The End ¹⁰

652 78 73
                                    

"სიკვდილი ერთი ოთახიდან მეორეში გასვლას ჰგავს, მაგრამ არასოდეს იცი თუ ვინ დაგხვდება იქ." - ჰელენ კელერი.

• ~ •

თეჰიონი ახალი ჩაძინებული იყო, რომ საშინელმა ხველამ გამოაფხიზლა. მის ნახევრად გათიშულ ტვინს იმის გასააზრებლად, რომ ჯონგუკი ახველებდა ასე, წუთი მაინც დასჭირდა, ხოლო მის გვერდით გაჩენას კი მხოლოდ წამები.

- შეტევა! შეტევა აქვს! დაგვეხმარეთ! - ჩაჰყვირა სპიკერში მაშინვე როგორც კი ღილაკს თითი დააჭირა და მის ზარს უპასუხეს, - ჯონგუკ! გთხოვ ჯონგუკ! არ დამტოვო! გაუძელი პატარავ! - ხელებაკანკალებული ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. მისმა ტვინმა აზროვნება მაშინ შეწყვიტა როცა განგაში მთელს შენობაში ჩაირთო და პალატიდან ძალით გაათრიეს.

- თე?! რა ხდება?! ნუთუ ისევ?! - მუხლებზე დაცემულს სადღაც შორიდან ჩაესმა ჯიმინის ხმა. პალატაში ხან ვინ შერბოდა და ხან ვინ, მაგრამ თეჰიონი უკვე ვეღარაფერს ხედავდა...

მხოლოდ ის ახსოვდა ბოლოს გამგმირავად, რომ ყვროდა ექიმის დამწუხრებული სახის დანახვისას. თმებს იწიწკნიდა და ღრიალებდა რადგან მთელი მისი გული და სული ჯონგუკს მიჰქონდა თან, სადაც არ უნდა წასულიყო იგი.

თითქოს დრო გაყინულიყო. გაგიჟებული თეჰიონი კი მუხლებზე იდგა და გამწარებული ყვიროდა.

ჯონგუკი აღარ იყო.
მისი გუკი აღარ სუნთქავდა!

გონება დაბინდული ღრიალებდა და თმებს ბღუჯად იგლეჯდა. სწორედ მაშინ იგრძნო, მთელს სხეულზე პატარა, მაგრამ ძლიერი ხელები, რომლებმაც ხელები გაუბოჭეს და ძლიერად მოეხვივნენ.

ჯიმინი მეგობრის გვერდით მუხლებზე დამდგარიყო და ზურგიდან ეხუტებოდა. აიძულებდა გაჩერებულიყო და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება შეეწყვიტა. შვიდი წლის მანძილზე პირველად ეხუტებოდა. პირველად არ ადარდებდა წესები და ის, რომ გარშემო უამრავი ექთნები ეხვივნენ.

My Moon || TK✓Where stories live. Discover now