-რომ დავფიქრდეთ აქ ყველაფერი ავადმყოფობაა
- ისევ დაიწყე?
- შენ ასე არ ფიქრობ?..იმას,რასაც შენს მიმართ განვიცდი ავადმყოფობაა,თანაც მწვავე,ვერ გიშორებ,ვერაფერი მშველის,მასუსტებ..როდესაც გხედავ..ღმერთო!ფეხები მეკვეთება
-თეჰიონ..
- გიყურებ,გისმენ,ჩემი სხეული კი ფორიაქს არ წყვეტს,აჩქარებული პულსი ყურში ჩამესმის,ზოგჯერ კი - მინდა,რომ შენც გესმოდეს
- მაპატიე..
- ნუ მთხოვ პატიებას,პატარავ - უფროსი სევდიანი ღიმილით შეჰყურებს ჰორიზონტის ხაზს,სადაც მზე ნელ-ნელა ეფარება მწვანედ შეღებილ მთებს
- ასე არასდროს დანებდე,ჰიონ
- გგონია მას უნდა,რომ დანებდეს?იძულებულია მთვარეს დაუთმოს ადგილი,რათა მოსვენება მისცეს ხალხს.შეხედე,როგორ ცდილობს,რომ აქ დარჩეს,რადიაციას ასხივებს,რომ გაგვათბოს,საშუალება მოგვცეს უფრო მეტი დრო გავატაროთ საყვარელ ადამიანთან,თუმცა იძულებულია,რადგან მისი ხვედრი სწორედ ეს არის
- მაგრამ ღამე ისეთი ლამაზია..ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,თითქოს მბრწყინავი ფუნჯი გადაუსვეს,რათა დაძაბული ლურჯი გაეხალისებინათ,მთვარე კი -ვერ ხედავ? ღიმილით მოგვცქერის,რადგან ამ დროს სასწაულები ხდება
YOU ARE READING
ART Museum | vkook✅
Fanfiction" I DREAM OF PAINTING AND THEN I PAINT MY DREAM " - VINCENT VAN GOGH ნელ სიოს ზღვის სურნელი ჩემამდე მოაქვს,ჰაერიც მძიმდება და მეც თვალებს ვხუჭავ. წარმოგიდგენ ჩემს გვერდით წამომჯდარს.შენ გიყვარდა ზღვა,მე კი მიყვარდა შენი მის ფონზე ნახვა.როგორ ერწყმოდ...