" წერილს ვწერ.
წერილს, რომელიც სულმა უნდა წაიკითხოს.
ეს სიგიჟეა.
სრული სიგიჟე.
მოკლედ...
შემეძლო ყველაფერი მანამდეც მეთქვა, მაშინ როდესაც ცოცხალი იყავი და შენი ღიმილით სამყაროს ანათებდი. მაშინ როდესაც შენი ფეხები მწვანე მინდორს ეხებოდა და ბუნების სილამაზით ტკბებოდა.
შემეძლო შენთვის გული გადამეშალა, თუმცა რა გავაკეთე?
არაფერი.
დიახაც, რომ არაფერი. ბავშვური შიშები ვერ მოვიშორე და საიდუმლო სამუდამოდ ჩავკალი ჩემში. მუდამ მეგობრად მიგაჩნდი, ჯონ. მხოლოდ მეგობრად აღმიქვამდი.
როცა ტიროდი მე ვიყავი ის ვისთანაც მიდიოდი, ვინც ცრემლებს გწმენდდა და გამშვიდებდა. როდესაც ამ ყრუ სამყაროში ყვიროდი, სადაც შენი არავის ესმოდა მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მუდამ გვერდით გედგა. თუმცა ვერასდროს ამჩნევდი თუ როგორ შემოგყურებდი. ჩემს თვალებში ვერასდროს ხედავდი იმ ვარსკვლავებს, რომელსაც შენი დანახვა იწვევდა. ვერ გრძნობდი თუ როგორ მიჩქარდებოდა გული, როცა ერთი წამითაც კი მეხებოდი. სულელი იყავი, ჯონგუკ და სიცოცხლეც სულელურად დაასრულე.
მიყვებოდი, თუ როგორ წარიმართა პაემანი ისეულთან, როგორ აკოცეთ პირველად ვცდილობდი ღიმილი არ ჩამომშლოდა სახიდან და ჭიქასავით არ დამტრეულიყო, რომელსაც ვეღარასდროს გაამთელებდი.
გახსოვს მინჰიოკის წვეულება, 31 აგვისტოს?ამინდიც კი მამზადებდა მოსალოდნელი ამბისთვის. ქარი ხეებს არხევდა, სიცივისგან კი ყბა მიკანკალებდა. თუმცა ცეკვამ და ალკოჰოლმა სიცივე დამავიწყა. დავთვერი. ყველა და ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. სწორედ ამ საღამოს გადავწყვიტე გრძნობებში გამოვმტყდარიყავი. მსურდა შენთვის გული გადამეშალა. არ ვიცი გზას, როგორ მივიკვლევდი, მაგრამ ფაქტია შენამდე მოვაღწიე, მაგრამ მერჩივნა ვერ მომეღწია. მერჩივნა სადმე ფეხი წამომეკრა და თავი დამერტყა ოღონდ ეს არ დამენახა. როცა დავინახე თუ როგორ ეხებოდა შენი ტუჩები მისსას ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. მეგონა სასუნთქი გზები ჩამეკეტა. სისხლი ტვინს აწვებოდა, სიბრაზისგან ყბა დამეჭიმა, მეგონა იქვე ჩატყდებოდა. მაშინვე გარეთ გამომოვვარდი და დიდი ხნის ნანატრი ჰაერი ჩავისუნთქე. ცრემლებს საშუალება მივეცი ედინა და ამ დაწყევლილ სამყაროში კიდევ ერთი ადამიანის სახე დაესველებინა. რაც ძალა მქონდა დავიყვირე, რომ მიყვარდი. "მიყვარხარ ჯონ ჯონგუკ" სწორედ ამ სიტყვებს გავკიოდი იმ ღამით, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე მთვრალმა ბავშვმა გაიგონა, რომელსაც ფეხებზე ვეკიდე.
