წვიმიანი დღე იყო. ციდან წვიმა უხვად ეშვებოდა და ირგვლივ ყველაფერს ასველებდა. მას ზოგჯერ ელვა და ჭექა-ქუხილიც მოსდევდა და ეს ყველაფერი ერთად გარემოს საზარელ და საშიშ იერს აძლევდა, ზუსტად ისეთს, როგორიც იმ დღეს შეეფერებოდა.
ნაილმა მანქანა გააჩერა, ენი, ლიამი და თვითონ ნაილიც სასწრაფოდ მანქანიდან გადავიდნენ და ვილიამთან მივარდნენ, რომელიც ხის ძირში, წვიმაში მათ მისვლას უცდიდა.
-სად არის ჩემი შვილი?- ჰკითხა მას ენმა საშინელი ტირილით. -მითხარით, სად არის?
ვილიამმა თითი საფლავისკენ გაიშვირა, რომლის დანახვაზეც ენსაც და ლიამსაც თავზარი დაეცათ.
-ძალიან ვწუხვარ.- უთხრა მათ ვილიამმა.
ენი საფლავისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა, თან ყოველ ნაბიჯზე სეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვეღარ გაუძლებდა და წაიქცეოდა. გული უკანკალებდა, სუნთქვა ეკვროდა, ქვეყანა თავზე ექცეოდა, როცა მისი შვილის საფლავს უყურებდა.
ჰარი სტაილსი
1994-2009
-არა,- თქვა დაბალი ხმით ენმა და მის თვალებზე ცრემლებმა გაუჩერებლად იწყეს დენა. -არა.
ენი მუხლებში მოიკეცა და ძირს დავარდა. -შვილო!- იყვირა მან ბოლო ხმაზე. -ჩემო ბიჭო! რატომ?! დედაშენი ასე რატომ მიატოვე? ასე რატომ გამწირე, შვილო?- თქვა ენმა სიმწარით და საფლავს ჩაეხუტა.- ჩემო პატარა, უშენოდ როგორ ვიცოცხლო, ჩემს სიცოცხლეს რა აზრი ექნება შენს გარეშე?! ასე რატომ მომექეცი?
ენის უკან ლიამი იდგა, რომელიც განადგურებული იყო და გამწარებით ისიც ტიროდა, ნაილი იდგა და თვალებზე ცრემლები სდიოდა, გული ეწვოდა ამ სანახაობაზე და სინდისი აწუხებდა იმის გამო რომ ენსა და ლიამს ვერაფერს ეუბნებოდა, რომ ვერ ეუბნებოდა სინამდვილეში ჰარი ცოცხალი რომ იყო.
რა თქმა უნდა რობერტმა ჰარის სიკვდილის სცენა გაითამაშა, რადგან პოლიციელები ჩამოეშორებინა. დანიელმა ეს იცოდა, შესაბამისად ნაილმაც.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...