25

339 25 0
                                    

,,Where Do Brocken Hearts Go’’
‘’სრულყოფილების ნუ გეშინიათ, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ მას’’

სამყარო იმდენადმე უცნაური რამაა, რამდენადაც, ჩვენ ადამიანები.  დამიჯერეთ, ამას კარგი გაგებით,არანაირად არ ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, ამ მონოლოგის წაკითხვა, თქვენს, 50%-ს დაეზარება, თუმცა, რატომ არ ვცადო ?
ოდესმე, დაფიქრებულხართ,რამდენად სტკენთ სხვას გულს ? არა. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოთხოვნილებები გვაინტერესებს, სულ ცალ ფეხზე გვკიდია სხვისი გული, რომელსაც ფეხბურთის ბურთივით აქეთ იქით ვათამაშებთ.
ბევრს ავიწყდება რომ ადამიანს გრძნობები გააჩნია, და უბრალო უსულო საგანი არაა, ეს უბრალოდ შეხსენების გამო ვთქვი, დარწმუნებული ვარ, აღარც გახსოვდათ. უკვე მოცვეთილი ფრაზაა, თუმცა გამოსადეგი. ,,მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ თითონ მოგექცნენ’’. გინდა რომ გული გატკინონ ? შენი გრძნობები ფეხ ქვეშ გათელონ ?
მოდი, მოვრჩები თქვენს მოძღვრებას და იმ თემაზე გადავალ, რომელიც დარწმუნებული ვარ უმეტესობას გაინტერესებთ.
ჯანდაბა ნეტავ მომშორდეს. ეს იყო პირველი აზრი რომელიც ოლივიას მოუვიდა, როდესაც ზეინი გვერდით მიუჯდა.
-გული გატკინე ? დაბალი,ბოხი, მოგუდული ხმით ჰკითხა. ოლივიას სიცილი წასკდა, მისი ქვეცნობიერი კი მხოლოდ ერთ რამეს იმეორებდა. კი!კი!კი! თუმცა ლივი ამას არ აღიარებდა,არ აჩვენებდა იმ სუსტ მხარეს, რომელსაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად ვერ იტანდა.
-ნაბიჭვარი ნამდვილად ვარ. თავი დააუქნია მხიარულად და გაუცინა.
რა აცინებს ?
-სიამოვნებით გაგიერთიანებდი თავ ყბას, და შემდეგ ამაზე გულიანად ვიხარხარებდი. გულუბყვილოდ გაუღიმა გოგონამაც. და საერთოდ, რატომ ზის მის გვერდით ?  როდესაც ხედავს სურვილი უჩნდება რაც შეიძლება შორს გადაიკარგოს. არ უნდა გულისტკენა! არა! ეს ერთხელ უკვე გამოიარა.
-იცი, ჩემს მშობლებს მგონი, სკარლეტზე  მეტად მოეწონე.აშკარად საუბრის წამოწყებას ცდილობდა ბიჭი, თუმცა ეს ყოველივე ძალიან,ძალიან უნიჭოდ გამოსდიოდა.
-ჯანდაბა, რა გინდა ზეინ ?  ბოლოს ვერ მოითმინა და საუბარი პირდაპირ მაღალი ტონიდან დაიწყო. წადი! უბრალოდ წადი! ხომ მითხარი რომ საერთოდ არაფერს ვნიშნავდი ? ხომ მითხარი რომ უნდა გაგცლოდი ?  ხომ შეძელი და გადამთელე ? შეძელი და გული გამიტეხე, ამის გაგონება გინდოდა  ? ვერც ტონს და ვერც გონებას ვერ აკონტროლებდა,ჯანდაბა...
-მე...შენ.. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ბიჭი.
-ჰო! ახლა უბრალოდ მოშორდი ამ ადგილიდან, მარტო დამტოვე! შორს წადი, რაც შეიძლება შორს,ტიროდა..ჯანდაბა ტიროდა.
-შენ რა ტირი ? ჩემგამო ? არ ვიმსახურებ, უღონოდ ამოილაპარაკა შოკისგან ხმაწართმეულმა, ჰო ტიროდა, იმ ბიჭის გამო,რომელიც ყველაზე მეტად არ იმსახურებდა. კაკაოსფერი თვალებიდან ცრემლები ღაპა ღუპით ჩამოსდიოდა, ჯერ ლოყებზე, შემდეგ კი ლავიწებისკენ მიიწევდნენ, შემდეგ კი, სიფრიფანა ქსოვილთან შეხების შემდეგ, ქრებდოდნენ.
