-

96 12 2
                                    

4;

გოგონა მაღაზიიდან გავიდა და მე მივუახლოვდი ფორტეპიანოს, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ უკრავდა ის.
თითები ოდნავ შევახე კლავიშებს, მაგრამ ჩემი ყურადღება იქვე დადებულმა ჩანთამ მიიქცია.

მაშინვე მივხვდი, რომ გოგონას ეკუთვნოდა. შეჯახებისას შევამჩნიე, რომ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული.

ჩანთა ავიღე და გარეთ გავვარდი. მიმოვიხედე და ბოლო წამს შევნიშნე აგურისფერი თმა მოსახვევში.

რაც სიზარმაცის გამო არ მირბენია ცხოვრებაში, იმ დღეს ავინაზღაურე.

მოსახვევამდე მივაღწიე და შევისვენე სულის მოსათქმელად.

დიდხანს არ გავჩერებულვარ, მაშინვე გავაგრძელე სირბილი და გოგონას ძებნა თვალებით.

ჩემდა საბედნიეროდ, ყვავილების მაღაზიასთან გაჩერდა. რამდენიმე ნაბიჯში მივუახლოვდი.

-მაღაზიაში... ეს დაგრჩათ...

-ო, მადლობა.
სისწრაფეში სულ დამავიწყდა.

ჩანთა გამომართვა და სწრაფი მოძრაობით გადაიკიდა მხარზე.

-არაფერი ამომიღია, შეამოწმეთ.

-მჯერა თქვენი.

-ძალიან კარგი, მაშინ... მე წავალ...

თავი დამიქნია ღიმილით.

იმის მაგივრად, რომ შემესრულებინა რაც ვთქვი - წავსულიყავი - შევყოვნდი და, მგონი, მივაშტერდი კიდეც გოგონას.

-იცით, მე ფოტოგრაფი ვარ. მინდა... გამიხარდება, თუ... ორიოდე ფოტოს თუ გადაგიღებთ, რას მიიღებთ სანაცვლოდ?

გოგონა დაფიქრდა და მიპასუხა,

-ასეთ ცხელ დღეებში უარს არ ვიტყოდი ნაყინზე.



yoongi what is u doing wow

song recommendation: iu - palette


flowersWhere stories live. Discover now