-წავედი თორემ ფრენას გამოვტოვებ.დამპირდი,რომ საუკეთესოდ მოექცევი მას.ის ძალიან შეგეფერება.
ორივე მანქანიდან გადავედით. მისკენ წავედი და ფეხსაცმლის ქუსლის მიწაზე ტრიალი დავიწყე.
-მიყვარხარ,ჰარი.-ტირილი დაიწყო და მომეხვია.
-მე...მეც მიყვარხარ დედა.-ვუპასუხე და საპასუხოდ მოვხვიე მკლავები.ლამის შევასწორე და 'მეც' უკან წავიღე. კიდევ კარგი, თორემ ამ სიტყვის გარეშე ეს ფრაზა მხოლოდ ჩემი და ტესასია.
-დაგირეავ რომ ჩავფრინდები.-დამპირდა და შენობისკენ დაიძრა.
მანქანაში დავბრუნდი და გასაღები გადავატრიალე.
უკანა გზაზე გული ასჯერ მეტად დამიმძიმდა. ვფიქრობდი იმაზე,თუ რა სახის მომავალი შემეძლო შემეთავაზებინა გოგოსთვის,რომელიც ცხოვრებაზე მეტად მიყვარს.
*****
როცა ჰარი აეროპორტიდან დაბრუნდა, ისევ საწოლში ვიწექი, მაგრამ მეღვიძა.
გავიგონე, როგორ დაყარა ტანსაცმელი იატაკზე და საწოლში ბოქსერებით შემოძვრა. მკლავები შემომხვია. ოდნავ გაღიზიანებული ვიყავი ჩვენი ადრინდელი საუბრის გამო, მაგრამ მისი მკლავები ცივი იყო და თან მთელი დღე მენატრებოდა.
-ხვალ სამსახურში ვბრუნდები - ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ. არ ვარ დარწმუნებული სძინავს თუ არა.
-ვიცი -ღვიძავს.
-რამე არასწორადაა? - ვკითხე მისი ხმის გამო.
-არა, უბრალოდ დავიღალე
-კარგი...ვერ ვითმენ ისე მინდა გამომცემლობაში დაბრუნება.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მიყვარს იქ, მთელი კვირა ვისვენებდი და მომენატრა მუშაობა.
-ზედმეტად წარმატებული ხარ. შენს შესაძლებლობებს ამეტებ და ეს ნერვებს მიშლის.-დამცინა.
მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი ვიცოდი , რომ თვალები გადაატრიალა.
-ბოდიში,რომ მიყვარს ჩემი სტაჟირება, შენ კი არ მოგწონს შენი სამსახური.- გავიღიმე.
-მომწონს ჩემი სამუშაო და სხვათააშორის ზუსტად შენნაირი სამსახური მქონდა, უბრალოდ უკეთესის გამო მივატოვე. -დაიტრაბახა.
-შენი ამჟამინდელი სამსახური იმიტომ მოგწონს,რომ სახლიდან მუშაობ?
-ხო. მთავარი მიზეზი ეგაა.
-და სხვა მიზეზი?
-სულ ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ხალხი თვლიდა თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ვანსის გამო მივიღე სამსახური.
დიდი აღმოჩენა არ იყო, მაგრამ ბევრად პატიოსნად მიპასუხა, ვიდრე მოველოდი. მეგონა გაღიზიანდებოდა ან ორ სიტყვას მომიგდებდა იმაზე თუ როგორი საშინელი სამსახურია.
-ასე გგონია?-ჩემ მხარეს გამოვიწიე და ზურგზე დავწექი. ჰარი კი იდაყვებზე დაეყრდნო და თვალებში ჩამხედა.
-არვიცი, არავის უთქვამს, უბრალოდ მე ვიფიქრე ასე.
განსაკუთრებით იმიტომ, რომ მან ეგრევე თანამშრომლად ამიყვანა და არა სტაჟიორად.
