babyz

148 16 75
                                    

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, არაფერი განსაკუთრებული, ყველა ისევ გადაღებაზე იყო  სადაც 20 წუთია შესვენება ჰქონდათ.

-ასტრია, იქნებ დაუძახო..? -დინამ შეაპარა მეგობარს.

-სულ მე ვერ შევუვარდები სექსისას! დამანებე თავი. -გაბრაზებულმა წამოიძახა.

-დამტანჯეს რა. გეფიცები სადაც ადგილს ნახავ შეძვრებიან და მერე ცმაცუნებენ! -ამოიოხრა დინამ და მოჭიქული ხაჭო ჩაკბიჩა.

-რა ხდება? -ადელინა მაისურის სწორებით გამოვიდა  გასახდელიდან და მას ლოყებაწითლებული სანიც გამოჰყვა.

-გვესმის ადელინა, აი ეს მოხდა. -თვალები აატრიალა  ასტრიამ.

-არაუსაშავს. -თმა აიჩეჩა წითურმა და მოსაწევად გარეთ გავიდა.

-ბოდიში ასტრია.. -ლოყები საყვარლად დაბერა სანიმ.

-ისაა მოსაკლავი შენ რას გერჩი? -თავი გააქნია ასტრიამ და ქათმის ბარკალი ჩაკბიჩა.

-ადელინა სად შეიძლება ვნახო? -უცნობმა გოგონამ იკითხა და ასტრიას წინ დაუდგა.

-თქვენ ვინ ბრძანდებით?

-მე? მე ადელინას მეგობარი ვარ. ჯესი. -ხელი გაუშვირა ასტრიას ლურჯთმიანმა და გაუღიმა.

-ასტრია. -ხელი ჩამოართვა ასტრიამ და ხელის შეხებისას მუცელში უცნაური გრძნობა დაეუფლა.

-ჯესანდლე! -გადასაღებ მოედანზე შემოსულმა წითურმა მეგობრის დანახვაზე იყვირა.

-აძილონააა! -ჯესიმ ხელი გაუშვა ასტრიას და მაშინვე ძლერად ჩაეხუტა ადელინას.

-რა ქარმა გადმოგაგდო? როგორ მომენატრე იცი?

-ამ გოგოს პირველად მარტო მე ვხედავ...? -დინამ ასტრიას უჩურჩულა და თავი გააქნია ჯერ ისევ იოფორიაში მყოფმა ასტრიამ.

-არ ვიცი, არასდროს მინახავს...

სანი კი იდგა და უყურებდა ორ გოგოს რომელიც ერთმანეთს არ შორდებოდნენ და აციმციმებული თვალებით შეჰყურებდნენ ერთურთს. სიბრაზდე ახრჩობდა, თუმცა ვერაფერს აკეთებდა. ის და ადელინა არ იყვნენ ოფიციალურად ერთად, ადელინა ყოველთვის აჭიანურებდა და გაურბოდა ამ პასუხისმგებლობას, სანის გონებაში ახლა იმ აზრმაც გაიელვა რომ ადელინა და  ჯესი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ვერც კი მიხვდა სანი ისე ატირდა, ტრანსიდან გამოსვლისას ადელინას სახე დაინახა, რომელსაც აღელვება და შიში მკაფიოდ ეტყობოდა.

talk to me, Baby /finished☑Where stories live. Discover now