ტელეფონის ხმა აღვიძებთ ორივეს და სწრაფად ხტებიან მდივნიდან ირაკლი კი დაბლა ვარდება გვანცა იცინის იმის ნაცვლად რომ ააყენოს
-არ დამეხმარები?
უთხრა ირაკლიმ და ხელი გაუწოდა
დახმარების თხოვნის ნიშნად გვანცამ ხელი მოკიდა მაგრამ იმის ნაცვლად რომ ირაკლი ამდგარიყო ეხლა გვანცაც დაეცა ოღონდ იატაკის ნაცვლად ირაკლის მკერდზე
მილიმეტრები აკლდათ და ერთმანეთის ტუჩებს შეეხებოდნენ რაც ორივეს ასე ძალიან უნდოდათ ბოლოს გვანცა წამოდგა
-უნდა წახვიდე
-მისმინე მგონი ეს ორივეს გვინდა
-არა ! ეს არ შეიძლება წადი!
-რატომ?
-შეყვარებული გყავს !
-და რომ არ მყავდეს ამას გააკეთებდი ?
-ირაკლი წადი!
-მიპასუხე !
-წადი !
-მიპასუხე!
გვანცამ არ იცოდა როგორ ეპასუხა ირაკლისთვის ამიტომ ის უბრალოდ მოატყუა
-სხვა მიყვარს! ეხლა კი წადი!
ირაკლის უბრალოდ გაეცინა
-ვერ ვიტან მატყუარა გოგოებს
შენც იცი რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაქ
პირველად რომ გნახე იმ მაისურში და მკერდთან ლაქა რომ შევამჩნიე მინოდა იმ ლაქის ნაცვლად მკერდზე ჩემი ნაკვალევი გქონოდა რამდენი ხანიც გინდა ითამაშე უკარებას როლი მაგრამ ბოლოს მაინც ჩემთან მოხვალ და ჩემს მკლავებში დაიძინებ
-გაეთრიე!
ირაკლი სახლიდან გავიდა გვანცა მოწესრიგდა და უნივერსიტეტში წავიდა(ტატუებს არ ვიმჩნევთ)
უნივერსიტეტში შესვლისთანავე თვალში ხვდება ირაკლი თავის შეყვარებულთან ერთად როდესაც ირაკლიმ გვანცა შეამჩნია მაშინვე აკოცა თეკლას
გვანცა ცოტა გაღიზიანდა თუმცა შეეცადა არ შეემჩნია ლექციაზე ისე შევიდა
ლექციის დასრულების შემდეგ კაფეტერიაში ჩავიდა სადაც თავისი ყოფილი გეგა ნახა
-რანაირი დღეა რახდება?!
ჩაიჩურჩულა გვანცამ და გვერდის ავლა სცადა თუმცა არ გამოუვიდა გეგამ გააჩერა -ლაპარაკი მინდა 2 წუთი გაქვს?
-შენთვის არა!
-კარგი რა გთხოვ ორი წუთი !
-არათქო!
გეგამ გვანცას მაშინვე წაავლო ხელი და ისეთ ადგილას გაიყვანა სადაც არავინ არ შეუშლიდათ ხელს
-მაპატიე უბრალოდ წამიერად გრძნობებს ავყევი
-კარგი რა გეგა რაც უფრო მეტს ლაპარაკობ მით უფრო მცირდები უბრალოდ დავიშალოთ და ჩვენ გზაზე წავიდეთ
-გვანცა! მომენატრე ხო იცი როგორ მიყვარხარ! მომენატრა შენი შეხება
თან ლაპარაკობდა თან ხელს გვანცას სხეულზე დაასრიალებდა
-ხელები გაწიე !
-შემირიგდი!
-მომშორდი!
გეგამ ხელი გვანცას საჯდომისკენ გააპარა როცა სახეში უეცრად ირაკლის მუშტი იგრძნო
გეგა:შენ ვინღა ხარ?