-არ ფიქრობ, რომ ეწყინა როცა სამსახური მიატოვე?
-არა. პერსონალი მუდმივად უჩიოდა ჩემ მოჩვენებით დამოკიდებულებას და ტანადობას.- გაიღიმა.
მისი ღიმილი კიდევ უფრო განსაკუთრებული ჩანდა ნახევრად განათებულ ოთახში.
-მართლა ?-გამოვაჯავრე..
ხელი ლოყაზე დამადო და შუბლზე საკოცნელად დაიხარა.
-ხო. ძალიან მიმზიდველი ვარ. აი დამოკიდებულებაზე მართლები იყვნენ.- ჩემს ყელში ჩაეღიმა.
ჩავიხითხითე, რაზეც ისევ გაეღიმა. შუბლი შუბლზე მომადო.
-დღეს რისი გაკეთება გინდა?- მკითხა.
-არვიცი, ალბათ ლიამს დავურეკავ და მაღაზიაში წავალ.
-რისთვის?
-რომ ვნახო და დაველაპარაკო. მინდა ის ბილეთები მივცე.
-ის საჩუქრები მათ სახლშია და დარწმუნებული ვარ უკვე ნახეს.
-არამგონია ჩვენს გარეშე გაეხსნათ.
-მე მგონია.
-როგორ ფიქრობ...ფიქრობ, რომ უნდა მოვუბოდიშო... ან არ მოვუბოდიშებ. უბრალოდ დავურეკო მამაჩემს?
-ვფიქრობ უნდა დაურეკო. არ ველი რომ ბოდიშს მოუხდი და დარწმუნებული ვარ არც ის, მაგრამ არ უნდა მისცე საშუალება გუშინდელ ამბავს გაანადგუროს თქვენი ძლივს აღდგენილი ურთიერთობა.
-მგონი ხო -მიპასუხა.
-როცა მას დავარტყი, უცებ ვიფიქრე, რომ იქ დარჩებოდი და მიმატოვებდი.
-მართლა?
-ხო და მიხარია რომ ეს არ გააკეთე.
თავი ავწიე და პასუხის გაცემის ნაცვლად,ყბის ხაზზე პატარა კოცნა დავუტოვე. შესაძლოა დავრჩენილიყავი მასზე მეტი რომ არ მცოდნოდა და ჩემს გამო ასე რადიკალურად რომ არ შეეცვალა ყველაფერი და წარსული არ დაევიწყებინა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ჰარისადმი შეხედულებაც, არა უარყოფითად არამედ პირიქით, ახლა უფრო კარგად მესმის მისი.
-მგონი დღეს დავურეკავ
-არ ფიქრობ, რომ მათ სახლში უნდა წავიდეთ? მართლა მინდა საჩუქრები მივცე.
-უბრალოდ ტელეფონით ვუთხრათ, რომ გახსნან. თუ ნამდვ,ილად არ გინდა მათი ყალბი ღიმილიანი სახეების დანახვა, როცა შენს საშინელ საჩუქრებს გახსნიან.
-ჰარი - შევუღრინე.
ჩაიხითხითა და თავი ჩემს მკერდში ჩამალა.
-ვხუმრობ.საუკეთესო საჩუქრებია. ის 'ბრელოკი' არასწორი სპორტული გუნდის გერბით განსაკუთრებით მაგარი იყო. - სიცილი აუტყდა.
-საწოლში დაბრუნდი.-თმა ავუბურდე.
-მაღაზიაში რა გჭირდება?- მკითხა.აღარ მახსოვდა, რომ ვახსენე.
-არაფერი
-ხომ თქვი, რომ რაღაც გინდოდა. რა გჭირდება საცობები... ან რამე?
-საცობები?
-ხომ იცი.. შენთვის... - რა?
-ვერ მივხვდი -ვუპასუხე
-ტამპონი
-ო არა - გავწითლდი
-საერთოდ ციკლი გააქვს?
