ეკატერინეს POV
თავის ძლიერი ტკივილი მაღვიძებს, თითქოს ურო ერტყათო. თვალებს ვახელ და სიბნელეში ვცდილობ გავარკვიო თუ სად ვარ, მაგრამ უშედეგოდ. მახსენდება ბოლო მოვლენები და შიში მიტანს. ოთახში ციოდა მე კი მოკლე მკლავიანი მაისური მეცვა, ჟაკეტი ვიღაცამ გამხადა. არანაირი ხმა არ ისმოდა და სიბნელეში უკვე პანიკა მიტანდა, ყოველთვის მეშინოდა სიბნელის, იქნებ მათ ეს იცოდნენ და სწორედ ამიტომ მამყოფებდნენ ასეთ ადგილას.
ფეხზე ვდგები და ხელებს აქეთ-იქით ვაქნევ რომ რამიეს დავეყრდნო, ან უარესი არ დავეჯახო. ოთახი ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო რადგან კედელთან ვერ მივაღწიე და ცივ იატაკზე დაჯდომა ვარჩიე. იატაკზე მჯდომი, ფეხები მოვკეცე და მუხლებზე თავი დავიდე. ვიცოდი რომ ვასილთან ვიყავი, ველოდი კიდევაც მისგან ასეთ დროულ რეაგირებას, მამამისი ზედმეტად ძლიერი იყო და ბევრი კავშირები ჰქოდა ამიტომ არც გაუჭირდებოდა თეჰიონის გაცურება. ნეტავ ახლა სად იყო თეჰიონი? იქნებ უკვე დამივიწყა და ჩათვალა რომ ამად არ ვღირვარ და არაფერს ცდილობს? არც დავადანაშაულებდი თუ ასე იქნებოდა, მისთვის არავინ ვიყავი, ამიტომ მარტივად დამივიწყებდა. გაუაზრებლად ტირილი ამიტყდა და ყვირილი დავიწყე.
- გამომიშვით აქიდან! არავის გესმით ჩემი, მამა... - თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი, რატომ ვეძახდი მამას, ახლა რომ ვენახე ალბათ ქამრით მცემდა და ოჯახის შემარცხვენელს დამიძახებდა. დედაჩემი მენატრებოდა, ნეტავ ახლა აქ ყოფილიყო.
რკინის კარის ჭრიალის ხმამ თავის აწევა და წინ გახედვა მაიძულა, ოთახში სინათლე შემოვიდა და ცარიელი ოთახი განათდა. რამოდენიმე მეტრში, ღია კართან მამაკაცის ფიგურა დავლანდე, მის სახეს ვერ ვხედავდი ამიტომ ვერ ვიცანი, თუმცა ჩავთვალე რომ ვასილი უნდა ყოფილიყო, ან მისი რომელიმე დაცვის წევრი. რაც უფრო მიახლოვდებოდა მით უფრო ვრწმუნდებოდი რომ ვასილი იყო, მისი სიარულის მანერა გამორჩეული იყო და მარტივად ვცნობდი. მკაცრი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ჩემს სიმაღლეზე დაიხარა.
YOU ARE READING
YOUR GREEN EYES / შენი მწვანე თვალები
Fanfictionროდესაც გაიძულებენ ცხოვრება დაუკავშირო იმას ვისაც არ გსურს, მაგრამ შენ ჯიუტი და გამბედავი ადამიანი ხარ, რომელიც ისეთ ნაბიჯს დგამს რომელსაც შეუძლია უდიდესი პრობლემები წარმოქმნას. ~~ სასურველია 18+