ანგელოზს მიუგავდა.
ჯონს გაეღიმა და მისკენ კიდევ უფრო მიიწია.
'ჩემი სიცოცხლე' ჩასჩურჩულა ყურთან და საფეთქელთან პატარა კოცნა დაუტოვა.
YOU ARE READING
ვისაც არ ჰყვარებია, არ უცხოვრია
Fanfiction- ლამაზი პროფილი გაქვს... - თეჰიონმა ხმის მიმართულებით გაიხედა და ხელში ცინიკური სახის ბიჭი შერჩა. შეათვალიერა, ბიჭს სიგარეტი ეჭირა მარჯვენა ხელში და აბოლებდა. - რა? - თეჰიონმა ვერ გაიგო რა მხრივ ეუბნებიდა უცნობი ამ სიტყვებს. - ლამაზი ხარ... - უცნ...