-ღმერთო ჩემო ჰარი, შეწყვიტე ამაზე საუბარი.
-რა? გრცხვენია შენს მენსტრუაციაზე ჩემთან საუბარი? - საწოლიდან წამოიწია და ეშმაკური ღიმილით მკითხა.
-არ მრცხვენია, უბრალოდ შეუფერებელია. -თავი დავიცავი, მაგრამ ძალიან მრცხვენოდა.
-უკვე გაკეთებული გვაქვს შეუფერებელი რაღაცები ტერესა - გაიღიმა.
-ტერესას ნუ მეძახი და შეწყვიტე საუბარი! - შევუღრინე და სახე ხელებით დავიფარე.
-ახლა სისხლდენა გაქვს? - მკითხა და ვიგრძენი მისი ხელი როგორ ჩადიოდა მუცლისკენ.
-არა - მოვატყუე.
ამ თემაზე საუბარი აქამდე არასდროს გვქონია,რადგან წამდაუწუმ ვშორდებოდით და ვრიგდებოდით.საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი საიმისოდ,რომ ყოველი თვის ეს დღეები ჰარისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო.ახლა,როდესაც ურთიერთობის გამყარება გადავწყვიტეთ,ვიცოდი რომ ეს დროც დადგებოდა,უბრალოდ საწინააღმდეგოს ვიმედოვნებდი მაინც.
-მაშინ წინააღმდეგი არ იქნები თუ...-ხელით საცვლის ზოლამდე მიაღწია.
-ჰარი - დავიყვირე და ხელი მოვაშორებინე.
-მაშინ აღიარე, რომ ციკლი გაქვს - ჩემს დამცირებას განაგრძობდა.
-არა ამას არ ვიტყვი - წარმომიდგენია როგორი წითელია ჩემი სახე ახლა. თავი უნდა ვაკონტროლო და მისგან შორს დავიჭირო.
-კარგი რა..უბრალოდ ცოტა სისხლია
-ამაზრზენი ხარ.
-ვფიქრობ, გასაოცარი ვარ(BLOODY amazing-ქართულა დ უბრალოდ ვერ ვთარგმნიდი BLOODY-ს :დდდდდ ალბათ მიხვდით მის 'ხუმრობას' (Y) -_- :D :D ). -გაიცინა.რა თქმა უნდა ამაყობს მისი საცოდავი ხუმრობის გამო.
-აუტანელი ხარ
-მოეშვი.ზედმეტად შებოჭილი ხარ.ასე მკვეთრად მაინც ნუ გამოხატავ შენ კომპლექსებს. - სიცილი აუტყდა.
-ღმერთო! კარგი..თუ ვიტყვი მორჩები ამ მენსტრუალურ ხუმრობებს?
-სულაც არ ვხუმრობ.მენსტრუაცია.-ისტერიული სიცილი აუტყდა და მეც გადამდო.არაადეკვატური სასაუბრო თემის მიუხედავად საშინლად სასიამოვნოა საწოლში ჰარისთან ერთად სიცილი.
-ციკლი მაქვს. სანამ სახლში მოხვიდოდი მანამდე დამეწყო
-მერე რატომ გრცხვენია?
-არ მრცხვენია. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს ის თემა არაა, რაც ქალებმა უნდა განიხილონ.
-დიდი ამბავი.ცოტა სისხლი არ მადარდებს.
-რ საზიზღარი ხარ.-ზიზღისგან სახე დავმანჭე.
-უარესებიც უწოდებიათ.
-დღეს კარგ ხასიათზე ხარ - აღვნიშნე
-შენც იქნებოდი თვის ეს დრო რომ არ იყოს - ამოვიოხრე და სახის დასაფარად ბალიში ავიღე.
-შეგვიძლია სხვა რამეზე ვისაუბროთ? -ვკითხე ისე რომ ბალიში არ მომიშორებია.