-გთხოვ, თუ ოდნავი პატივისცემა მაინც გაგაჩნია ჩემს მიმართ,წადი, გემუდარები, წადი... ამოიხავლა.  ბიჭი უხმოდ გამოეცალა, მიუხედავად იმისა რომ გონება იქ რჩებოდა, უხმოდ გააღო, მანქანის კარები, და მოხურა.ძრავა ააბღუილა და იქაურობას გაეცალა, სიჩქარეს უმატებდა, რამდენიმე წუთში სახლის შესახვევს გაუარა. არ უნდოდა სახლში, ახლა მხოლოდ სადმე წყნარ ადგილას ფიქრი ერჩივნა, მთელი ძალით უჭერდა.ტიროდა! გოგონა რომელიც ყველაზე ძლიერად მიაჩნდა ტიროდა. და ეს ყველაზე საშინელი ფაქტი იყო რომელიც გაუცნობიერებია,არადა დილით მოატყუა... უბრალოდ უნდოდა რომ რამე დაეშავებინა გოგონასთვის, სრულიად გაუაზრებლად აკეთებდა ამას.ეველინი ? უყვარდა, ისევ.. ან შეიძლება აღარც, მაგრამ ერთი იცოდა, მისი ცისფერი თვალები და ღია ქერა თმა თანდათან უფერულდებოდა, და მის ადგილს მუსკატისფერი თვალები და ყავისფერი თმა იკავებდა, ის მომაჯადოვებელი ღიმილი, გამუდმებით რომ უშლიდა ნერვებს, ის სხეული რომ აგიჟებდა და ზოგადად, ის გოგო, რომელზეც ფიქრებს უბრალოდ ვერ იგდებდა, ვერც თითონ გაეგო რას გრძნობდა, უბრალოდ იმდენად მიეჩვია მასთან სიახლოვეს, რომ გაძლება აღარ შეეძლო, აღარ შეეძლო მწარე კომენტარების გარეშე, უმიზეზოდ, ან შეიძლება, სრულიად გამიზნულადაც, ეს გოგო უნდოდა..
აბა რატომ სტკენ შე ახვარო გულს ? ბოლო ხმაზე ღრიალებდა ზეინის მეორე ნაწილი
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი იმდენად უჭირდა,რამდენადაც იმ კითხვების კორიანტელის, გონებაში უმისამართოდ რომ დაბორიალობდნენ.
-იდიოტო! კრეტინო! უტვინო!  -თავის თავს მთელს ხმაზე უყვიროდა ოლივია, იმდენად ხმამაღლა, რომ ხეებზე მსხდარი ჩიტები ადგილს იცვლიდნენ, და გოგონასგან შორს მიფრინავდნენ.
-არა, რამდენად დეგენერატი ხარ!ნამუსი სულ დაკარგე, იმ იდიოტის თანდასწრებით იტირე? ჯანდაბა,საერთოდ არ მოსწონდა, რომ საკუთარ პრინციპებს ღალატობდა.მაგრამ თუ გრძნობები წონიან პრინციპებს იმდენად,რომ გავიწყებენ ყოველივეს,ამის გარდა. ტკივილსაც გრძნობდა, ხო, ყრუ ტკივილს გულის არეში, თუმცა ყველაზე აუტანელი მაინც ის დამცირება იყო, საკუთარ თავს რომ მიაყენა. რის გამო ?
იდიოტის.
-გამოჩნდი ?
მე გაფრთხილებდი.
-ჰო, მაფრთხილებდი მე კი იდიოტი აღმოვჩნდი. ვნანობ, ხმამაღლა ესაუბრებოდა ოლივია თავის მეორე მე-ს
შეიგნე, რომ ეველინს არასოდეს დაივიწყენს ოლივია, ამას შენთვის, უფრო სწორად, ჩვენთვის ვამბობ
-ჰო.ეს უკვე გავაცნობიერე..
თავიდანვე არ მომწონდა ეგ ბიჭი.
-კარგი რა, თუ შენ- მე ხარ,ჩვენ ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ, მე თავიდან მომწონდა, ანუ შენც.
მოიცა, წარსულში ?
-ჰო.
