თავი 1 - ჭექა-ქუხილი

85 2 0
                                    

2044 წლის 22 მარტი. პირველი სამუშაო დღე სმიტ ფოსტერსისთვის.

 მას ქერა თმა ჰქონდა სამხედრო სტილში, მუდამ სათვალეები ეკეთა და უმეტესად ცისფერი ტანსაცმელი ეცვა. მისი სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატებოდა. ბინა პორტიდან ორი კილომეტრის დაშორებით ჰქონდა. 

ბინა იყო ორ სართულიანი, პირველ სართულზე იყო სამზარეულო, მაგიდით და მაგიდის წინ იყო 2020 წლის დროინდელი ტელევიზორი, დიდი OLED მონიტორით. ეს იყო ოთახის მარცხენა ნაწილი, ხოლო მარჯვენა ნაწილში იყო მისაღები ოთახი, სადაც იყო: ტახტი, ვაზა და დიდი ვერტიკალური პანელი. პანელი იყო მთავარი მართვის ცენტრი, საიდანაც იმართებოდა სახლის ტემპერატურა, ყველანაირი ქსელის ჩართვა-გამორთვა და ა.შ. მეორე სართულზე იყო საპირფარეშო და საძინებელი ოთახი, რომლის კედელზე ეკიდა თანამედროვე ჰოლოგრაფიული ტელევიზორი.

პირველივე დღეს მას დაეზარა სამსახურში ფეხით მისვლა, იმიტომ, რომ ის ისედაც ყოველ დღე ვარჯიშობდა. ის არ იყო მსუქანი და არც აპირებდა გახდომას, მაგრამ ერთ-ერთმა ხელსაწყომ მიანიშნა, რომ სუქდება და ჯობია გადავიდეს დიეტაზე ან ივარჯიშოს, რადგან ვერ იკვებებოდა სწორად და სწრაფი კვებით იკვებებოდა ხოლმე. 2044 წელს ფასტფუდი გახდა უფრო სასარგებლო, ვიდრე ეს ადრე იყო, მაგრამ ის მაინც ასუქებდა ადამიანს. 

მან გამოიძახა ტაქსი და ასტრონომიურ ცენტრთან მივიდა. როდესაც ტაქსიდან გადმოვიდა, დააპირა მამასთან დარეკვა, მაგრამ უცებ დაინახა დირექტორი და გადაიფიქრა. ხელი ჩამოართვა დირექტორს და დირექტორმა უთხრა:

- გამარჯობა.

- გამარჯობა - უპასუხა მან.

- გმადლობთ, რომ მიმიღეთ, თქვენს ცენტრში.

- ეს თქვენ მადლობა. ასეთ ადამიანებს, რომელთა მიზანიცაა გახდნენ ასტრონომი, სულ დეფიციტშია. - უპასუხა გაღიმებულმა დირექტორმა.

- თქვენ რამდენი ხანია მუშაობთ ასტრონომიურ ცენტრში?

- უჰ, ბევრი წელია აქ ვარ, ჩემთვის რთულია მუშაობა ჩემს პოსტზე, რა თქმა უნდა, მე შემიძლია ვსვა ყავა და მივცე დავალებები მუშაკებს, მაგრამ ახალგაზრდობიდან მინდოდა გავმხდარიყავი ასტრონომიური მკვლევარი და ახლაც ძალიან მაინტერესებს ჩემი საქმე.  ასევე ვეხმარებოდი კოსმონავტებს და მარსის მისიის შემდეგ, მომცეს დირექტორის პოსტი, აი აქ. ზოგჯერ, ვახალისებ ჩემს მუშაკებს, რომ მოწყენილები არ იყვნენ. კარგი მოდით შევიდეთ შიგნით.

ადამიანი-ელვა[დასრულებული]Where stories live. Discover now