თავი 24

1K 124 53
                                    

ერთი კვირა გავიდა, მტანჯველი და მონატრებით გაჟღენთილი ერთი კვირა, ხვალ გუკის ვნახავ, მაგრამ ხვალამდე ლოდინი აღარ შემიძლია, ისე გამიჭირდა ეს დღეები, მეგონა სამყაროში ჟანგბადი გამოილია, ჟანგბადის წყაროც კი არსად ჩანდა, არც შეტყობინება გამოუგზავნია, ან რატომ უნდა გამოეგზავნა, ის არ იყო ვალდებული, მაგრამ ხომ შეეძლო მოვეკითხე მაინც, სულელი ვირი!

მაგრამ არც მე არ მიმიწერია, იქნებ ისიც იგივეს ფიქრობს ჩემზე? არა, არამგონია, ის ძალიან დაკავებული ადამიანია და ჩემზე ფიქრისთვის ალბათ დროც არ აქვს!

ხვალ დილით მამა ისევ საზღვარგარეთ მიდის თავისი საქმეების გასაგრძელებლად, მე კი ისევ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები, რაც ჩემდა გასაკვირად მახარებს, ალბათ არ არის საჭირო თქმა თუ რატომ ვარ ამით ბედნიერი

მისაღებში ტელევიზორთან ვზივარ და სხვადასხვა არხებზე დავსეირნობ, მალევე ნერვებ მოშლილი ჰობის ხმა მაფხიზლებს

-შეგიძლია ერთ არხზე დააყენო?!

-ააა მაპატიე

-ჯიმინ რაზე ფიქრობ, ეს დღეები რაღაც ძალიან უხასიათოდ ხარ, ან ეგ ჰუდი ერთი კვირა რომ გაცვია არ აპირებ გახდას?

მეუბნება ხმამაღალი ტონით, რაზეც პულტს გვერდით ვიქნევ და ბალიშს ვეხუტები

-ეს ჰუდი გუკისაა ჰობი

ვეუბნები ნაღვლიანი ხმით, რაზეც მას სახე უწყნარდება

-აჰ ახლა ყველაფერი გასაგებია, თურმე ბიჭს თავისი რომეო ენატება

ამჯერად მომღიმარი სახით თქვა ჰობიმ, მეც ოდნავ ჩამეღიმა მაგრამ ნაღვლიანად

-ძალიან მენატრება ჰობი, მართლა აღარ შემიძლია მოთმენა, ასე მგონია როცა ვნახავ, მაშინვე კისერზე ჩამოვეკიდები და თავსაც შევირცხვენ!

-ახ ძმაო რა გიყო, არ მეგონა თუ ასეთი გამოსაშტერებელი სიყვარული გეწვია

You'll also like

          

-ჰოო არც მე მეგონა რომ სიყვარული ასე აშტერებდა

ვთქვი მომღიმარი სახით და თან ჭერში ვიყურებოდი, უეცრად თავში ჰობის ხელი მომხვდა

-დაბრუნდი ახლა დედამიწაზე, მალე დედა და მამა დაბრუნდებიან

-სად წავიდნენ?

-საყიდლებზე, ხომ იცი დღეს განსაკუთრებული ვახშამი გვაქვს

-ჰოო მამას გასაცილებელი ვახშამი

ისევ მოვიწყინე, ჰობიმ რომ შემამჩნია ჩემთან მოცოცდა და მაგრად გადამეხვია, ჩემი იდიოტი ძმა სიგიჟემდე მიყვარს 

-აბა რა სიყვარულის სცენები მოგიწყვიათ აქ?

სიცილით თქვა დედამ, რომელიც ახლახანს შემოვიდა სახლში, უკან კი მამაც მოყვებოდა

-ჯიმინმა მოიწყინა დეე, რადგან მამა მიდის

-ჩემი ბიჭი, გპირდები მალე ისევ ვნახავთ ერთმანეთს

თქვა მამამ და გვერდით მომიჯდა, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და შემპირდა რომ სიტყვას აუცილებლად შეასრულებს, მეც რა თქმა უნდა მჯერა მისი, რადგან ის სიტყვის კაცია.