-რა თქმა უნდა... ვინმეს სისხლიან საცვლებზე - ისევ დაიწყო სიცილი.
ბალიში სახიდან მოვიშორე და სანამ საწოლიდან გადასვლას მოასწრებდა ვესროლე.
მისი სიცილი გავიგე, როცა ტანსაცმლის კარადასთან მივიდა შარვლის ჩასაცმელად. ჯერ ძალიან ადრეა, დილის 6 საათია, მაგრამ უკვე გამოვფხიზლდი. ყავის მომზადება დავიწყე და კარადიდან ჯამი გამოვიღე ბურღულეულისთვის. ვერ ვიჯერებ, რომ შობა უკვე დასრულდა.
-ჩვეულებრივ როგორ აღნიშნავდი ახალ წელს? - ვკითხე ჰარის, როცა მაგიდაზე თეთრი შარვლით დაჯდა.
-ჩვეულებრივ გარეთ გავდიოდი
-გადიოდი სად?
-წვეულებებზე ან კლუბში. ან ორივე. გასულ წელს ორივეზე ვიყავი.
-ოუ - სავსე ჯამი მივაწოდე.
-შენს რისი გაკეთება გინდა?
-არვიცი. ალბათ გარეთ გასვლა ?- კითხვასავით ჟღერდა.
-გინდა?
-კი..შენ არა?
-წარმოდგენა არ მაქვს რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ თუ გინდა წავიდეთ. - კოვზი პირში ჩაიდო.
-კარგი - არც მე ვიცი სად შეგვიძლია წასვლა ან რისი გაკეთება, მაგრამ მინდა.
-მამაშენს დაურეკავ დღეს? -ვკითხე და მის გვერდით დავჯექი.
-არ ვიცი
-იქნებ ისინი მოვიდნენ ჩვენთან? - შევთავაზე, რაზეც თვალები დაუწვრილდა.
-არამგონია
-რატომ არა? აქ უფრო მოხერხებულად არ იგრძნობ თავს?
რამდენიმე წამი თვალები დახუჭა და შემდეგ ისევ გაახილა.
-კარგი, ახლავე დავრეკავ
-ძალიან ადრეა და მათ გააღვიძებ
-და?
-ცხრამდე მოიცადე. უხეშობაა მათი ადრე გაღვიძება- ვუთხარი და მაგიდიდან წამოვდექი.
-სად მიდიხარ? -მკითხა
-დასალაგებლად
-რა უნდა დაალაგო? ყველაფერი სუფთაა
-არა, არ არის და მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს თუ სტუმრები გვეყოლება - ჩემი თეფში ჭურჭლის სარეცხის მანქანაში ჩავდე.
-რა თქმა უნდა გინდა - გაიღიმა
-შენც უნდა დამეხმარო იცი? ერთადერთი ხარ, ვინც აქაურობას სვრის.
-ოუ არა..შენ უფრო კარგად გამოგდის დალაგება, ვიდრე მე.-
თვალები გადავატრიალე,მაგრამ არა ცუდი განზრახვით.
მე მომწონს რაღაცების კეთება განსაკუთრებულად. ჰარის დალაგება რა თქმა უნდა ნამდვილი დალაგება არ არის.ის უბრალოდ იქ ტენის ნივთებს სადაც გამოუვა.
-არ დაგავიწყდეს რომ მაღაზიაში უნდა წახვიდე 'საცობების' საყიდლად - სიცილი დაიწყო.
-შეწყვიტე მათთვის ამის დაძახება! -ჭურჭლის საწმენდი ხელსახოცი სახეში ვესროლე, რაზეც უფრო აუტყდა სიცილი.
YOU ARE READING
After ნაწილი 3
Romanceაღებულია ZMG-გან, და ამავდროულად გაგრძელება მე3 ნაწილის DarkWhite-ს მიერ დადებულის... ❤️