-არიანას თვალთახედვით-
დღეს ქეთრინთან ერთად საქორწინო კაბის საყიდლად მივდივარ. დედაჩემსაც უნდოდა ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ რეისი არ იყო..
ქრისტიანი: მიდიხარ?
არიანა: ხო. უნდა წავიდე. ახლა ზუსტად ეს მჭირდება. მიყვარხარ, ქრისტიან.
ქრისტიანი: მეც მიყვარხარ.
___
"საქორწინო კაბების მაღაზიაში"
___
არიანა: გამარჯობა?
მაღაზიაში არავინ იყო..
გამყიდველი: გამარჯობა, თქვენ მის მილერი უნდა იყოთ, არა?
უკან მივბრუნდი და ქალბატონი შევნიშნე..
არიანა: დიახ, მე ვარ.
გამყიდველი: თქვენი მეგობარი გელოდებათ. გამომყევით..
...
გავყევი, მაგრამ ადგილზე გავიყინე, როდესაც ნაცნობი სახე დავინახე..
არიანა: დედა?
ცრემლები მომადგა..
მარგო: ohh, ჩემო პრინცესავ..
არიანა: დედა!
მისკენ გავიქეცი და ძლიერად მოვეხვიე..
მარგო: პატარავ, ჰაერი მჭირდება.
არიანა: ბოდიში. აქ როგორ აღმოჩნდი??
მარგო: ქრისტიანმა ჩამოგვიყვანა.
არიანა: ჩამოგიყვანათ?
ენი: და აქ მოგვიყვანა.
მივბრუნდი და ახლა უკვე ქრისტიანის დედა და პატარა პრინცესა დავინახე..
არიანა: ღმერთო ჩემო! გამარჯობაა!!!
გრეისი: არიი!!
გამოიქცა და ფეხებზე მომეხვია.. მე კი გადავიკისკისე და მის სიმაღლემდე დავიხარე.
არიანა: არ მჯერა რომ ყველა აქ ხართ.
ენი: ქრისტიანს უნდოდა, რომ დაგესვენა და ეს წუთები მხიარულად გაგეტარებინა..
YOU ARE READING
სასჯელი
Romance|ახალი ქალაქი, ახალი შენ.. რა მოხდება როდესაც შეხვდები მას ვინც შენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის უკეთესობისკენ ან უარესობისკენ..| ~~~~~