რანაირად ?
-მათ იგნორირებას ვცდილობ.
რამდენიმე საათიანი ჯდომის შემდეგ, გოგონა ფეხზე წამოდგა და შარვალი დაიფერთხა, უკვე შებინდება იწყებოდა, სიამოვნებით დარჩებოდა, უბრალოდ არ უნდა ევა ასე უაზროდ აანერვიულოს, ფეხით გაუყვა ბილიკს მთავარი მაგისტრალისკენ, თან იმ ცრემლებს იმშრალებდა. ლოყებთან რომ შერჩენოდა, რამდენიმე წუთიანი დგომის შემდეგ, ტაქსი გააჩერა, მაშინვე შიგნით შეხტა.
-Par-A-dise-სთან მიმიყვანეთ თუ შეიძლება, რაც შეეცადა სანდომიანი ღიმილი აჩუქა, საყვარელი შესახედაობის მოხუცს, რომელმაც წამში  თავი დაუქნია,  მის საყვარელმ კაფეში მიდიოდა, სადაც სკოლის პერიოდში თითქმის ყოველდღე დადიოდა, იქ მატილდა მუშაობდა, დედამისის ხნის ქალი, რომელიც ისე იყო შეჩვეული ლივს, ლატეთი და ვანილიანი კრუასანით უმასპინძლდებოდა, რა თქმა უნდა ხუთი წლის შემდეგ ყველაფერი შეცვლილი დახვდებოდა, და შეიძლება არც მატილდა დახვედროდა და არც დოროთი, მაგრამ, იმედი ჰქონდა, რომ პროდუქციას არ გააფუჭებდნენ რადგან, ეს ულუფა, სიცოცხლის აზრად ეხატებოდა ამ საშინელ დროს.
-კარგად ხართ მის ? სარკეში რამდენიმეწამიანი დაკვირვების შემდეგ ჰკითხა მოხუცმა,
-ამ, მე.. არვიცი.არა. იცით, მამაკაცები ძალიან საზიზღრები ხართ!
-მაგის მეტი რა ვიცი, ძვირფასო, ლაღად ჩაიცინა კაცმა, ისიც კი მიკვირს, ჩემი ცოლი 35 წელი როგორ მიძლებს, მე მას სუპერ ქალს ვუწოდებ. გული გატკინეს ?
-დიახ.
-ოჰ,ეს პირველად კი არ მესმის, უბრალოდ ეცადე, იმ მამაკაცს ანანო, რაც გაგიკეთათ , მითუმეტეს , თქვენი სილამაზის პატრონს,არამგონია გაგიჭირდეთ.
-მადლობა რჩევისთვის.
-არ ვღირვართ კაცები, თქვენს ძვირფას ცრემლებად, ძვირფასო, ესღა უთხრა კაცს, და ჯიბიდან, ოც დოლარიანი ამოიღო და გაუწოდა. მაშინვე გადმოხტა ტაქსიდან, და ისევ ისეთი, ნათელ ფერებში განათებული კაფის კარები შეაღო,მწვანე კარი იყო. ცისარტელას ფერებიანი ზოლებით,დანახვისთანავე პოზიტივით აგავსებდათ. თავის საყვარელ ადგილას დაჯდა, ფანჯარასთან, სულ ბოლოში და ოფიციანტს დაელოდა.ტელეფონში დაძრომიალობდა, ჩახველებამ გამოაფხიზლა, მაღლა აიხედა და საყვარელი შესახედაობის გოგონას შეხედა, რომელიც ბლოკნოტით ხელში მის შეკვეთას ელოდა.
-ამმ, გამარჯობა, რას ინებებთ ?  რა საყვარელი ხმა აქვს.
-ჰმ, უშაქრო ლატე მინდა, ვანილიან კრუასანთან ერთად.
-მორჩა ?
-კი,კი, ჯერ ჯერობით საკმარისია, და ერთი შეკითხვა მაქვს, მატილდა აქ, აღარ მუშაობს ?
-არა, უკვე დიდი ხანია. გულწრფელად გაუღიმა გოგონამ.
-კარგით, მადლობა.
-რამდენიმე წუთში იქნება.
-ოლივია?  მოესმა ბოხი ხმა ფიქრებში გართულს, ყველაზე ნაკლებად ვისაც წარმოიდგენდა, ის ედგა წინ.
დენი.
