"ერთი სურვილი"

107 18 7
                                    

....ჯინს ღიმილი არ შორდება შვილთან სატელეფონო ზარის შემდეგ, მხოლოდ სპორტული შარვლის ამარა სამზარეულოსკენ იკვლევს გზას და ჩაიდან ადგამს პლეტაზე, ღიღინს იწყებს და წყალს ისხამს ჭიქაში რათა სუნის გამქრობი აბები დროულად დალიოს, ამჩნევს თუ არა რომ სააფთიაქო ყუთში სრული მარაგი ამოწურული აქვს, ხმამაღლა იკურთხება მხარ-ბეჭიანი ალფა და პლეტას რთავს, უცებ იკეთებს ძლიერ ყავას და გარდერობისკენ მიიკვლევს გზას, სამოს არჩევს და თან გონებაში გეგმავს რომ ოფისში ნივთების წამოღებამდე აფთიაქში გაივლის რომ წამალი დროულად მიიღოს.
ამასობაში კლასიკურ ნაცრისფერ შარვალ და თეთრ პერანგს გასაუთავებლად შლის და უთოს აერთებს, ცხელდება თუ არა ღიღინით აუთავებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის წყლის გადასავლებად, დიდი დრო არ გადის რომ სხეულის მშრალებით ოთახში ბრუნდება და თმასაც ფენით მშვიდად იშრობს, ირგებს არჩეულ სამოს ხოლო შემდეგ გასაღებისა და საფულის თანხლებით გადის საცხოვრებლიდან.
ავტომობილში ჯდება თუ არა დაქოქვას ვერ ასწრებს ისე აწყდება მანქანას ვიღაცას სხეული და საქარე მინაზე კაკუნის გაუჩერებლად განაგრძობს, გაკვირვებული და დაბნეული ჯინი ფორთოხლის და ლილიის სუნს იყნოსავს თუ არაა შეხედვის გარეშე ხვდება რომ ეს სუნი ჰოსოკისაა და მშვიდა იკურთხება, ავტომობილის კარებს ხსნის და ენერგიაზე მოსულ ახალგაზრდას წინ უდგება, წარბებ შეკრული.
-შენი სუნი მცემს-ხრიალებს ჰოსოკი და თავის შეკავებას ვერ ახერხებს ისე უნდა ყელში ჩაუძვრეს სასურველ ალფას.
-აქ რა დაგეკარგა ჰოსოკ ხომ გითხარი არა თავი შორს დაგეჭირა-მშვიდად მაგრამ ძლიერი ბარიტონით აფრთხილებს მასზე შედარებით მომცრო ალფას რომელიც დაჟინებით შესციცინებს, თვალებში .
-შენთან მინდა ჯინ-ხრიალებს ჰოსოკი და ნაბიჯს წინ დგამს რასაც ჯინის უკან გადადგმული ნაბიჯი მოჰყვა-გპირდები ერთი შანსი მომეცი და თუ ცუდი ვიქნები, შენი ცხოვრებიდან გავქრები-წკმუტუნებს პატარა ალფა რასაც ჯინის მგლის შინაგანი ბორგვა მოჰყვა, მას უნდა ამ პატარა ალფასთან ყოფნა რასაც ჯინი არასწორად თვლის.
-არასწორად ფიქრობ ჰოს-სიტყვის დამთავრებას ვერ ასწრებ ისე მოწყვეტით მისდის გული პატარა ალფას და რომ არა ჯინის ინსტიქტები აუცილებლად დაიზიანებდა რამეს, გაოგნებული ჯინი ხელში იტაცებს გულწასულს და სახლისკენ მიიკვლევს სწრაფი ნაბიჯდბით გზას .
წვალებით აღებს კარებს და პირდაპირ საკუთარი ოთახისკენ მიდის იქ კი ორსაწოლიანზე აწვენს ფერ გადასულს და გულ წასულს ჯინი.
-რამოგივიდა ჰოსოკ-რიტორიკულად კითხულობს და მტევნებს უმასაჟებს თან მოტანილი წყლის საშვალებით სახეს უნამავს.
თანდათან მოდის ჭკვაზე პატარა ალფა და ცდილობს გაიაზროს რაც მოხდა.
-გული წაგივიდა-აშველებს მოვლენებს ჯინი.
-ორი დღეა არ მიჭამია, მხოლოდ ვსვამდი და ამის ბრალი იქნება-ჩურჩულებს ძალა გამოცლილი და მალევე ამჩნევს ჯინის გამკიცხავს მზერას.
-რა უპასუხისმგებლობაა ჰოსოკ-ხრიწინებს განერვიულებული ჯინი და ცდილობს თავი დაიმშვიდობს ამიტომ უპასუხოდ გამოდის ოთახიდან და სამზარეულოში, ჰოსოკისთვის იწყებს საჭმლის გაკეთებას, თითქმის გაშლილი ჰქონდა მაგიდა როცა ამჩნევს გასასვლელი კარისკენ წასულ სხეულს და სანამ ჰოსოკი კარებს გააღებს მანამდე იმწყვდევს ჯინი მასა და კარებს შორის ჰოსოკს.

"სიცოცხლის ბოლომდე"Where stories live. Discover now