საქმეები მაქვს,დაბრუნდი აუდიტორიაში,-ხმა გაიმკაცრა რექტორმა,-ვინ ყოფილან კაცო ესენი,-დააყოლა გაბრაზებულმა და მაგიდაზე დადგმულ წყლით სავსე ჭიქას დაწვდა.
თებე აღარ შეყოვნებულმა ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
-კარგად ბრძანდებოდეთ,ბატონო რექტორო,-მიუგო და გავიდა.
დერეფანში,კედელთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა.სწავლა,ეს უკანასკენლი,ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო თებესთვის და არასოდეს დაუშვებდა,რომ ვინმეს ხელი შეეშალა მისთვის.
თებესთვის არ არსებობენ , არც მშობლები და არც სხვა ოჯახის წევრები,იგი მარტოა ამ სამყაროში და აქვს იმ ადამიანის იმედი,ვინც მის სხეულშია შემძვრალი და მან იცის რომ საკუთარი თავი არასოდეს გაუცრუებს იმედს.სჯერა მხოლოდ მისი და იმ ერთადერთი მეგობრის,რომელსაც ნენეს სახელით ვიცნობთ.ნენეა მეორე არსება,რომელიც თებეს სამყაროში არსებობს სწავლის დაწყების დღიდან.ალექსანდრე აუდიტორიიდან გამოდიოდა,როდესაც სკამზე ჩამომჯდარი თებე შენიშნა და გულმა ვერ მოუთმნია რომ არ მისულიყო და ერთი-ორი მწარედ არ ეთქვა.
-აქ რატომ ხარ? - როგორც კი მიუახლოვდა ჰკითხა და გვერდითა სკამზე ჩამოჯდა.
-ვფიქრობ,-თავი არ აუწევია თებეს ისე უპასუხა ,-მარტო ყოფნა მინდა,თუ შეიძლება წადით ,-ალექსანდრეს ეუცხოა თებეს ასეთი დამოკიდებულება.
-სადაა ის ხმამაღლა მოლაპარაკე სტუდენტი? - ჰკითხა და ინტერესით მიაცქერდა.რატომღაც თვალები თებეს გულსაკიდისკენ გაექცა ,- რექტორმა შენთან შერიგება მთხოვა,ამიტომ თუ რამით შემიძლია დაგეხმარო მითხარი ,- მიუგო ისე რომ თვალი არ მოუცილებია გულსაკიდისთვის.
-თქვენ ჩემი დახმარება არ გინდათ,უბრალოდ გსიამოვნებთ ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავთ ,- სახე გაუსწორა ლექტორს თებემ.ალექსანდრე დაიბნა,გაოცებისგან ვერ ფიქრობდა რა ეთქვა ,-რას გაშტერდით,ადექით და წადით,არ მჭირდება თქვენი დახმარება.
- ვისი სურათებია?
-ბატონო? - გაკვირვებულმა ჰკითხა
-გულსაკიდში ვისი სურათები გაქვს ჩამაგრებული ? - ჰკითხა უფრო გასაგებად და საჩვენებელი თითი თებეს გულსაკიდისკენ წაიღო.თებე შემკრთალი სკამიდან წამოვარდა.
-ხელი არ მოკიდო,-ხმამაღლა მიუგო და გულსაკიდს ჩაებღაუჭა მარჯვენა ხელით ,- ჩემი მშობლები არიან ,-ამღვრეული ხმით თქვა და ცრემლები წამოსცვივდა.ალექსანდრე გაშრა,თითქოს ენა გადაეყლაპა-ო,წამოდგა და თებეს მიუახლოვდა.
- მაპატიე ,- ძლივს გასაგონად თქვა და ხელი მისი სახისკენ წაიღო ,-არ მიყვარს,როცა გოგოები ტირიან ,-მიუგო და ცერა თითით ცრემლი მოწმინდა ,- წამოდი,ცხელ ყავაზე დაგპატიჟებ,იქნებ ამით მაინც გამოვისყიდო დანაშაული.
- თავი დამანებე,ძალიან გთხოვ,სახლშიც მშვენივრად დავწყნარდები ,-ცივად მიუგო თებემ და მისი ხელი სახიდან მოიცილა.
- ჩემ თვალწინ ცრემლებს აფრქვევ და მაინც დიდ გულზე ხარ,ვინ ხარ ამისთანა? - გაბრაზდა ალექანდრე ,- არ მაინტერესებს,თუ გინდა დასჯად ჩათვალე,ჩემთან ერთად მოდიხარ.
- შენს გვერდით სიარული სასჯელია,აბა რა არის,-მიუგო თებემ და ცრემლები მოიწმინდა.
- მე ჩემით ვისჯი თავს,შენ კი იძულებით ,-თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ
-ვინ გაძალებს მერე,შენ საქმეს მიხედე.
-ლექციებს მოვრჩი და სახლში მივდივარ,სემინარის დროს შევნიშნე რომ წვიმდა და თუ ფეხით ხარ მიგიყვან სახლამდე.
-ჩემ გაოცებას ცდილობ თუ რაშია საქმე? - გაკვირვებით შეხედა თებემ ,-რა ცხელი ყავა,რა მიცილება? სიცხე ხომ არ გაქვს?
-ორპირში ვიჯექი და ალბათ,მაქვს,-ღიმილით უპასუხა ალექსანდრემ ,- წამოდი,ბევრს ნუ ლაპარაკობ,სანამ გადავიფიქრე შენი ჩემ საგანზე დატოვება.
- ოჰ,შემეშინდა,ქვეყანაში უამრავი უნივერსიტეტია,გარე მობილობას გავაკეთებ და თვალები დაისვენებენ შენ რომ ვეღარ დაგინახავენ.
-არა,მერე უფრო დაგეღლება,უნებურად ძებნას რომ დაიწყებენ და ვერ დამინახავენ.
-სიცხე გაქვს-თქო გეუბნები,სრული სერიოზულობით,მართლა ავად ხარ.
-გეტყობა ძალიან დარდობ ჩემზე და მიმკურნალე...
-ვდარდობ? - ცინიკურად გაეცინა ,- რა სისულელეა ,შენზე არასოდეს ვიდარდებ.
-ცხელი ყავა თუ სახლი?
-მეტროთი წავალ,იქ არ წვიმს...
-მეტრომდე როგორ უნდა მიხვიდე?
-როგორც ადრე ისე,შენ დამშვიდდი,არ მინდა მიცილება და ჯელტმენობის წარმოჩენა,ჩემ თვალში უკვე გაუფასურებული ხარ.
-ყავა რომ შემეკვეთა და ჩეკი მომეტანა,ალბათ არ გავუფასურდებოდი. . .
-ბრავო,დაუნახავს ბიჭს,როდემდე უნდა მდიო კუდში?
-მე შენ? - არასოდეს ! - . . .
YOU ARE READING
გრავიტაცია (დასრულებული)
Romanceდასრულებულია🌹 აღებულია 4love.ge დან ავტორი:მორი-ელი