აწმყო "სოფი"
ღამით გვიან დამირეკა, ლენამ... ვინერვიულე, რატომ მირეკავდა ამ დროს ?
- გისმენ, ლენ რა ხდება? - უცებ მივაყარე
- სოფი... ჩამოვიდა.ეს ორი სიტყვა ამ ორმა სიტყვამ შემძრა.
- უკვე აქ არის ?
- კი დათას ელაპარაკა წეღან. ხომ იცი ძლიერად იყავი, ახლა მთავარი შენი საზრუნავი შენი გოგონაა.
- ვიცი, ლენა.. - ხმა ძლივს ამოᲕიღე.ისე დამათენდა ფიქრებში ვერც კი გავიგე. მზის პირველ სხივს აივანზე ყავით ხელში შევეგებე.ნეტა ოჯახი თუ შექმნა? სად იყო ამდენ ხანს? რას იტყვის რომ გაიგებს შვილის შესახებ ? ათასი კითხვა მიტრიალებდა და ვერ ვხვდებოდი რა იქნებოდა შემდეგ , თუმცა ჩვენი შეხვედრა რომ გარდაუვალი იქნებოდა ნამდვილად ვიცოდი.ფირმის გენერალური დირექტორის პოზიციას ვიკავებდი.ფირმის რომლის ორმოცდაათპრიცენტიანი წილი სწორედ დემეტრე თაბაგარს ეკუთვნოდა.მე კი ეს თანამდებობა ხუთ წლიანი შრომით მოვიპოვე და მის დაკარგვას არ ვაპირებდი.შხაპი მივიღე , მოვწესრიგდი და მიას გაღვიძების დროც დასდგა.
- მია, მიაააა- მიყვარს მის სუნი, პატარაობისას ყველა გრძნობს ბავშვის გასაგიჟებელს სუნს , თუმცა რომ იზრდებიან ასე მგონია მარტო დედებს რჩებათ მისი აღქმის უნარი- გაიღვიძე დედას ფერია.
- დე, დღეს თომას ხომ ვნახავთ?- პირველი კითხვა რა თქმა უნდა თომას ნახვაა ბოლო ერთი წელია.
- კი დედა , მე თუ ვერ შევძელი ლენა ნათლია გამოგვიყვანს .
- მართლა?- ტაში შემოჰკრა - მაშინ არ წავალ ბაღში!- ესღა მაკლდა
- მია დედას რომ სამუშაო აქვს დაგავიწყდა?
- მე უკვე დიდი გოგო ვარ! მარტო დავრჩები და დაველოდები თომას.- დოინჯი შემოირტყა
- მაშინ ვეტყვი ლენას აღარ მოიყვანოს!-არც მე ჩამოვრჩი სიჯიუტეში.
- კარგი ხო- ბუზღუნით შევიდა აბაზანაში."ავტორი"
მალევე გამზადებულმა დედა- შვილმა სახლი დატოვეს.მიას ბაღში დატოვების შემდეგ კი ოფისს მიაშურა.გარეგნულად არ ეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა გულის ხმა ყურებში ესმოდა.ცხოვრებამ ისეთი გაკვეთილი ჩაუტრა, ხუთი წლის წინანდელი ბავშური სოფის სახე ამაყი , უკვე ზრდასრული ქალის სახით ჩაანაცვლა.მიუხედავად იმისა რომ იცოდა დემეტრე ამ ოფისში არ იქნებოდა , როგორც პარტნიორის ხშირ სტუმრობას არ გამორიცხავდა.ამიტომ მისი თვალები ინსტიქტურად ყველგან მას ეძებდნენ.
- გამარჯობა ქალბატონო სოფიო- მიესალმა მისი მდივანი.
- გამარჯობა ელენე, დღის განრიგი და ყავა თუ შეიძლება- დაუბარა მდივანს და თავისი კაბინეტის კარი შეაღო.
ღამე ნათევს თავისივე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა აწუხებდა, ეხლა მართლა ნატრობდა იმ ახალი კურსდამთავრებლი გოგოსავით კეტებით ევლო.
მდივანმა ყავა შემოუტანა და დათოსგან დანაბარები გადასცა კაბინეტში გელოდებაო.სოფიც ყავით ხელში შეკაკუნდა ფირმის მმართველის კაბინეტში.
- გისმენთ ბატონო დავით!- მხიარულად შეაღო კაბინეტის კარი.
- მოდი სოფი, აუ ყავა მეც მინდოდა- იქვე ტელეფონს დასწვდა და თავის მდივანს ყავა შეუკვეთა.
- აბა რა ხდება? - თითქოს ვერ ხვდებოდა
- იცი რაც!- გამჭოლი მზერით გახედა- მისმინე სოფი ხომ იცი რომ ფირმის მეწილეა და მასთან შეხვედრები გარდაუვალი იქნება.
- ვიცი დათა- ამოიდუდღუნა.
- მე ყველანაირად ვეცდები აგარიდო , თუმცა მგონია ამდენი წლის შემდეგ დროა დაილაპარაკოთ.მითუმეტეს რომ მიაც … ხომ ხვდები.
- მთელი ღამე გავათენე, მაგრამ რა როგორ იქნება არ ვიცი.ისიც კი არ ვიცი როგორი გახდა.
- თითქმის არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი უჟმურია- გაეცინა- უბრალოდ თმაში ჭაღარა აქვს გარეული- სიცილი აუტყდა.
- არ უთქვამს სად იყო? - ყურადღება არ გაამახვილა მის დახასიათებაზე.
- არა, არც გვქონდა მაგდენი დრო- მერე ჩაფიქრდა- მარტო ის ვიცი რომ სამუდამოდ დაბრუნდა.
დიდხანს აღარ დარჩენილა სოფიც , მალევე თავის ოთახში დაბრუნდა.საქმე იმდენი ჰქონდა ბაღში მისასვლელი დროც კი აღარ დარჩა .შეხვედრა გვიან გადაუტანეს და ლენას სთხოვა თავისთან წაეყვანა.ლენამ მანქანით გააკითხა და პატარა მიაც თომას ნახვით გახარებული საერთოდ არ ბრაზობდა დედაზე .გვიან კი სოფიმაც ლენასთან გააჩერა კუთვნილი ავტომობილი.
YOU ARE READING
შანსი/დასრულებული/
Romanceპირველი სამსახური და სიმპათიური დირექტორი. დემეტრეს გამოჩენა სოფის ცხოვრებაში და მათი დაუვიწყარი ისტორიაა მოცემული აღნიშნულ ფიკში❣ /ფიკი აღებულია 4love.ge დან ავტორი: sabrina