8

138 29 47
                                    

ჯონგუკი ფრთხილად შეეხო წელზე და კოცნა გააღრმავა.
ომეგა კოცნაში აჰყვა,კისერზე ხელები შეახო და თვალები დახუჭა.

ალფამ დივანზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა,თმაზე ფრთხილად მოეფერა.

ჯიმინმა თითქოს გაიაზრა რასაც აკეთებდა,კოცნა გაწყვიტა და თვალები ფრთხილად გაახილა.

ქვემოდან შავგრემანს დააკვირდა,რომელსაც ერთი ხელი წელზე ეხვია და ზემოდან უმზერდა.

-ნანობ?-აღმოხდა ჯონგუკს,მათი სახეები კვლავ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
ცხვირებით ერთმანეთს ეხებოდნენ და კვლავ იწვოდნენ სურვილით.

ჯიმინმა პასუხი არ გასცა.
თავი გააბრუნა და დივნის საზურგეს მიაშტერდა.

-ჯიმინ..-წამოიწია ჯონგუკი.
პაკს ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე.
ხელები თვალებზე ძლიერად დაიჭირა,რათა ცრემლების ცვენა შეეჩერებინა.

-რამე გატკინე?-აღმოხდა შეშინებულს და წამოჯდა ჯონგუკი.

მუხლზე ფრთხილად შეეხო და ატირებულ ომეგას მიაშტერდა.

-ჯიმინ,რამე მითხარი!-ხმა გაამკაცრა შავგრემანმა.

-მე..უბრალოდ..-თავი ვეღარ შეიკავა ომეგამ,პატარათი წამოიტირა.

-ჯიმინ მაშინებ.

-არვიცი რა დამემართა!-წამოიყვირა ომეგამ.-უბრალოდ,-მძიმედ ამოიოხრა ჯიმინმა და ცრემლები მოიწმინდა.-შეყვარებული გყავს?-დაუფიქრებლად წამოროშა ბიჭმა და წამოჯდა.

-რა?-ჰკითხა ჯონგუკმა.

-ჰანმა მითხრა!-თავი ასწია ომეგამ.-ჯიჰანს უთქვამს,რომ შენ შეყვარებული გყავს.

-ჯიჰანი და მისი ხრიკები..-ნერვიულად ჩაიცინა ჯონგუკმა და თავი გააქნია.

-შეყვარებული თუ გყავს..

-შენი აზრით,შეყვარებული რომ მყავდეს სხვას ვაკოცებდი?-შეურაცხყოფილმა იკითხა ჯონმა.

-მაგრამ..

-ნამდვილად არ ვარ ასეთი ტიპი.-თავი გააქნია შავგრემანმა და ფეხებით ხალიჩას შეეხო.-შენმა ძმამ კი მოგატყუა,მას კი ჩემმა ძმამ მოატყუა,ან რაღაცას გეგმავენ.-ამოილაპარაკა ალფამ და ომეგას შეხედა.-რისთვის სჭირდებათ ეს არ ვიცი,მაგრამ მოვაგვარებ ჯიჰანთან.-დაამატა და დივნის საზურგეს მიაწვა.

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now