გვანცა:ირაკლი გაუშვი არ დაარტყა
ირაკლი:ნაბიჭვარო ხომ გითხრა რომ არ შეხებოდი?
გვანცამ ირაკლი გეგას მოაშორა და გამოიყვანა ბოლოს ირაკლიმ წაავლო ხელი გვანცას და გარეთ გაიყვანა
-სულ გამოშტერდი იდიოტო? რეებს აკეთებ?
-მე გამოვშტერდი თუ შენ ეს ბიჭი ვინ იყო?
-ჩემი ყოფილია რატომ ჩაერიე
-გავიგონე რომ უთხარი არ შეგხებოდა ხოდა რომ არ გაგიშვა საჭიროდ ჩავთვალე საკადრისი მიეღო
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ?
-ყველა გოგოს ეფლირტავები შენ შეყვარებული გყავს
-აუცილებელია ყოველ 5 წუთში შემახსენო?
დღეს დავშორდი ნახევარი საათის წინ ეხლა შეგიძლია დამშვიდდე
-რა?
-ხო ვიცი რომ ეჭვიანობდი ამიტომ დავშორდი
-რა იდიოტიხარ!
გვანცას სათქმელი არ დაასრულებინა ისე აკოცა
-გაიწიე!
-რატომ? ეხლა ჩემი შეყვარებული ხელს აღარ შეგვიშლის
გვანცამ თავი ვერ შეიკავა და კოცნაში აყვა
-ასე პატარავ გააგრძელე!
ბოლოს როდესაც ერთმანეთს მოშორდნენ გვანცას ცუჩიდან სისხლი მოსდიოდა
-ირაკლი!
-გიხდებაა
- სახლში უნდა წავიდე გამიშვი
-წამო მანქანით ვარ გაგიყვან
-არ მინდა ჩემით წავალ
-წამოდი რაიყო კი არ ვიკბინები
-ხო ვხედავ
ორივეს გაეცინათ გვანცა ირაკლის მანქანში ჩაჯდა და სახლამდეც მალე მივიდნენ
-ამოხვალ?
-თუ წინააღმდეგი არ ხარ
შესვლისთანავე მიმი ირაკლის ფეხებთან მივიდა და მოეფერა
-შეუყვარდი
-ხო აშკარად
ირაკლიმ მიმი ხელში აიყვანა და მდივანზე ჩამოჯდა
-გშია ?
სამზარეულოდან ეძახის გვანცა
-რა გაქვს?
-რას შეჭამ?
-შემწვარი კარტოფილი !
-კარგი
გვანცამ კარტოფილის დათლა დაიწყო როცა წელზე ირაკლის შეხება იგრძნო
შემობრუნდა თუ არა ირაკლიმ აკოცა
-უქმეებზე რას აპირებ?
-ჩემები უნდა მოვინახულო ბათუმში შენ?
-ვიფიქრე ერთად გავატარებდით
-თუ გინდა წამოდი
უთხრა ღიმილით გვანცამ და აკოცა
-და რას ეტყვი შენებს როცა გამაცნობ?
-ვეტყვი რომ მეგობარი ხარ
-და შენს ყველა მეგობარს კოცნი?
-რა გინდა რომ ვუთხრა?
-უთხარი რომ შენი ცხოვრების ამომავალი ვარსკვლავი ვარ
ამაზე გვანცას გაეცინა
-კარგი ანუ წამოხვალ?
-კი
-ოღონდ იქ დისტანცია დაიცავი დედაჩემი ძალიან მკაცრი ქალია
-კარგი რომელზე გამოგიარო ხვალ?
-დილით ადრე უნდა გავიდეთ 7 ზე
-კარგი
მალე საჭმელიც მიირთვეს შემდეგ კი ჩაეძინათ რათქმაუნდა მიმის ირაკლისთან ისევე როგორც გვანცას
ცოტა ხანში ირაკლი ორივეს დაემშვიდობა და წავიდა