Chapter 12

1K 38 0
                                    

დილით გაღვიძების თანავე ბებიასთან ჩავედი, ვუთხარი გუშინდელზე ირაკლის საუბარზე, ნაზიმ მითხრა რომ დრო ჭირდება და უნდა დაველოდო,
მე კი უბრალოდ გადავწყვიტე მისი თავიდან ამოგდება.
შუადღეს ბებიას გავყევი ბოსტანში, დასახმარებლად.
პატარობაში მიყვარდა სოფლის საქმეების გაკეთება, სულ მე ვეხმარებოდი ბებოს ასეთ რაღაცეებში.
ბოსტნიდან გამოსვლის შემდეგ, ქათმებს საკენკი დავუყარე, პატარა წიწილებიც მოვინახულე. ისეთი ბედნიერი ვიყავი სოფლეში ყოფნით ვერც კი წარმოიდგენს ვინმე.

საღამოს საშინელად გაწვიმდა, ჭექა-ქუხილით, შუქიც ჩააქვრა და შიშით სანთელი ავანთეთ მე და ბებომ.
-სულ ასე ხდება აქ, ერთი წვიმა და შუქს აქრობენ.
თან ლანძღავდა ბებო თითქოს განძრახ გაუთიშეს შუქი.
საათს რომ დავხედე 10 საათი იყო. უცებ ჩვენს ჭიშკართან მანქანა გაჩერდაა.
-ბებო ვინმეს ელოდები?
-არა მაშო, არც კი ვიცი ვინაა. მითხრა ბებიამ.
-კაი აქ დარჩი შენ და მე გავალ. ვუთხარი ნაზის მაგრამ ნაზიმ არ გამიშვა, ქოლგა და ფანარი აიღო და ჭიშკართან გავიდა.
მე ამასობაში, ჩაისთვის წყალი დავდგი გაზზე ჩაიდნით.
გავიგე ჭიშკრის ხმა. დაველოდე სახლში როდის შემოვიდოდა ბებია და გამეგო ამბავი ვინ იყო ამ შუაღამეს.
მესმის აივანზე ნაზის ხმა.
-შემოდი შვილო,არ მოგერიდოს,მე და ჩემი შვილიშვილი ვართ მხოლოდ სახლში.
კარის გაღებისთანავე ნაცნობი სხეული დავინახე, სულ გალუმპულიყო ამ წვიმაში, მისი ლამაზი თმები სულ დასველებულიყო, სველი მაისური მის სხეულზე იმდენად მიტმასული იყო, მისი ყველა კუნთი და კუბიკები ჩანდა.
შემოსვლისთანავე ვიგრძენი მისი მწველი მზერა,როგორ მინდოდა რომ ჩავხუტებოდი და მეკოცნა მისთვის.

-ირაკლი? ცოტა ხმამაღლა მომივიდა მისი სახელის წამოყვირება.
-გამარჯობა მაშო, ბებიაშენი ძალიან კეთილი ქალბატონია, მადლობა მას რომ ასეთ წვიმაში ქუჩაში და გაფუჭებულ მანქანაში არ დამტოვა.
მითხრა და ბებიას გაუღიმა.
-იცნობთ ერთმანეთს? იკითხა ნაზიმ.
-კი ნაზი, ის ჩემი ლექტორია. ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
-აი რაკაია! ნაცნობი ყოფილა.
თქვა ბებიამ და ირაკლის გახედა და თავზე ხელი მიირტყა,
-ჩემი სიკვდილი, ბებო! სულ გალუმპულხარ, ორი წუთი დამელოდე, ჩემი შვილის ტანსაცმელს მოგიტან და ჩაიცვი.
ამის გაგონებაზე ზიზღის გრძნობა გამიჩნდა ირაკლის მიმართ.
-ნაზი! არც გაბედო და ზურიას ტანსაცმელი არ მოიტანო!
-მაშო! რა უმსგავსი საქციელია შენი მხრიდან! სულ გააფრინე! სტუმარია და არ არის საჭირო ზედმეტი სცენები.
მითხრა ნაზიმ მკაცრად, რაც ძალიან მეწყინა,თვალი ცრემლით ამევსო და ირაკლის თვალებს ჩავაცივდი ზიზიღის თვალებით.
-მაპატიე, თუ სიმყუდროვეს გირღვევ, ერთი ღამე და ხვალ როგორცკი გადაიღებს წვიმას ეგრევე წავალ აქედან გპირდები.
-კარგს იზამ ირაკლი.
ვუთხარი და ზურგი ვაქციე და ნაზიც ჩამოვიდა მეორე სართულიდან ტანსაცმელი მიაწოდა ირაკლის რომ გამოეცვალა.
-მაშო ჩაი გაამზადე და დავლიოთ.
-კარგი ნაზი. ვუთხარი და სამივესთვის გავმზადე,ირაკლისთვის არც შაქრის რაოდენობა მიკითხავს რადგან ვიცოდი როგორი უყვარდა ამიტომ გავუმზადე და მისაღებში ჩაი და ორცხობილები გავიტანე, ჩამოვჯექით სამივე და ბებიამ საუბარი დაიწყო, ირაკლის იმდენი კითხვა მიაყარა უნივერისტეტზე,მის წარმოშობაზე რომ თან მეცოდებოდა თან ვხალისობდი.

ჩემი აივნიდანWhere stories live. Discover now