4.💜

572 72 9
                                    

ირგვლივ უამრავი ადამიანია. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგს ბედნიერი სახე აქვს აკრული, ზოგიც კი ჩვეულებრივი, არაფრის მთქმელი სახით დადის. მაგრამ, რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო. ყველა მათგანი გრძნობს ტკივილს, ყველა თავის ტვირთს ატარებს. ადამიანი ყველაზე ამოუცნობი არსებაა. ვერასდროს ვერ გაიგებ ის შინაგანად რას გრძნობს ან რას ფიქრობს. ადამიანებს აქვთ საიდუმლოებები, რომელთა გამჟღავნებაც არ უნდათ. ჰგონიათ რომ ის წარსულს ჩაბარდა, მაგრამ არავინ იცის როდის დაგიხვდება წინ.

ჯინის POV:

ფანჯარასთან ვიდექი და გარეთ ვიყურებოდი. ვუყურებდი ყველაფერს, ცას, მიწას, ხალხს. დღეს უკეთსი ამინდია ბოლო დღეებთან შედარებით. ამინდიც კი თითქოს ჩემს ხასიათთან და გუნებასთან ერთად იცვლება. ხო, ახლა შედარებით უკეთ ვარ.

ფიქრებიდან კარის სახელურის ხმას გამოვყავარ. ჩემს ოთახში მალევე ნამჯუნი გამოჩნდა.

-ჯინ, რატომ ადექი, ხომ გითხარი დაგესვენა.-ანერვიულებული და მზრუნველი თვალებით მიყურებდა.- საჭმელი მოგიტანე, კარგად უნდა იკვებო.-როდესაც მის თვალებში ვხედავ მზრუნველობას და დარდს ჩემს მიმართ, თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ. სასიამოვნო შეგრძნებაა როდესაც შენზე ვიღაც ზრუნავს. მაგრამ მთელი ძალით ვდილობ ეს არ შევიმჩნიო და არ მივეჩვიო, რადგან ოდესმე მომიწევს ამ ყველაფერს მოვწყდე და წავიდე, გადავეშვა ისევ ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში.

ის იყო ნამჯუნი ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ დავუძახე:

-ნამჯუნ.-ის მაშინვე მოშორდა სახელურს და მე შემომხედა.-მადლობა

-ჯინ, გთხოვ არ გინდა

-არა, მე მართლა მადლობელი ვარ. მაგრამ ამის თქმა ვერც კი მოვახერხე. წარმოდგენაც არ მაქვს რა მოხდებოდა შენ რომ არა...- თვალები ცრემლებით ამევსო და ვცდილობდი არ დამეხუჭა, რათა ცრემლებს ჩემს სახეზე არ გაეკვლიათ გზა. მაგრამ ეს არც ისეთი ადვილი იყო.

just trust me ✔ (დასრულებული)Where stories live. Discover now