-დეე გინდა საჭმელების მომზადებაში დაგეხმარო?

გასძახა ჰობიმ სამზარეულოში მყოფ დედას და როცა თანხმობა მიიღო სწრაფად გაცუნცულდა მისკენ, მამა კი ჩემთან დარჩა, ჩვენ ერთად ვუყურეთ ფილმს და გავიხსენეთ ბევრი ტკბილი მოგონება, მათ შორის ჩემი ბიოლოგიური მშობლებიც.

საღამოს 8 საათია, მე კი ჩემს ოთახში ვზივარ ფანჯარასთან და მთვარის ცქერით ვტკბები, ის ისეთი სავსეა როგორც გუკის ტუჩები და ისეთი ნათელი როგორც გუკის თვალები. მენატრება, სიკვდილამდე მენატრება.

ოთახში ჰობი შემოდის და მამცნობს რომ ნათესავები მოვიდნენ, სულ რამოდენიმე ნათესავი დავპატიჟეთ, რომ ვიწრო წრეში გაგვეცილებინა მამა.

ქვემოთ ჩავდივარ და ნათესავებს ზრდილობიანად ვესალმები, ისინიც დიდ სითბოს და სიყვარულს მჩუქნიან, რადგან პირველად მხედავენ ჩემი ოთახიდან გამოსულს, რამაც ისინიც ისე გაახარა, როგორც ჩემი ოჯახი.

მამა მეძახის და მთხოვს რომ სარდაფიდან ღვინო ამოვიტანო, მის არჩევას კი მე მანდობს, მეც სასწრაფოდ ჩავდივარ სარდაფში და ღვინის არჩევას ვიწყებ, ბევრი ფიქრის შემდეგ სისხლივით წითელ ღვინოს ვარჩევ, სწორედ ისეთს, როგორიც გუკის ტუჩებია და ის ისეთი არომატულია, შეხედვით შეუძლია დაგათროს.

სარდაფს ვტოვებ და ხალხში ვერევი, ღვინოს მაგიდაზე ვდგამ და კმაყოფილი სახით ვუდგები მამას გვერდით, ის განცხადებას აკეთებს რომ შეგვიძლია სუფრას მივუჯდეთ და ჩვენც მაშინვე ვიკავებს ჩვენს ადგილებს.

მამა ღვინოს იღებს და ხსნის, შემდეგ კი ჭიქებში ასხამს, მისით მოხიბლული მამა ფართოდ იღიმის და საქებარ სიტყვებს არ იშურებს ჩემთვის. უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა

-კიდევ ვინმეს ველოდებით?

თქვა მამამ

-კი ველოდებით

უპასუხა ჰობიმ და კარისკენ წავიდა, მე კი მოუთმენლად ველოდი კარის გახსნას, რომ გამეგო ვინ იყო.

ჰობიმ სწრაფად გააღო კარები და როცა კარში მომღიმარი გუკი დავინახე, ფეხები ამიკანკალდა, როგორ მომნატრებია, თითქოს საუკუნე გავიდა მასე შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე, ბედნიერი ვარ უზომოდ ბედნიერი ვარ, მინდა ვიყვირო მაგრამ არ შემიძლია.

ჯონგუკი ნელი ნაბიჯებით შემოდის სახლში, ყველას თბილად ესალმება, ბოლოს კი მზერას ჩემზე აჩერებს, მე კი ისევ ურეაქციოდ ვზივარ და მას მივშტერებივარ. ის მომაჯადოვებლად მიკრავს თვალს და პირდაპირ ჩემს წინ ჯდება!

𝐓𝐡𝐞 𝐒𝐞𝐱𝐢𝐞𝐬𝐭 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐞𝐫 ✅Where stories live. Discover now