-ეს რა იყო?
-ისეთი არაფერი დაიკო.ჩაისმირკა და მანქანა დაქოქა.
ეს რა ჯანდაბა იყო?! რატომ ვგრძნობ მუცელში პეპლებს?! რა გამიკეთა?!
რატომ არ დავუყვირე, რატომ არ ვეჩხუბე?! მან რა დამაჰიპნოზა?!
აააჰ ახლა გავაფრენ!დღიურო იცი ყველაზე ცუდი რა არის?!
როცა მისი ცხელი ენა ჩემს კანზე ვიგრძენი ტანში ჟრუანტელმა დამიარა და.. ოდნავ.. სისველე ვიგრძენი ქვემოთ..
ღმერთო რეებს ვბოდავ ან ვწერ! რომ დაინახოს?! რაღაც უცნაურად იყურება დღიურისკენ..-რას წერ?
მკითხა ინტერესით, მე კი ამ მოულოდნელმა კითხვამ დამაბნია და იმ წამსვე ჩანთისკენ გავაქანე დღიური..
-არაფერს ისეთს.. დღიურია..
-იცი რომ შენს ბავშვობის დღიურს მე ვინახავ?
-რააა?!ავტორის პოვ:
ბოლო ხმაზე იყვირა გოგომ, რაზეც ჯონგუკს გაეცინა.-ჰო რა იყო?
-იცი მაგას რამდენი ხანი ვეძებდი?
-მართლა? მეგონა აღარ გინდოდა.
-უბრალოდ გეკითხა მაინც.. მოიცა.. წაიკითხე?!
-სხვათაშორის კი.ნანო სულ გაწითლდა სირცხვილისგან.. იქ ძალიან ბევრი რამ ეწერა ჯონგუკზე..
-იცი მანდ შენზე რამდენი რამ..
მიხვდა რომ სისულელე წამოროშა და იმ წამსვე გაჩუმდა.
-ჰო ვიცი სხვათაშორის მაგ დღიურით მივხვდი რომ ძალიან გყვარებივარ.. ახალ დღიურზე რას იტყვი? რა გიწერია დღიურში ჩემზე?
გოგოს ირონიულად გაეღიმა და მას პირდაპირ თვალებში შეხედა..
-შენი აზრით?
ჯონგუკმა ჩაახველა და გზა განაგრძო ჩუმად.
განა რა უნდა ეწეროს ნანოს დღიურში ჯონგუკზე? თქვენ ჰომ იცით რაც უწერია? რამე კარგია? რამე კარგს უკეთებს ჯონგუკი რომ ჩაწეროს? ცოტა უსირცხვილო კითხვა ჰომ არ იყო? ,,რა გიწერია დღიურში ჩემზე?,,- ყველაფერი ცუდი ბატონო ჯონგუკ! გაიძვერა და მოძალადე რომ ხარ ეგ უწერია!
***
-დედა ნანო ჩამოდის მართლა?
-კი შვილო წუთიწუთზე მოვლენ.
-გუკიც მოდის?
-კი მოდის, ძალიან გამიკვირდა..
-ძალიან კარგია რომ მოდის დაისვენებს, განიტვირთება..
-ჰომ რათქმაუნდა..ნაყინის ენა აუსვა გოგომ და უცნაურად ჩაიცინა.
-აი ჩამოვიდნენ ჩემი ანგელოზები!
ნანოს პოვ:
დეიდა ჩვენსკენ წამოვიდა, მე კი გადმოვედი მანქანიდან არც ისე ბედნიერი. რა უნდა საერთოდ, რატომ მაწვალებს ან რა კითხვებს მისვამს? საერთოდ როგორ იქცევა?!
ღმერთო ჩემო, აქაც ასეთი რაღაცეების კეთება რომ დაიწყოს გავგიჟდები!დეიდაჩემს გადავეხვიე და მისი სურნელი შევიგრძენი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, მომწონს და მინდოდა მეც ასეთი მქონოდა, თუმცა ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს..
ბიძაჩემი გიჟდებოდა მის სურნელზე, იმედია ოდესმე მეც შემიყვარებს ისე ადამიანი რომ ჩემს სურნელს საერთოდ გრძნობდეს და თან სიგიჟემდე უყვარდეს..თვალები ამიცრემლინდა როცა მისი ღიმილიანი სახე ვნახე, ზოგადად ხშირად არ იღიმის იმის შემდეგ რაც ქმარი გარდაეცვალა..
ნამდვილად სამაგალითო ცოლ-ქმარი იყვნენ.. მინდოდა მათთვის სულ მეყურებინა და დავმტკბარიყავი ისე უყვარდათ ერთმანეთი..ახლა ჯონგუკი მივიდა მია დეიდასთან და გადაეხვია..
-მია დეიდა როგორ ხართ..
მმ, რა გითხრათ მათ ურთიერთობაზე.. ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მია დეიდას უფრო დიდ პატივს სცემს ჯონგუკი ვიდრე დედაჩემს სცემდა.. ეს გულს მტკენს რადგან დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა რომ ჯონგუკს ,,ობლად,, თავი არ ეგრძნო და დედის სითბო არ მოჰკლებოდა..
მაგრამ ყოველთვის ჯინში ედგა და ყოველთვის ეუხეშებოდა.. ეს ალბათ ეჭვიანობის ბრალია.. სხვა რა უნდა იყოს ვერ ვხვდები..-ბავშვებო რა ლამაზები და საყვარლები ხართ.. მეტირება რომ გიყურებთ..
-თუ ლამაზები და საყვარლები ვართ უნდა გაიღიმოთ მია დეიდა.