თავი მეჩვიდმეტე.

363 26 7
                                    

   წვიმიანი დილა გათენდა, თვალები გახელილიც არ მქონდა ეს რომ მივხვდი. წვიმის ხმა ისმოდა გარედან, მისი სუნი და თან მოღრუბლული ამინდი. გადავიხედე, საშინლად მომინდა სადმე თბილად კაფეში მესაუზმა, მარტო. უბრალოდ მეფიქრა და მუსიკებისთვის მომესმინა. ამ ზღაპრული იდეის განხორციელებას მალევე შევუდექი, ტრადიციული დილის რუტინის შემდეგ, ჩავიცვი. თეთრი ტოპი, ნაცრისფერი შარვალი, გარედან კუბოკრული საროჩკა, ყელსაბამი მოვირგე ყელზე. ფეხზეც ჩავიცვი.

-სასეირნოდ მივდივარ მაა_მისაღებში შევედი, დივანზე წამოკოტრიალებულიყო და საინფორმაციოს უყურებდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-სასეირნოდ მივდივარ მაა_მისაღებში შევედი, დივანზე წამოკოტრიალებულიყო და საინფორმაციოს უყურებდა.

-წვიმს_ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი.

-მაგიტო მივდივარ_მხრები ავიჩეჩე.

-ქოლგა მაინც წაიღე და თბილად ჩაიცვი_ამოვიოხრე და შემოსასვლელში გავედი, სარკეში ჩემს თავს შევხედე.

-მაგრად გამოიყურები, არანაირი ნარცისობა. უბრალოდ სიმართლეა_ჩემს თავს თვალი ჩავუკარი, ქოლგას უჟმურად შევხედე და გარეთ გავედი. სიცივე ვიგრძენი, მაგრამ მაინც მესიამოვნა ეს სიცივე. ბილიკს გავუყევი, საყვარელი კაფისკენ, რომელიც ხუთი წუთის სავალზე იყო და შიგნით შევედი, კიდევ კარგი ძალიან არ დავსველდი. თავისუფალი ადგილი ბევრი იყო, წვიმაში ზოგადად ყოველთვის ნაკლები ხალხია გარეთ, კიდევ ერთი პლუსი რატომაც წვიმა მიყვარს. კუთხეში ჩემს საყვარელ ადგილას ნაცნობი სილუეტი შევამჩნიე. მარტო იჯდა, შავ სპორტულებში, კეპკა ეფარა და თან სიმღერებს უსმენდა. ვიღაცამ ჩემი გეგმა ჩემზე ადრე განახორციელა. მასთან მივედი, არც შევუმჩნევივარ. კეპკა ავაცალა და დავიფარე.

მოცეკვავეWhere stories live. Discover now