ჰანგი მეხუთე: Billy Vaughn - À La Recherche D'une Star
თეჰიონის აღიარების შემდეგ ესმერალდას გულმა კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა ყოველი შეხვედრის წინ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს ნიშნავდა, მაინც განუწყვეტლივ იღიმოდა იმის წარმოდგენისას თუ როგორ მოეხვეოდა ერთ დღეს განიერ მხრებს, ქერა თმას გაეთამაშებოდა და ვინ იცის, იქნებ, რძისფერი ლოყებიც დაეკოცნა... გამუდმებით იცვლიდა კაბებს და ცდილობდა ჭრელი ჩითის ნაჭრებით მიექცია ყურადღება, რასაც, ცხადია, მხატვარიც ამჩნევდა, თუმცა მხოლოდ თავის მსუბუქი დაკვრით ანიშნებდა, რომ მოსწონდა და მორჩა, მეტი არაფერი... ესეც საკამრისი იყო!
გაინტერესებთ სად ხეტიალობდნენ მამაკაცის ფიქრები? სრულ გაუგებრობაში დაედოთ ბინა, ჩაკეტილიყვნენ და არაფრით გამოდიოდნენ გარეთ! უბრალოდ ხიბლავდა თუ სურდა კიდევაც? ხომ არ ისწრაფვოდა საკუთრად ექცია?! რანაირად?! რა-ნა-ირად?! არადა სიამოვნებით გაატარებდა მის გვერდით საათს, დღეს, კვირას, თვეს და, ვინძლო, წელიწადსაც კი!
გაკვეთილების სესია აღდგა. წყვილი სრულ თორმეტ საათზე ხვდებოდა ბუენ-რეტიროს ტბასთან და გულმოდგინედ მუშაობდა. მართალია, უმცროსს ცოტა ჭირვეული ხასიათი და უნაბისყოფობა არგუნა დედაბუნებამ, მაგრამ ამას სრულიად აბალანსებდა უფროსის თავდაჭერილობა და მოთმინების უნარი.
- ჯანდაბა, არაფერი გამომდის! - აფეთქდა და ფანქარი ბალახებში მოისროლა - აღარ მინდა ხატვა, დავიღალე!
- ჯერ მხოლოდ მსხლის ყუნწი დახატეთ, ესმე! - გაეცინა თეჰიონს - იქნებ, დაგეხმაროთ?
- დამეხმაროთ? - ირიბად გახედა ქერას - რას გულისხმობთ?
- მოიწიეთ... - მსუბუქად მოქაჩა ციცქნა მაჯაზე და თავისთან მიაჩოჩა - აი, ასე... - მცირე ხელს გალავნად შემოაჭდო თავისი გრძელი თითები და ტრაექტორიის შექმნას შეუდგა - უკეთესია...
YOU ARE READING
Estella Brillante (დასრულებული)
Romanceჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, რამხელაა მონმარტრი!!!