რით განსხვავდები შენ მათგან? შენც ფეხქვეშ გათელე ჩემი გრძნობები. გამანადგურე და ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენე. მეორე დღეს კი გითხარი, რომ უბრალოდ შეუძლოდ გავხდი და ამიტომ წამოვედი ადრე. შენ კი დაიჯერე. ეჭვიც არ შეგპარვია, ჩემს სიტყვებში. უბრალოდ მითხარი " კარგი, ჯიმინ ახლა უნდა წავიდე." არც ის გიკითხია უკეთ ვიყავი თუ არა. შენ ისიც არ გაინტერესებდა როგორ ვიყავი, როცა მე შენზე ყველაფრის ცოდნა მსურდა.
თავი მოიკალი და ვისთვის? ისეულისთვის? იმ ადამიანის გამო, რომელმაც სხვა ბიჭში გაგცვალა? საცოდავი ხარ გუკ.
მე ძლიერი, გამბედავი და ბედნიერი ადამიანი მეგონე, თუმცა საშინლად შევცმდარვარ.
ნუთუ გგონია ასე ადვილად შეიძლება სიცოცხლის დასრულება. გგონია გაქვს უფლება შენი თავი წაართვა შენს მშობლებს? შენს დას?.... გგონია გაქვს უფლება ასე უბრალოდ გაუჩინარდე ჩემი ცხოვრებიდან? არ გაგიშვებ, ჯონ.
გგონია მხოლოდ შენ გგქონდა რთული ცხოვრება? გგონია უბრალოდ პრობლემის დანახვისთანავე უნდა გაიქცე? სულელი ხარ.
იცი მაინც რა გადავიტანე შენი გარდაცვალების შემდეგ?
ყოველ ღამე ბალიშს ცრემლებით ვამძიმებდი, რომლებიც შეუჩერებლად მოდიოდა. აღარაფერი იყო ძველებურად. ვერ ვიძინებდი, ვერ ვჭამდი, სუნთქვაც კი მიჭირდა.
მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე?
კი.
მიცდია თუ არა ეს?
კიდევ ერთხელ კი, თუმცა ვერ გავაკეთე ეს. თითქოს რაღაც უკან მაბრუნებდა, მაგრამ ვერ ვხდები რა ან ვინ.
ყოველ ღამე ხმები მაქეზებენ " წადი ჯონგუკთან. იქ მაინც იქნებით ერთად." არ ვიცი დავუჯერო ამ ხმებს თუ არა.
რა გავაკეთო ჯონ ჯონგუკ? რომ წამოვიდე შენთან ჩამკიდებ ხელს? ერთად გავანათებთ იმ ცოდვებით სავსე ჯოჯოხეთს?
ამის დედაც.
ამ ყველაფრის დედაც.
ეშმაკს სულს მივყიდი, მაგრამ შენ ვერ და არ დაგთმობ.
იცი მეც შენნაირი გავხდი. პათეტიკური.
სხვას განვსჯი, თუმცა ვერ ვაანალიზებ, რომ მეც იგივე ორმოში ვვარდები.
მზად ვარ შენს გამო თავი მოვიკლა.
მზად ვარ აქაურობაზე უარი ვთქვა. მზად ვარ ამ ყალბ გარემოზე უარი ვთქვა და შენთან წამოვიდე.
გთხოვ ხელი არ მკრა.
შეხვედრამდე ჯონგუკ."
ბიჭს ხელის გულში აბები ჰქონდა მოქცეული, ღრმად სუნთქავდა. ცდილობდა უკანასკნელად ჩაეშვა ფილტვებში ჰაერის დიდი ნაკადი. აბები ერთიანად გადაუშვა საყლაპავ მილში და ელოდებოდა თუ როდის გახდებოდა დასასრული ახალი ამბის დასაწყისი.
ამ ღამეს გუკს ჯიმინისთვის ხელი არ შეუშლია და საშუალება მისცა მისი სიცოცხლე დაესრულებინა, რათა ჯოჯოხეთი ერთად გაენათებიათ.