ნაილის ბიძაშვილი დენი.
-ამმ, ჰეი. უხერხულად შეიშმუშნა გოგონაც, და ხელი დაუქნია.
-რამდენი ხანია ვთხოვ ნაილს შენს ნომერს, ვერ წავგლიჯე, ჩაიცინა ბიჭმა
კიდევ კარგი, ამოიბუტბუტა გოგონამ,ძალიან იმედგაცრუებული იყო მისი აქ ყოფნით, მითუმეტეს ახლა,საერთოდ არ ქონდა მისი ნერვები.
-სტრედფორდში რატომ არ ხარ ?
-ვიყავი და წამოვედი, მოწყენილობა იყო. გაიცინა.
ყველაფერზე რატომ იცინის ?
-ჰო, ცუდია,არადა ნაილის ნახვა მინდოდა.
-მალე ჩამოვა და შევიკრიბოთ.
ჰო, აშკარად შეშლილია,
-ჰეი, შენ რა, ტიროდი ?
-ალერგიის ბრალია ალბათ.
-კიკიკიკიკიკი, გაზაფხულობით მეც მაქვს ხოლმე ალერგია, ყვევილებზე, მტვერზე მზეზე, რა დამთხვევაა არა ? როგორ ფიქრობ, ჩვენი შვილებიც ალერგიულები იქნებიან ?
-მოიცა,სერიოზულად ? ამმ, დენ,ხომ კარგად ხარ ? უხერხულად ჰკითხა გოგონამ
-კი რაიყო,მოიცა ასე მეტყობა ?
-რა ?
-თმები შევიჭერი.
ოლივიას მოულოდნელად ხმამაღლა გაეცინა, არ იცოდა ამ დროს რამე თუ გაამხიარულებდა, ეს სულელი ბიჭი კი, ისე ახალისებს..
-ამ, იცი დენ, უნდა წავიდე, ხომ იცი რომ დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ, უნდა გავისეირნო. როგორმე ცდილობდა თავიდან მოეშორებინა.
-ოუ, არაჩვეულებრივი იდეაა, მეც წამოვალ.
მოიცა სერიოზულად ?
-ამმ, იცი დენ ? მარტო ყოფნა მინდა,თან შემდეგ სასაფლაოზე მივდივარ.უცებ გადაწყვიტა.
-რატომ ? უცებ შეცბუნდა ბიჭი.
-სექტაში ვარ, მე და კიდევ რამდენიმე ბიჭი, საღამოობით ვიკრიბებით და კატებს ვატყავებთ. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოს, მის მწარე ენას ვერაფერს უშვრება. ცდილობდა სიცილი არ შეპარვოდა, რომ ჩაშლოდა,ეს ბიჭი არ მოასვენებდა.
-აუ ოლივია საქმე მაქვს, უნდა გავიქცე, მაშინვე ადგა და კაფიდან გავარდა,ოლივი დიდ ხანს იცინოდა ყრუდ, მანამ, სანამ, გოგონას ლატე არ მოუტანეს.
-დიდი მადლობა.
-არაფრის.
ღმერთო, რა კარგი გოგოა!
ოლივიამ მშვიდად დალია ყავა, თან ტელეფონში სიახლეებს ათვალიერებდა.
თითქმის დაავიწყდა ის. ჰმ, თითქმის. ფული სალაროსთან გბადაიხადა,და გამოვიდა. ქალაქში ფეხით გავლა გადაწყვიტა, ნაცნობ ადგილებში გაიარა, ბოლოს, მაინც სასაფლაოს მიადგა.ფრთხილად დადიოდა სასაფლაოებს შორის და ნაცნობს ეძებდა.
სემ მეიერსი. ამის დანახვის თანავე სიცილი წასკდა.
ღმერთო როგორ მენატრები სემ!
მაკლიხარ სემ.
იცი როგორ მინდა რომ ჩემთან იყო ? როგორი სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა ჩემთან რომ მყავდე... ვიცვლები, და ეს არ მომოწონს. საშინლად არ მომწონს სემ.
რა გავაკეთო სემ ?
რა გავაკეთო რომ მიყვარს ?
ჰო მიყვარს სემ.
ჯანდაბა, ყველაზე მეტად ამის აღიარება მიჭირს სემ.
მე ზეინი მიყვარს.

Mistake (დასრულებულია)Where stories live. Discover now